LIFE

დიდი საჯდომი – ჯანმრთელი და ჭკვიანი ქალი

დიდი საჯდომი – ჯანმრთელი და ჭკვიანი ქალი

კაცების უმრავლესობას ქალებში დიდი და მრგვალი ფორმები მოსწონს. ბუნებრივია, ფორმები ქალის სექსუალურობას ხაზს უსვამს, თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ სულ ახლახან ცნობილი გახდა ქალის ფორმების სხვა უპირატესობების შესახებაც. მაგალითად, როგორც აღმოჩნდა, დიდი და მრგვალი საჯდომის ფორმა, სექსუალურ ჩარჩოებს სცილდება და სხვა, საკმაოდ მნიშვნელოვან ფაქტებზე მიუთითებს.

დიდი საჯდომი – ჯანმრთელი და ჭკვიანი ქალი

ინგლისში, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ქალების დიდი საჯდომი მათი ინტელექტუალური და ქრონიკული დაავადებების დაძლევის შესაძლებლობებზე მიუთითებს.

საშუალოზე ოდნავ დიდი საჯდომების მქონე ქალები ქოლესტერინის დაბალი შემცველობითა და შაქრის გადამუშავების უკეთესი უნარით გამოირჩევიან. ასევე, უკეთ წარმოქმნიან ჰორმონებს. ეს ნიშნავს, რომ ქალები, რომლებსაც საშუალოზე დიდი საჯდომები აქვთ, გაცილებით იშვიათად იტანჯებიან ისეთი დაავადებებით, როგორიცაა დიაბეტი და გულთან დაკავშირებული პრობლემები.

დიდი საჯდომი – ჯანმრთელი და ჭკვიანი ქალი

მეცნიერების თქმით, ცხიმების გადანაწილება ორგანიზმში საკმაოდ დიდ და მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ასევე, ისინი მიიჩნევენ, რომ მათი გადანაწილება სხეულის ქვედა ნაწილებში, წელის მხარეს და უფრო დაბლაც, მნიშვნელოვნად ამცირებს გულის დაავადებების, დიაბეტისა და იმ დაავადებების გაჩენის რისკს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ჭარბ წონასთან.

„ეს არის ერთგვარი დამცავი ფუნქცია, რომელსაც ადამიანის სხეულის ქვედა კიდურები ითავსებს (თეძოები და ზურგის მხარე), ეს ფაქტი ბევრი სხვადასხვა კვლევით დასტურდება, რომელიც ჩატარებულია სხვადასხვა ასაკის, წონისა და დაავადებების მქონე ადამიანების მონაწილეობით“, – აცხადებენ ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები.

„მუცლის არესა და მის დაბლა არსებულ ცხიმებს, ნივთიერებათა ცვლის თვალსაზრისით, საკმაოდ მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ადამიანების გონების ფუნქციონირებასა და მთლიანად სხეულზე“, – აღნიშნავს ჩიკაგოს კლინიკის პროფესორი რობერტ კუშნერი. მისი თქმით, ადამიანის სხეულის ქვედა ნაწილში არსებული ცხიმები გაცილებით ნაკლებ ციტოკინებსა და ცილებს წარმოქმნის, რაც, თავისთავად, ეწინააღმდეგება დიაბეტის გაჩენას.

დიდი საჯდომი – ჯანმრთელი და ჭკვიანი ქალი

ასევე, როგორც ირკვევა, სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ ორგანიზმის ამტანობას დიდი რაოდენობით ომეგა 3 ცხიმების არსებობა განაპირობებს. ომეგა 3 ცხიმები ყველაზე დიდი რაოდენობით კი ადამიანის მუცლისქვედა კიდურებში გროვდება. ტვინის ფუნქციონირების, მეხსიერებისა და კოგნიტური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზეზიც სწორედ ეს არის.

ჩატარებული კვლევა ადასტურებს იმასაც, რომ მდედრობითი სქესის ბავშვები, რომლებიც განიერი მენჯის ძვლებით იბადებიან, დიდი ინტელექტუალური შესაძლებლობებით გამოირჩევიან, იმ ბავშვებთან შედარებით, რომლებიც ვიწრო მენჯის ძვლით იბადებიან.



წყარო:&nbsp;<a href="http://earthables.com/big&ndash;butts&ndash;better/" target="_blank">earthables.com</a>