წარმატების საიდუმლო: დიდი მიზნები, პატარა ნაბიჯები და მუდმივი მოძრაობა
- 22.12.2016
რატომღაც ადამიანები წარმატებას აღიქვამენ, როგორც ერთ დიდ მოვლენას და ვერ წარმოუდგენიათ, რომ ის პატარ-პატარა წარმატებების დაგროვებით მიიღწევა. მათ, ვინც ექსპერტებისგან 1 რჩევას ითხოვენ, როგორ დაიწყონ ბიზნესი ან როგორ გამოასწორონ თავიანთი საქმიანობა უკეთესი შედეგებისთვის, ალბათ, ხშირად სმენიათ, რომ საჭიროა თვითრწმენის ამაღლება, წარუმატებლობის მიუღებლობა, სიჯიუტე და ა.შ. თუმცა, ყველაზე კარგი მოტივატორია, ადამიანებს უთხრა, არ გაჩერდნენ.
„არ გაჩერდე“ გულისხმობს, თავი დაანებო რჩევების მოსმენას და საქმეს მიხედო.
წარმატების მისაღწევად მთავარი დიდი მიზნებისა და ამოცანების დასახვაა.
დიდი მიზნები კი მოქმედებისკენ მოგვიწოდებს. ყველა ადამიანის სურვილია, აღიარებას მიაღწიოს. სახალხო აღიარება კი პატარა მიღწევებს არ მოაქვს. მეორე მხრივ, დიდი მიზნების დასახვა ადამიანებს აშინებთ, რადგან, უბრალოდ, არ იციან, საიდან უნდა დაიწყონ.
საქმე ისაა, რომ დიდი მიზნები ერთ დღეში არასოდეს მიიღწევა. გაიხსენე ჯონ კენედის სიტყვა 1961-ში მთვარეზე გაფრენასთან დაკავშირებით: მან აღნიშნა, რომ მისიისთვის მზადებას მთელი დეკადა დაეთმო და არა, მაგალითად, ბოლო 1 კვირა.
მცირე ამოცანების დასახვით პატარ-პატარა წარმატებების მიღწევა მოტივაციას აგიმაღლებს და მოძრაობისკენ გიბიძგებს. თუ თავიდანვე დიდ მიზანზე იქნები ორიენტირებული, წარუმატებლობა შეიძლება ფრუსტრაციის მიზეზი გახდეს. წარმოიდგინე, რომ მარათონისთვის ემზადები: პირველივე დღეს 10 კილომეტრის გარბენას ვერ შეძლებ, თუ პატარ-პატარა დისტანციებზე არ ივარჯიშე. ყოველდღიური პრაქტიკის შემდეგ კი პროგრესს დაინახავ და მიხვდები, რომ დრო ფუჭად არ დაგიკარგავს.
მოკლედ, თუ მიზნად წარმატების მიღწევა დაისახე, აუცილებლად უნდა გახსოვდეს, რომ ეს მოგზაურობა საკმაოდ ხანგრძლივია და თან უამრავი იმედგაცრუება ახლავს. საჭიროა, თანმიმდევრული და შეუპოვარი გახდე და მიგაჩნდეს, რომ შენი მიზანი ყოველდღიური პროგრესია, იმის მიუხედავად, თუ მხოლოდ მცირე წინსვლას ახერხებ.
მოკლედ, საუკეთესო ექსპერტები გვირჩევენ, წარმატების მისაღწევად მარათონის პრინციპით ვიმოქმედოთ. ამიტომაც სხვა ყველა რჩევა დაივიწყე და გახსოვდეს: დაისახე დიდი მიზნები, დაიწყე პატარა ნაბიჯებით და არ გაჩერდე!
თემები: წარმატება, ნაბიჯის გადადგმა, მოტივაცია, წარმატების მიღწევა
წყარო: <a href="https://flipboard.com/@flipboard/flip.it%2FAlnFom-secret-to-success-aim-high-start-small-/f-2d209c6628%2Finc.com" target="_blank">flipboard.com</a>