არაფერია სამყაროში იმაზე თბილი, ძველი საყვარელი სათამაშოებიდან, როგორც ტედის დათუნიაა. მასთან ჩახუტება ვის არ უყვარს, მაგრამ 2019 წლის მოდა, საუკეთესო ალტერნატივად - ტედის ქურთუკებს გვთავაზობს.

სხვადასხვა სიგრძისა და ფერის ქურთუკები, ზამთრის ცივ სეზონზე უალტერნატივოა. საუკეთესოდ გაგათბობთ და რაც მთავარია, მოდურობის შეგრძნებასაც არ დაკარგავთ.

ქვემოთ ნაჩვენები ქურთუკები შეგიძლიათ როგორც ყოველდღიურად, ისე გამოსასვლელადაც გამოიყენოთ. მთავარია, ფერი და სიგრძე სწორად შეარჩიოთ.

იდეალურია თუ მოახერხებთ და ტედის რამდენიმე ქურთუკს შეიძენთ, განსხვავებული ფერებით, სილუეტებითა და სიგრძით. ამ შემთხვევაში, თქვენ ყველაზე ტრენდული ქალი იქნებით...