როგორ უნდა ჰქონდეს მარტოხელა ქალს სახლი მოწყობილი - საუკეთესო რჩევები
- 08.11.2018
დიახ, ჩვენ გვჯერა, რომ მსოფლიოს ქალები მართავენ და ხშირ შემთხვევაში ისინი მარტო ცხოვრებასაც არჩევენ, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მაინც.
ძლიერ ქალს არ სჭირდება ბევრი ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს მისი სახლი და რა ნივთები უნდა იყიდოს აუცილებლად, რადგან ასეთ დეტალებს ხშირად მათი დამხმარეები ან სპეციალურად დაქირავებული კადრები აგვარებენ.
მართალია, მარტოხელობა აუცილებლად ძლიერებას არ ნიშნავს, მაგრამ როდესაც ქალი გადაწყვეტს მარტო გადავიდეს საცხოვრებლად ან საერთოდ უარი თქვას ვინმესთან ერთად ცხოვრებაზე ჩვენი რჩევები გამოგადგებათ.
1. სამზარეულო მოაწყეთ ძალიან მარტივად
შეიძინეთ მხოლოდ იმდენი ჭურჭელი, რომ თქვენ და ძალიან ახლო მეგობრებს გეყოთ, თუ თქვენთან სტუმრობას გადაწყვეტენ.
2. სარკე გქონდეთ მხოლოდ საძინებელში და აუცილებლად თავიდან ბოლომდე უნდა ჩანდეთ.
რაც შეეხება ხარისხსს, მთავარია სარკე იყოს ორიგინალური და უხდებოდეს ინტერიერს.
3. სამზარეულოს ფერები
არჩევანი შეგიძლიათ თამამად გააკეთოთ თეთრსა და მუქ ვარდისფერზე, ამ შემთხვევაში სულ არ გაქვთ სანერვიულო, რომ მალე დაზიანდება ან გაიჭუჭყება.
4. ყოველთვის მზად იყავით სტუმრების დასახვედრად
როდესაც მარტო ცხოვრობ, სტუმრებიც არ გაკლია, ამიტომ შეეცადე სასმელებითაც გაანებივრო შენი სტუმრები და მხოლოდ ყავის იმედად არ იყოთ.
5. შეიტანე სიმშვიდე შენს ცხოვრებაში
ცოცხალი მცენარეები ან ახლად მოკრეფილი ყვავილები ნებისმიერ სახლში სიხარულს შეიტანს. თუმცა, კარგად დაფიქრდი, მზად ხარ საკუთარ თავზე აიღოთ მისი მოვლა. გახსოვდეთ, რომ არც ისე სასიამოვნოა დამჭკნარი ყვავილების ყურება.
6. უარი არ თქვათ სექსუალურ დეკორზე
მერე, რა, რომ მარტო ცხოვრობთ? - სექსუალური დეტალი თქვენს ცხოვრებაში ინტიმურ მრავალფეროვნებას შემოიტანს. ცხადია, საძნებელში...
7. ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები
ყველანაირად ეცადეთ, რომ რაც თქვენს ჩაცმასა და მორთულობას ეხება ერთ სივრცეში მოაქციოთ.
8. ადგილი რიტუალისთვის
თუ თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს სარკე, მაშინ ეცადეთ, რომ ყველაზე მყუდრო და ლამაზ ადგილად აქციოთ. თუ დივანზე კოტრიალი და ტელევიზორის ყურება გიყვართ, მაშინ ორივე ნივთი ძალიან მაღალი ხარისხის უნდა შეიძინოთ.
9. ყველაზე მეტი დახარჯეთ აბაზანაზე
არავითარი დუშ-კაბინა, მარტოხელა ქალს უნდა ჰქონდეს სახლში აბაზანა და დიახ, ყველაზე ძვირი დახარჯეთ მის მოწყობაზე.
10. იფიქრეთ სტუმრებზე
აბაზანაში მოაწყეთ კუთხე, სადაც იქონიებთ სუფთა პირსახოცებსა და ერთდჯერადად გამოსაყენებელ ჰიგიენურ ნივთებს.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია