იცით, რომ ძალიან მარტივია შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა და მოიშოროთ პირველი (მეორე, მესამე) დაბერების ნიშნები ინიექციებისა და პლასტიკური ოპერაციის გარეშე. ამ ვარჯიშების საშულებით არ მოგიწევთ დიდი თანხის დატოვება კოსმეტოლოგთან ვიზიტისას.
ეს გახლავთ ვარჯიშების საკმაოდ მარტივი კომპლექსი, რომელიც ამკვრივებს სახის კუნთებს და ეხმარება ცხვირ-ტუჩის ნაოჭებს, თვალების ქვეშ პარკებისა და შუბლზე ნაოჭების კორექტირებას. ვარჯიში ბევრ დროს არ წაგართმევთ, მთავარია არ გამოტოვოთ.
უთხარი „არა“ ცხვირ-ტუჩის ნაოჭებს
ცხვირ-ტუჩის ნაოჭები კუნთოვან ფენაში ძალიან ადრე - ჯერ კიდევ მოზარდთა ასაკში ჩნდება. მაგრამ თუ ახალგაზრდობაში მკვრივი კანის საშუალებით ადვილად იმალება პრობლემას, ასაკთან ერთად ცხვირ-ტუჩის ნაოჭები სულ უფრო აშკარა ხდება. ვარჯიში მარტივია. მიიდე ორივე ხელის საჩვენებელი თითი ცხვირ-ტუჩის ნაოჭებზე. ძალიან ნაზად დააჭირე ლოყებს ზემოთ და განზე. სინამდვილეში შენ ზევით წევ ლოყებს. დაუთმე ცხვირ-ტუჩის ნაოჭებს ერთი კვირის განმავლობაში დღეში 1 წუთი და ნახავ, როგორ დაგნებდებათ.
მოიშორე „ლომის“ ნაოჭი
ხშირად იბღვირებით? წარბებშორის გაჩენილი ნაოჭის მოშორება არც ისეთი მარტივია. მაგრამ მოსინჯვა შეიძლება. ჩაიხედეთ სარკეში და გამოხატეთ განრისხება, ხედავთ „ლომის“ ნაოჭს? პრობლემურ ადგილას დააჭირე შეერთებული საჩვენებელი და შუა თითები და სცადე დაბღვირება. შეინარჩუნე დაძაბულობა 1 წუთის განმავლობაში.
შუბლზე სიგრძივი ნაოჭების კორექტირება
ბოტოქსის ინიექციები ყველაზე მარტივად ასეთ ნაოჭებს უმკლავდება, მაგრამ თუ გინდათ რომ არ დაიხარჯოთ ან უბრალოდ, ნემსის გეშინიათ, არსებობს ძალიან მარტივი ვარჯიში. მიიდე ხელისგული შუბლთან (თითქოს ტემპერატურას იმოწმებ). მაგრად დააჭირეთ ხელი და ეცადეთ აწიოთ წარბები. ასეთ მდგომარეობაში გაჩერდით 1 წუთის განმავლობაში.
კისერზე საშინელ მდგომარეობაში გაქვთ?
სწორედ კისერი ამხელს ქალის ასაკს. კისრის დასაჭიმად როლინგებისა და შარფების მშვენიერი ალტერნატივა მარტივი ვარჯიში გახდება. აიხედეთ ზევით და ამასთანავე დააჭირეთ ამობურცულ ნაწილს. დაჭიმეთ კისერი და დაიწყეთ თავის ტრიალი ხან ერთ მხარეს, ხან მეორე. გააკეთე ეს ნელა, თითქოს ჭერზე სურათებს ათვალიერებთ. გაიმეორეთ ვარჯიში 10-ჯერ.
მოიშორეთ „ბატის თათები“ და პარკები თვალების ქვეშ
პარკები თვალების ქვეშ - პრობლემაა, რომელიც დიდი ქალაქების მაცხოვრებლების ნახევარზე მეტს აწუხებს. მიზეზი გახლავთ: უძილობა, მუდმივი სტრესი, ცუდი ეკოლოგია და სხვა. ქუთუთოების კანის გამკვრივებასა და თვალების ქვეშ მუქი წრეების მოშორებაში მარტივი ვარჯიში დაგეხმარებათ. დააწყე თითები თვალის კუთხეებზე: საჩვენებლები - გარე კუთხეებზე, შუათანები კი - შიდა. ოდნავ დააჭირე, აიხედე ზევით და ძლიერად დახუჭე თვალები.
„ბატის თათების“ კორექტირება კიდევ უფრო ადვილია: დააწყე უსახელო თითები თვალის გარე კუთხეების ოდნავ მაღლა. ერთი წუთის განმავლობაში დახუჭეთ და გააღეთ თვალები.
თემები: რჩევები ქალებს, სილამაზე ყველა ასაკში, თვალები, მასაჟი
<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>