1. მათ აქვთ პრინცესას სინდრომი
ლამაზმა ქალებმა იციან, რომ შეუძლიათ მართონ ადამიანები: მათ უადვილდებათ მოლაპარაკება ღირებულების დაკლებაზე, მათ სიამოვნებით ემსახურებიან და იშვიათად ეუბნებიან უარს. მაგრამ როდესაც თვითშეფასება თავის მაქსიმუმს აღწევს და განსაკუთრებულობის გრძნობა უჩნდებათ, ეს ადვილად შეიძლება გადაუვიდეთ პრინცესას სინდრომში. ასეთი ქცევის დროს კი ყველას სურვილი უქრება იურთიერთოს ყველაზე ლამაზ ქალთანაც კი.
2. მათ ხშირად აქვთ ნევროზი
ლამაზი ქალები ყოველთვის თავს უვლიან, მაგრამ ზოგიერთები ზღვარს გადადიან და თითქოს სპეციალურად ეძებენ საკუთარ თავში ნაკლს. თითოეული გამონაყარი ან ნაოჭი მათში პანიკას იწვევს და პლასტიკურ ქირურგთან და კოსმეტოლოგთან ვიზიტის მზიეზიც კი ხდება. გარეგნობის შესანარჩუნებლად ლამაზმანები დაახლოებით საკუთარი შემოსავლის მესამედს ხარჯავენ. მამაკაცებიდან ცოტა ვინმეს მოეწონება ქალი, რომლის სწრაფვაც შედგება მხოლოდ სურვილისგან იყიდოს გარშემომყოფების აღტაცება.
3. დამოკიდებულება კომპლიმენტების მიმართ
ზოგიერთი ადამიანები კომპლიმენტების მიმართ განსაკუთრებულად მგრძნობიარეები არიან. გთავაზობთ, 3 ნიშანს, რომლის მიხედვითაც შეიძლება გაიგოთ რომ თქვენს წინაშე სწორედ ასეთი ქალია:
- მის გარემოცვაში ბევრი ადამიანია, რომლებიც მუდმივად ეპირფერებიან - ის ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას მოუყვეს სხვებს კომპლიმენტების შესახებ, რომლებსაც იღებდა - მაგრამ არსებობს სხვა რეაქციაც, როდესაც კომპლიმენტზე „მადლობის“ მაგივრად ქალი ამბობს რაღაც ამდაგვარს: „რას ამბობთ“, „თქვენ მეპირფერებით“ და სხვა დამამცირებელ რაღაცეებს.
4. ისინი უცხოები არიან
ლამაზ ქალებს ხშირად აძევებენ ქალთა საზოგადოებიდან. ხანდახან სილამაზე აღიქმება როგორც მუქარა: თუ გარემოცვაში დანარჩენი ქალები არ არიან გათხოვილები, მაშინ მათ კონკურენციის ეშინიათ. თუ მათ ჰყავთ პარტნიორები, მაშინ შეეშინდებათ ღალატის. თავად ლამაზი ქალის დასწრებამ შეიძლება დაძაბულობა გამოიწვიოს, სწორედ ამიტომ ცდილობენ ხშირად მოერიდონ მის საზოგადოებას და არ გააცნონ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს.
5. ისინი სულ სხვებს იზიდავენ
ლამაზ ქალს ყოველთვის ჰყავს თაყვანისმცემლები, მაგრამ უფრო ხშირად ის სულ სხვა მამაკაცებს იზიდავს. მოკრძალებულ მამაკაცებს გამბედაობა არ ყოფნით, რომ მიუახლოვდნენ ლამაზმანს, სამაგიეროდ არ ეშინიათ აქტიურობის გამომჟღავნება: - საკუთარ თავზე შეყვარებულ მამაკაცებს, რომლებიც ნადირობენ მორიგ ლამაზ ნადავლზე - მამაკაცებს, რომლებიც ეპყრობიან ქალს, როგორც საკუთრებას და დარწმუნებულები არიან, რომ შეუძლიათ იყიდონ ის.
- მამაკაცებს, რომლებსაც ლამაზი ქალი სჭირდებათ როგორც „აქსესუარი“ და საკუთარი სტატუსის დემონსტრირება
- მამაკაცებს, რომლებსაც უნდათ გამოიწვიონ გარშემომყოფების შური. როგორც კი ქალი ცოტათი ნაკლებ აღფრთოვანებულ მზერას მოაგროვებს, მას სინანულის გარეშე შეცვლიან სხვაზე.
- ლამაზი ქალი იმდენად იღლება მამაკაცების ყურადღებისგან, რომ უკვე გაურბის ამ სქესის ყველა წარმომადგენელს.
თემები: სიყვარული, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია