1. სანიტაიზერი
ორი წვეთი ზეთი დაამატეთ 1 ჩ.კ. ხელის ლოსიონში ან კრემში - და ნატურალური სანიტაიზერი მზად არის. ჩაის ხის ზეთს გააჩნია ანტიმიკრობული და ანტივირუსული თვისებები.
2. ნუნების დატენიანება და დაცვა
ერთ-ერთი რეცეპტი - 10 წვეთი ჩაის ხის ზეთი, 10 წვეთი ლავანდის ზეთი, 1 ჩ.კ. ჟოჟობას ზეთი, 1 ჩ.კ. ავოკადოს ზეთი.
3. ყელის ტკივილი
2-3 წვეთი ჩაის ხის ზეთი დაამატეთ თბილ წყალში და გამოივლეთ ყელში დღეში 2-ჯერ (არ გადაყლაპოთ). ეფექტურია საწყის სტადიაში და პროფილაქტიკისთვის, მაგრამ არ ცვლის ბაქტერიული ანგინის მკურნალობას.
4. გაწმენდა
თმის სავარცხლები და ტანის ჯაგრისები უფრო სუფთა იქნება, თუ საწმენდ საშუალებაში დაამატებთ ჩაის ხის ზეთის 2-3 წვეთს.
5. მწერების ნაკბენი
ბამბის დისკით დაიტანეთ ჩაის ხის ზეთი ნაკბენზე ან გააზავეთ ტანისთვის განკუთვნილ ზეთში. ასევე ეფექტურია პატარა ჭრილობებისთვის.
6. ქერტლი
ჩაის ხის ზეთი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ამცირებენ ქერტლისა და ფსორიაზის გამოვლინებას, და ასევე კურნავენ თავის კანს. გადაურიეთ ეს ზეთი ევკალიპტის ზეთში, შეიზილეთ თავის კანში და 1 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით. თუ თავის კანი ძალიან მგრძნობიარე გაქვთ, დაამატეთ ცოტაოდენი ჩაის ხის ზეთი შამპუნში.
7. აკნე და გამონაყარი
დააწვეთეთ 1 წვეთი ჩაის ხის ზეთი ბამბის ტამპონზე და გადაუსვით დაზიანებულ ადგილებს, რათა მოახდინოთ კანის დეზინფექცია და დააჩქაროთ შეხორცების პროცესი. გარდა ამისა ჩაის ხის ზეთი ეფექტურია ჩაბრუნებული თმისთვის.
8. დეზოდორანტი
დეზოდორანტში დამატებული რამდენიმე წვეთი ჩაის ხის ზეთი მიანიჭებს მას სასიამოვნო სუნს. ბაქტერიები, რომლებიც იწვევენ უსიამოვნო სუნს, უბრალოდ გაქრებიან.
9. ეგზემა
8-10 წვეთი ჩაის ხის ზეთი, 1 ჩ.კ. ქოქოსის ან ყურძნის წიპწების ზეთი გადაურიეთ ერთმანეთში და დაიტანეთ დაზიანებულ ადგილებზე.
10. სოკო
1-2 წვეთი ჩაის ხის ზეთი დაამატეთ 1 ჩ.კ. ქოქოსის ზეთს, ბამბის დისკით დაიტანეთ სოკოთი დაზიანებულ თითზე. შეიძლება შეიხვიოთ ბინტით და დაიტოვოთ მთელი ღამის განმავლობაში.
11. ხალიჩა
ჩაის ხის ზეთი გამოგადგებათ სახლის დალაგების დროსაც. ნახევარი ჭიქა სოდას დაუმატეთ 20 წვეთი ჩაის ხის ზეთი, აურიეთ და თანაბარ ფენად გაანაწილეთ ხალიჩაზე. 15 წუთის შემდეგ მოაცილეთ მტვერსასრუტით.
თემები: ფრჩხილების მოვლა, კანი, ფრჩხილები, მაკიაჟი, სილამაზე ყველა ასაკში, რჩევები, ჩაისხისზეთი
<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია