LIFE

ფიქრობენ და გრძნობენ თუ არა ცაციები განსხვავებულად?

ფიქრობენ და გრძნობენ თუ არა ცაციები განსხვავებულად?

ისტორიულად, ცაციების მიმართ საკმაოდ ცუდად იყვნენ განწყობილნი. მათ უნარს, ისევე შეძლებოდათ მარცხენა ხელის გამოყენება, როგორც უმრავლესობა იყენებს მარჯვენას, ანომალიად და სისუსტედ მიიჩნევდნენ. ცაცია ბავშვებს აიძულებდნენ, მარჯვენა ხელით ეწერათ, რადგან ეს „ნაკლი“ სერიოზულ მინუსად მიიჩნეოდა.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ არაფერი განსაკუთრებული და მით უმეტეს, ანომალიური არ არის იმაში, რომ იყო ცაცია/მემარცხენე. როგორც ტოლედოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგი სტეფან ქრისტმანი ამბობს, მეცნიერებაში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ ცაციებს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური დარღვევები აქვთ. ერთი მხრივ, ათასობით წლის განმავლობაში მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 10%-დან 15%-მდე ცაცია იყო. ფსიქოლოგების უმრავლესობას სჯეროდა, რომ ცაციების ასეთი სტაბილური რაოდენობა ევოლუციური ცვლილება იყო, რაც სისუსტედ ითვლებოდა. თუმცა, უახლესი შეხედულებებით, მსგავსი არაფერი მტკიცდება.

ფიქრობენ და გრძნობენ თუ არა ცაციები განსხვავებულად?

აღსანიშნავია ისიც, რომ მათ უმრავლესობისგან, ანუ მემარჯვენე ადამიანებისგან, განსხვავებული ფსიქოლოგიური და ნერვული სისტემა აქვთ. მკვლევარებს ამ საკითხის კვლევა ჯერაც არ დაუსრულებიათ, თუმცა მათი კოგნიტური და ფსიქოლოგიური პორტრეტის განსხვავებულობის შესახებ რამდენიმე დეტალია ცნობილი:

1. ისინი გაცილებით სწრაფად აზროვნებენ

ფიქრობენ და გრძნობენ თუ არა ცაციები განსხვავებულად?

შესაძლოა, ცაციები თავიანთი ტვინის ორივე ნახევარსფეროს ისევე მარტივად და ეფექტურად იყენებენ, როგორც ერთს.

2006 წლის, ავსტრალიური კვლევის მიხედვით, დადგინდა, რომ მემარცხენე ადამიანები სწრაფად ამყარებენ კონტაქტს ტვინის მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროებს შორის, რაც მიღებული ინფორმაციის გაცილებით სწრაფად დამუშავებას განაპირობებს.

კვლევის ავტორებმა კვლევაში ჩართული ადამიანების ტვინის ჰემისფეროებს შორის ინფორმაციის გადაცემის დრო შეაფასეს. კვლევისას, მკვლევართა ერთადერთი მოთხოვნა იყო, ფიქრისა და ინფორმაციის მიღების პროცესში ორივე ჰემისფერო ერთდროულად გამოეყენებინათ მონაწილეებს.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ცაციები გაცილებით სწრაფები იყვნენ ინფორმაციის გადაცემისა და დამუშავების პროცესში, ვიდრე მემარჯვენეები. მკვლევარების აზრით, ეს კოგნიტური უპირატესობები მემარცხენე ადამიანებს უამრავ რამეში ადგებათ, მათ შორის, ვიდეოთამაშებსა და სპორტულ აქტივობებშიც.

2. ცაციების აზროვნების ფორმები განსხვავებულია

ფიქრობენ და გრძნობენ თუ არა ცაციები განსხვავებულად?

ხელს, რომელსაც იყენებ, შესაძლოა, გამაოგნებელი გავლენა ჰქონდეს იმაზე, როგორი აბსტრაქტულ იდეები, ღირებულებები, ინტელექტუალიზმი და პატიოსნების განცდა გაქვს.

სტენფორდის უნივერსიტეტის 2009 წლის კვლევამ აღმოაჩინა, რომ როგორც მემარცხენე, ასევე მემარჯვენე ადამიანებს აქვთ თავიანთი დომინანტური მხარეები, რაც ერთი შეხედვით არ იკვეთება. კვლევაში მონაწილეებს ანახვეს ორი განსხვავებული ილუსტრაცია, რომლისგანაც უნდა აერჩიათ უფრო ბედნიერი, პატიოსანი, ინტელექტუალური და მიმზიდველი. შედეგად, მემარცხენეების უმრავლესობამ აირჩია მარცხენა ილუსტრაცია, ხოლო მემარჯვენეების უმრავლესობამ – მარჯვენა.

„ცაციებისთვის, ირიბად, მაგრამ მაინც, ყველაფერი სწორია მარცხნივ, ხოლო მიუღებელი – მარჯვნივ. მათ ენა და კულტურაც კი პირდაპირ ესაუბრება ურთიერთსაპირისპიროობასა და ურთიერთსაწინააღმდეგოობაზე“, – ამბობს კვლევის მთავარი ავტორი, ფსიქოლოგი დანიელ კასასანტო.

3. ცაციები სხვადასხვა სახეობის სპორტში წარმატებულები არიან

ფიქრობენ და გრძნობენ თუ არა ცაციები განსხვავებულად?

მსოფლიო მოსახლეობის ცაციების 15%-დან, კალათბურთელების 25%-ც მემარცხენეა. რატომ? ამას შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს იმასთანაც, რომ ისინი ინფორმაციას იღებენ და აანალიზებენ გაცილებით სწრაფად (რაზეც საუბარი იყო, 2006 წლის ავსტრალიურ კვლევაში). არსებობს სხვა მიზეზიც. კვლევები ადასტურებს, რომ ცაციები სხვადასხვა სპორტში გაცილებით წარმატებულები არიან. მაგალითად: კინგ-ბოქსინგში, ფარიკაობაში, ჩოგბურთსა და ბეისბოლში. ეს უპირატესობა არ ვრცელდება სპორტის ისეთ სახეობებზე, როგორიც არის ტანვარჯიში და ყვინთვა. აღნიშნულის მიზეზი შესაძლოა, ის იყოს, რომ მემარცხენეებს განსხვავებული ორიენტაციები და მოძრაობები ახასიათებთ.

4. მათი გონება ემოციებს განსხვავებულად ალაგებს

ფიქრობენ და გრძნობენ თუ არა ცაციები განსხვავებულად?

იმის მიხედვით, რომელ ხელს იყენებენ ადამიანები გაცილებით ხშირად და მარჯვედ, იმის დადგენაც შეიძლება, როგორ ალაგებს მათი გონება ემოციებს. 2012 წლის ერთ-ერთმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ ცაციებისთვის მოტივაცია დაკავშირებულია რაიმე დიდ აქტივობასთან, რომელსაც განაგებს და მართავს ტვინის მარჯვენა ჰემისფერო, ხოლო საპირისპირო ვრცელდება მემარჯვენეებზე.

ამას, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს ისეთ ემოციურ საკითხებზე, როგორიცაა შფოთვისა და განწყობების დარღვევები. მსგავსი პრობლემები ხშირად იკურნება ტვინის სტიმულაციის მეთოდით, რაც მარცხენა ჰემისფეროში ნერვული აქტივობების გაზრდას გულისხმობს.

„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ის, რაც იკურნება და შედეგს იძლევა მემარჯვენეების შემთხვევაში, შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს ცაციებისთვის“, – ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ფსიქოლოგი ჯოფრი ბრუქშაირი.

5. ცაციები გაცილებით შემოქმედებითი ნატურები არიან

ფიქრობენ და გრძნობენ თუ არა ცაციები განსხვავებულად?

ექსპერტებისა და მკვლევრების უმრავლესობა ირწმუნება, რომ არსებობს მჭიდრო კავშირი შემოქმედობითობასა და მემარცხენეობას შორის. რამდენად სწორია ეს შეხედულებები? როგორც აღმოჩნდა, სავსებით შესაძლებელია მსგავსი დასკვნის გაკეთება. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ცაციებს განსხვავებული აზროვნების უნარი (რამდენიმე გამოსავლის ძიების უნარი ერთი პრობლემის ირგვლივ) და შემოქმედებითობის კოგნიტური განმასხვავებელი ნიშანი აქვთ.

ლონდონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგის, ქრის მაკმანუსის წიგნი „მემარცხენეობა“, გვთავაზობს კიდევ ერთ მოსაზრებას: ცაციებს გაცილებით განვითარებული აქვთ ტვინის მარჯვენა ჰემისფერო, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის შემოქმედებით ფიქრებზე.

აღსანიშნავია ის, რომ კვლევები აჩვენებს ურთიერთქმედებებს და არა მიზეზშედეგობრივ კავშირებს. ამიტომაც ბევრი მიიჩნევს, რომ მსგავს საკითხებზე კვლევები არ არის რეპრეზენტატული.

ასევე, არსებობს ერთი დამატებითი მოსაზრება შემოქმედობითობასა და მემარცხენეობას შორის კავშირის შესახებ – როცა ცაციები უმრავლესობაში იზრდებიან და თავიანთ თავს ბავშვობიდანვე განსხვავებულ ამპლუაში ხედავენ, უვითარდებათ მიდრეკილება, იფიქრონ „ჩარჩოებს გარეთ“, ან უჩნდებათ ტენდენცია იმისა, რომ იყვნენ თავიანთ თავზე ორიენტირებულები და არა კონკრეტულ სოციალურ ჯგუფზე ან ჯგუფებზე.



წყარო:&nbsp;<a href="http://www.huffingtonpost.com/entry/left-handed-personality-psychology_us_58331757e4b058ce7aac163a" target="_blank">www.huffingtonpost.com</a>