მშობლები

7 მითი ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ, რომლების დღემდე სჯერა მშობლების უმეტესობას

7 მითი ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ, რომლების დღემდე სჯერა მშობლების უმეტესობას

მითი 1: აცრა შეიძლება გახდეს აუტიზმის მიზეზი

7 მითი ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ, რომლების დღემდე სჯერა მშობლების უმეტესობას

ამას ფაქტს არავითარი მეცნიერული დადასტურება არ აქვს, სამაგიეროდ ამ მითს აქვს დაბადების თარიღი - 1998 წლის თებერვალი, როდესაც მეცნიერულ ჟურნალ The Lancet-ში ექიმ ენდრიუ უეიკფილდის სტატია გამოქვეყნდა. ის ამტკიცებდა, რომ წითელას, ყბაყურასა და წითურას ვაქცინა აუტიზმს იწვევდა. როგორც შემდგომ აღმოჩნდა, კვლევის შედეგები ფალსიფიცირებული იყო, უეიკფილდს ლიცენზია ჩამოართვეს, მაგრამ მითი მაინც დარჩა. 

მითი 2: თუ სიცივეში ქუდის გარეშე ივლით, შეიძლება დაავადდეთ მენინგიტით 

7 მითი ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ, რომლების დღემდე სჯერა მშობლების უმეტესობას

მენინგიტს იწვევს ვირუსები, ბაქტერიები და სოკოები. თებერვლიდან აპრილის ჩათვლით მენინგიტით ნამდვილად უფრო ხშირად ავადდებიან, მაგრამ არა იმიტომ რომ ცივა, უბრალოდ ადამიანები ამ დროს უფრო დიდხანს იმყოფებიან დახურულ, ცუდად განიავებულ სივრცეში, ამ დაავადების გადაცემის საშუალება კი ჰაეროვან-წვეთოვანი გზაა. აი პაროტიტის ვირუსს (ყბაყურა) კი სრულიად თავისუფლად შეუძლია გამოიწვიოს მენინგიტი, და ეს კიდევ ერთი დასაბუთებაა აცრების სასარგებლოდ.

მითი 3: ტილი უჩნდება მათ, ვინც არ ბანაობს, და მათი მოსპობა ძალიან რთულია

7 მითი ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ, რომლების დღემდე სჯერა მშობლების უმეტესობას

ტილი არ არის სამარცხვინო, და შეიძლება ყველას გაუჩნდეს. პედიკულოზი - ჩვეულებრივი საბავშვო ბაღებისა და სკოლების ავადმყოფობაა, რომლითაც ბავშვები ისევე ხშირად ავადდებიან, როგორც რესპირატორული დაავადებებით. მათი მოშორება 1 დღეში შეიძლება აფთიაქში ნაყიდი სპეციალური შამპუნისა და ხშირკბილებიანი სავარცხლის დახმარებით.

მითი 4: თუ ბავშვი დაავადდა ჩუტყვავილათი, საჭიროა იზოლაცია და ბრილიანტის მწვანე

7 მითი ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ, რომლების დღემდე სჯერა მშობლების უმეტესობას

ვინაიდან 12 წლამდე ბავშვებში ჩუტყვავილა ძირითადად იოლ ფორმებში მიმდინარეობს, დასავლეთ ქვეყნებში არ არის მიღებული კარანტინის გამოცხადება და ბავშვის იზოლირება: პირიქით, ითვლება რომ უკეთესია, თუ გარშემომყოფი ბავშვებიც დროზე გადაიტანენ ამ დაავადებას. ჩუტყვავილა მკურნალობას არ საჭიროებს. ბრილიანტის მწვანე მას არ კურნავს, და მისი გამოყენება არ არის საჭირო.

მითი 5: სურდო, ხველა და ტემპერატურა - მიზეზია ბავშვის სახლში დატოვების 

7 მითი ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ, რომლების დღემდე სჯერა მშობლების უმეტესობას

მსუბუქი სურდო, ხველება და 37,5˚-მდე ტემპერატურაც კი არ წარმოადგენს იმის მიზეზს დატოვო ბავშვი სახლში. ინფექციებით გაცვლა საბავშვო კოლექტივში ხელს უწყობს იმუნიტეტის ვარჯიშს. წელიწადში 6-8-ჯერ ავად ყოფნა რესპირატორული დაავადებებით - ეს ნორმალურია. თუ ბავშვი თავს გრძნობს მხნედ, საკმარისია გაატანოთ მას საბავშვო ბაღში ან სკოლაში ქაღალდის ცხვირსახოცების მარაგი.

მითი 6: ნაკაწრებისა და დაბეჟილობის შედეგ შეიძლება ბავშვს სისხლი მოეწამლოს 

7 მითი ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ, რომლების დღემდე სჯერა მშობლების უმეტესობას

ნუ შეაშინებთ ბავშვს, თუ მოიგლიჯა ქერქი ნაკაწრზე ან უარს ამბობს იოდის წასმაზე. თუ ბავშვს ნორმალური იმუნიტეტი აქვს, საშიში არაფერია: საკმარისია მობანოთ წყლით და წაუსვათ ანტისეპტიკი. იმისათვის რომ უფრო სერიოზული ტრავმის შემთხვევაში თავიდან აიცილოთ ტეტანუსით დაავადების რისკი, ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს აცრილი.

მითი 7: როტავირუსის მკურნალობა საჭიროა 

ტემპერატურა, ღებინება, დიარეა - როტავირუსული ინფექცია არასასიამოვნოა. მაგრამ მკურნალობას ის არ საჭიროებს და 1-5 დღეში თვითონ გაივლის. მთავარი, რისი გაკეთებაც ავადმყოფობის დროს შეიძლება, - ავიცილოთ გაუწყლობა, ამიტომ საშინაო აფთიაქში ყოველთვის უნდა იყოს საშუალებები პერორალური რეგიდრატაციისთვის. დასავლეთში პედიატრები როტავირუსის დროს ურჩევენ კოკა კოლას დალევას. რადგან როტავირუსი წარმოადგენს მძიმე ნაწლავურ ინფექციას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს შესაბამისი აცრის გაკეთებას. 

7 მითი ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ, რომლების დღემდე სჯერა მშობლების უმეტესობას



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>