6 სიტუაცია, როდესაც კონტროლს კარგავთ და უსარგებლო ნივთებს ყიდულობთ
- 07.11.2018
1. დიდროს ეფექტი
დიდროს ეფექტის დროს, ადამიანი ერთი ნივთის შეძენის შემდეგ ვეღარ ჩერდება, აღარ მოსწონთ სახლსა და გარდერობში არსებული ნივთები და სურვილი უჩნდებათ რომ ყველაფერი შეცვალონ, ძველი კი მოიშორონ.
როგორ ებრძოლოთ? - შეძენის წინ დაფიქრდით, ხომ არ გაქვთ ამ ნივთისგან ტყუილი მოლოდინი. თუ ახალი სმარტფონი მხოლოდ სამსახურში თვითდამკვიდრებისთვის და იმიჯის შესაქმნელად გჭირდებათ, ხომ არ ჯობია უფრო ეფექტური იყოთ და გადახედოთ საკუთარი დამოკიდებულებას სამსახურის მიმართ?
2. სნობის ეფექტი
როდესაც ყიდულობთ იმას, რასაც სხვები არ ყიდულობენ და ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებთ, რომ გინდათ გამოირჩეოდეთ, ამას ეწოდება სნობის ეფექტი.
როგორ ებრძოლოთ? - შეადგინეთ იმ თემების სია, რომლებშიც კარგად ერკვევით, და ასევე იმ ნივთების, რომლებითაც ამაყობთ. არც ისე ცოტა გამოვა, თავად დარწმუნდებით. ყურადღების მიქცევა არა მხოლოდ უჩვეულო ნივთით შეიძლება, არამედ საინტერესო საუბრითაც ან უბრალოდ პოზიტიური განწყობით, მიუხედავად ცხოვრებისეული უსიამოვნებებისა.
3. მიბაძვის ეფექტი
ამ მოვლენის დროს ადამიანი ყიდულობს იმას, რაც მოდაშია და ყველას აქვს. ნივთი შეიძლება სულ არ გიხდებოდეთ არც თქვენ, და არც თქვენი ცხოვრების პირობებს, მაგრამ თქვენც იძენთ, რადგან სხვებსაც აქვთ.
როგორ ებრძოლოთ? - ნებისმიერი ნივთის შეძენის დროს აუცილებლად დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: „რატომ გადავწყვიტეთ ამის ყიდვა?“ იქნებ ნამდვილად მოგწონთ და გჭირდებათ ის. ან იქნებ სხვა ადამიანის გავლენის ქვეშ მოექეცით.
4. სპონტანური შენაძენი, რომლებიც განწყობას გიუმჯობესებთ
რთული დღის შემდეგ სახლში მისვლამდე გადაწყვიტეთ საყვარელ მაღაზიაში შეიაროთ. ამ დროს, აუცილებლად იყიდით რაღაცას, როგორც ჯილდოს საკუთარი თავისთვის. მაგრამ დიდი ალბათობაა, რომ სიხარული ხანმოკლე გამოდგეს. ნივთს კი ძალიან მალე დაივიწყებთ, რა საჭირო იყო დახარჯვა ასეთი სისულელისთვის?
როგორ ებრძოლოთ? - შეძენის სურვილი დადებითი ემოციების უკმარისობის გამო ჩნდება. მოძებნეთ საკუთარი თავისთვის საქმე, რომელიც დაგეხმარებათ ცუდ განწყობას, დაღლილობასა და სტრესს ებრძოლოთ.
5. ფსიქოლოგიური ხრიკები მაღაზიებში
სასიამოვნო მუსიკა, თბილი ფერები, გემრიელი არომატები - ეს ყველაფერი დიდ გავლენას ახდენს თქვენზე, როდესაც მაღაზიაში შედიხართ, თუმცა შეიძლება ვერ ხვდებოდეთ ამის შესახებ. ამ დროს დუნდებით, ვეღარ უწევთ ანგარიშს საკუთარ თავს და აუცილებლად იყიდით რამეს.
როგორ ებრძოლოთ? - წადით მაღაზიებში დანაყრებული და აუცილებლად გაიკეთეთ ყურსასმენები. ასე მაქსიმალურად შეძლებთ თავი დაიცვათ მარკეტოლოგების ხრიკებისგან.
6. იაფფასიანი ნივთები
იმისათვის რომ ეკონომია გააკეთოთ, ხშირად ძვირადღირებული ნივთების იაფფასიან ანალოგებს ყიდულობთ. მაგრამ ასეთი სარგებელი - მხოლოდ ილუზიაა. თუ კარგი ჯინსი შეიძლება რამდენიმე წელი გემსახუროთ, იაფფასიანი მალე დაიხევა და გაცვდება, და ახლის ყიდვა მოგიწევთ.
როგორ ებრძოლოთ? - ტყუილად არ გაჩნდა ანდაზა, რომ ძუნწი ორჯერ იხდის. თუ ახლა ეკონომიას გააკეთებთ, მომავალში შეიძლება უფრო მეტი დაგეხარჯოთ ნივთის შეკეთებაზე ან მის შეცვლაზე. საქონლის შერჩევისას ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება ხარისხს, და არა მხოლოდ მის ღირებულებას.
თემები: სტილი, რჩევები ქალებს, ტრენდი, ჩაცმულობა