LIFE

20 მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ერთ წელიწადში სხვა ადამიანად გაქცევთ

20 მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ერთ წელიწადში სხვა ადამიანად გაქცევთ

დრო ძალიან სწრაფად გადის და ზოგჯერ ვერ ვახერხებთ ავყვეთ ცხოვრების რიტმს, არ გამოგვდის საქმე ისე, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა და ვუხვევთ იმ გზიდან, რომელზეც გვსურდა სიარული.

მთავარია, არ დანებდეთ და იცოდეთ,რომ თუ არ გაჩერდებით, იმედს არ დაკარგავთ და მოქმედებას არ შეწყვეტთ, აუცილებლად იპოვნით მიზნამდე მისასვლელ გზას.

ფსიქოლოგები გამოყოფენ 20 მეთოდს, რომელსაც უნდა მიმართოთ, თუ ცხოვრების შეცვლა გსურთ. დაიწყეთ ახლავე და ნახავთ, რომ ერთ წელიწადში სრულიად სხვა ადამიანი იქნებით და სხვა ცხოვრება გექნებათ.

1. ყოველი თვის დასაწყისში დაწერეთ მკაფიოდ თქვენი მიზნების შესახებ.

2. ყოველ თვეში სულ ცოტა ერთი წიგნი მაინც წაიკითხეთ - წიგნის კითხვა აქციეთ ჩვევად. ამით გაზრდით თქვენს ცოდნასა და წარმოსახვის უნარს.

20 მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ერთ წელიწადში სხვა ადამიანად გაქცევთ

3. როცა რაიმე არ გამოგდით - გაანალიზეთ, რა არის ამის მიზეზი. იპოვეთ პრობლემის წყარო და გადადგით ქმედითი ნაბიჯები მის მოსაგვარებლად.

4. გახსოვდეთ, რომ კვირაში ერთი დღე აუცილებლელია დეტოქსიკაციისთვის.

20 მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ერთ წელიწადში სხვა ადამიანად გაქცევთ

5. როცა გესაუბრებიან, კონცენტრირდით თანამოსაუბრეზე და დააყენეთ ტელეფონი უხმო რეჟიმზე - დიალოგი ვერ იქნება წარმატებული, როცა ტელეფონზე ზარები არ წყდება, ან თუ საუბრის პარალელურად „ფეისბუქს“ სქროლავთ.

6. ნუ მოუყვები შენი ტკივილის, შენი წარუმატებელი დღეების შესახებ ყველას - ყველაფერი გაივლის, მაგრამ ადამიანებს დაამახსოვრდებათ, როგორ ქვითინებდით მათ წინაშე. თქვენი განცების, შიშების, ტკივილის შესახებ, მხოლოდ უახლოეს ადამიანს გაენდეთ.

7. ეცადე, როცა საქმეს აკეთებ გამოავლინო საუკეთესო უნარები და საქმე გააკეთო საუკეთესოდ.

8. იყავი მამაცი და დიახ, გააკეთე ის საქმე, რომელიც აქამდე არასოდეს გაგიკეთებია - გააკეთე ის, რაც გაშინებს, ის, რაც კომფორტის ზონას დაგატოვებინებს. გამოიწვიე საკუთარი თავი.

20 მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ერთ წელიწადში სხვა ადამიანად გაქცევთ

9. დაიწყე დღიურის წერა და დაწერე ყველაფერი, რაზეც ფიქრობ - თუმცა არავის წააკითხო ის. დღიური შენი საუკეთესო მესაიდუმლე გახდება.

10. სცადე ემოციების გაკონტროლება - თუ ემოციების კონტროლს შეძლებ, შეძლებ საკუთარი ცხოვრების კონტროლსაც.

20 მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ერთ წელიწადში სხვა ადამიანად გაქცევთ

11. მოუსმინე ადამიანებს ყურადღებით - სხვების მოსმენას ლაპარაკზე უფრო მეტი სარგებელი მოაქვს.

12. ძილი აქციე პრიორიტეტად - ნუ იამაყებ იმით, რომ დღე-ღამეში მხოლოდ სამი საათი გძინავს. დაიძინე 24 საათში მინიმუმ 8 საათის განმავლობაში და ნახავ, რომ უფრო პროდუქტიული იქნები.

20 მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ერთ წელიწადში სხვა ადამიანად გაქცევთ

13. ჩვევად აქციე ძილის წინ ტელეფონის გამორთვა.

14. ყურადღებით მოეკიდე ყველა იმ საქმეს, რომელიც ენერგიით გავსებს და გეხმარება, რომ უფრო ეფექტური იყო სამსახურებრივ თუ სხვა ურთიერთობებში.

20 მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ერთ წელიწადში სხვა ადამიანად გაქცევთ

15. ნუ გაექცევი უცნობებთან საუბარს - ზოგჯერ ხდება ისე, რომ ახლობელ ადამიანებთან საერთოს ვეღარ ვპოულობთ დაუცნობებთან ბევრი საერთო აღმოგვაჩნდება ხოლმე. ზოგჯერ ჩვენთვის სრულიად უცნობ ადამიანებს შესწევთ ჩვენი ცხოვრების შეცვლის ძალა. ამიტომ ნუ გაექცევით მათთან ურთიერთობას.

16. მოუსმინეთ მშვიდ მუსიკას - შესაძლოა არ გიყვართ ასეთი მუსიკის მოსმენა, მაგრამ ფსიქოლოგიური კვლევის თანახმად ადამიანისთვის ის აუცილებელია. ამ დროს ვწყდებით ცოტა ხნით რეალობას და განტვირთვის საშუალება გვეძლევა.

20 მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ერთ წელიწადში სხვა ადამიანად გაქცევთ

17. ნუ აჰყვები მოდას და უბრალოდ იყავი ის, ვინც სინამდვილეში ხარ - ჩაიცვი ის, რაც გიხდება. გქონდეს შენი, უნიკალური სტილი და გამოხატე საკუთარი თავი.

18. გახსენი მეილი მაშინვე, როცა მას მიიღებ - ნუ გადადადებ ამ საქმეს და ნუ დააგროვებ პასუხგასაცემ მეილებს.

20 მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ერთ წელიწადში სხვა ადამიანად გაქცევთ

19. ხშირად უთხარი გარშემომყოფებს, რა ბედნიერი ხარ, რომ გვერდით სწორედ ასეთი ადამიანები გყავს - უთხარი მათ, როგორ შთაგაგონებენ, გამოხატე მადლიერება, უთხარი, თუ როგორი ამაყი ხარ მათ გამო. ნუ შეგრცხვება გრძნობების გამოხატვის.

20. გადახედე წარსულს და იფიქრე იმაზე, თუ როგორი ადამიანი იყავი წლების წინ და როგორი ხარ ახლა - დაფიქრდი იმაზე, თუ რას მიაღწიე, რა გააკეთე და რისი გაკეთება ვერ შეძელი. დასახე ახალი გეგმები, ახალი მიზნები და არასოდეს შეწყვიტო ბრძოლა უკეთესი მომავლის შესაქმნელად.



<a href="https://curiousmindmagazine.com">https://curiousmindmagazine.com</a>