როდის რთულდება თანაცხოვრება და რა ამყარებს ურთიერთობას? - დევიდ ბეკჰემის გულწრფელი აღიარება
- 22.10.2018
ჩვენს დროში ოჯახური სიმყარის შენარჩუნება წყვილებისთვის დიდი გამოწვევაა და ამას ბევრი ვერ ახერხებს. განსაკუთრებით რთულია ეს ვარსკვლავური წყვილებისთვის.
ვარსკვლავურ წყვილებში მყარი ოჯახური თანაცხოვრება ძალიან იშვიათია და ალბათ, როცა ვარსკვლავებზე და თანაც მყარ ოჯახზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ყველას დევიდ და ვიქტორია ბეკჰემები გვახსენდება.
წყვილი უკვე 19 წელია ქორწინებაშია. მათ ოთხი შვილი ჰყავთ და ოჯახს, შვილების აღზრდას, კარიერულ წარმატებასაც შესანიშნავად უთავსებენ.
დევიდი და ვიქტორია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ავსტრალიურ ტურნეს შეუერთდნენ. ტურნეს ფარგლებში ავსტრალიურ ტელეშოუში ყოფილმა ფეხბურთელმა თავისი ოჯახის შესახებ ისაუბრა და ქორწინების სიმყარის მთავარი მიზეზი გაამხილა.
დევიდ ბეკჰემის თქმით, არ არის მარტივი ოჯახური თანაცხოვრება და ყოველივე ძალიან ბევრ შრომას, ძალისხმევას მოითხოვს.
მისი თქმით. ყოველგვარი ნეგატივის იგნორირებას ცდილობს და ამაყობს თავისი ოჯახით.
ვეტერანი ფეხბურთელის განმარტებით, წყვილი ცდილობს ოთხ შვილს, ბრუკლინს, რომეოს, კრუზსა და ჰარპერს ასწავლოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველა საქმეში ბევრი შრომა.
„ვფიქრობ, როცა იცი რომ, შენს უკან შესანიშნავი ოჯახი დგას, ყველაფერი უნდა გააკეთო შენი შვილებისთვის, შენი შვილების დასაცავად. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ჩვენი ოჯახით.
ბევრს ვმუშაობთ და ვგრძნობთ, რომ ეს არის სწორი გზა. ვაჩვენებთ და ვუმტკიცებთ ჩვენს შვილებს იმას, რომ მართლაც თავდაუზოგავი შრომაა საჭირო წარმატების მისაღწევად“, - ამბობს ბეკჰემი.
ვეტერანი ფეხბურთელი შეეხო Vogue-ის ბოლო ნომრის გარეკანსაც, რომელზეც ბეკჰემების კლანის ფოტოა განთავსებული.
„ყოველივე ვიქტორიას მოდის ინდუსტრიაში 10 წლიან მოღვაწეობას მიეძღვნა. მან დროის მცირე მონაკვეთში საოცრად დიდ წარმატებას მიაღწია - 4 შვილი, ოჯახი და ამავდროულად, წარმატებული ბიზნესი“, - ამბობს ბეკჰემი.
მან იმ სირთულეების შესახებაც ისაუბრა, რომელიც ქორწინებას ახლავს თან. ყოფილი ფეხბურთელის თქმით, მისთვის და ვიქტორიასთვის ყველაზე დიდი გამოწვევა და განსაკუთრებით რთული დღეები მაშინ არის, როცა ერთმანეთის გარეშე უწევთ სხვადასხვა ქვეყნებში წასვლა.
„ქორწინებას, რა თქმა უნდა, ახლავს სირთულეები და ყველაზე რთული სიტუეციები მაშინ იქმნება, როცა ერთმანეთის გარეშე გვიწევს მოგზაურობა, როცა დიდი მანძილი გვაშორებს ერთმანეთს. ეს ძალიან რთულია“, - ამბობს ბეკჰემი.
თემები: ცნობილი ადამიანები, მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, ქალები
<a href="https://www.bbc.com">https://www.bbc.com</a>