ალბათ,არის თუნდაც ერთი სადღესასწაულო კაბა, რომელიც რომელიმე ფილმიდან დაგამახსოვრდათ. ვნახოთ, 20 ყველაზე შთამბეჭდავი კაბა ფილმებიდან Vogue-ს ვერსიით.
1. ჯული კრისტი, Shampoo (1975) - კაბის ავტორი დიზაინერი ჯონ ბეითსია. კაბა ბევრი ვარსკვლავის შთაგონების წყარო გახდა და მას არაერთი მიმბაძველი გამოუჩნდა. კეიტ მოსს სწორედ ასეთი კაბა ეცვა Vogue-ს ქავერის ფოტოსესიისთვის.
2. ოდრი ჰეპბერნი, „ორნი გზაზე“/Two for the Road (1967) - ოდრი ჰეპბერნი მოდის სფეროზე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი იყო და მისი ეკრანული კაბები ყოველთვის ხდებოდა ინსპირაციის წყარო. ეს კონკრეტული, მოცეკვავის სტილის სადღესასწაულო კაბა,PacoRabanne-ს სახლს ეკუთვნის.
3. დაიანა როსი, Mahogany (1975) – Vogue წერს, რომ ეს სია სრულყოფილი ვერ იქნება დაიანა როსის გარეშე. კიმონოს სტილის, ფართო სახელოებით გაფორმებული სადღესასწაულო კაბა ნებისმიერ დროში მოდურია.
4. მია ფეროუ, „დიდებული გეტსბი“/Great Gatsby (1974) – „დიდებული გეტსბის“ 1974 წლის ეკრანიზაციაში დეიზის როლის შემსრულებელსაბრეშუმის ნაზი და ჰაეროვანი კაბა აცვია, რომელიც იდეალურად ერწყმის გმირის თავსაბურავს.
5. მერილინ მონრო, „ჯენტლმენებს ქერები ურჩევნიათ“/Gentlemen Prefer Blondes (1953) - კაბა დიზაინერ უილიამ ტრავილას ეკუთვნის. მას იდეალურად ერწყმის ხელთათმანები და სამკაული. ასეთი კაბით ჩვენს დროშიც ნებისმიერი წვეულების დაუვიწყარი, ყველაზე შთამბეჭდავი სტუმარი იქნებით.
6. ჯულია რობერტსი, „მისტიკური პიცა“/Mystic Pizza (1988) - ჯულია რობერთსის თეთრი დეტალებით გაფორმებული შავი კაბა განსაკუთრებით ელეგანტურია.
7. გრეის კელი, „დაიჭირე ქურდი“/To Catch a Thief (1955) - ამ ულამაზესი კოსტიუმის ავტორი, დიზაინერი ედიტ ჰედია. თუ გინდათ, რომ თავი ნამდვილ პრინცესად იგრძნოთ, წვეულებაზე მსგავსი სტილის კაბით უნდა წახვიდეთ.
8. შერონ სტოუნი, „კაზინო“/Casino(1995) – Bob Mackie-ს მიერ შექმნილი ძალიან სექსუალური კაბა.
9. დემი მური, „უხამსი წინადადება“/Indecent Proposal (1993) - დემი მურისთვის ეს ელეგანტური, შავი კაბა დიზაინერმა ტიერი მიულერმა შექმნა.
10. Maggie Cheung, „სიყვარულის განწყობა“/In the Mood for Love (2000) - ეს არის ქალური კაბა, რომელიც წლების განმავლობაში ბევრი ქალის ინსპირაციის წყარო იყო და დღემდე აქტუალურია.
11. სოფი ლორენი, Arabesque (1966) - ეს ვარდისფერი კაბა დაუვიწყარია. მსგავსი კაბა სოფი ლორენის შემდეგ არაერთ ვარსკვლავს ეცვა წითელ ხალიჩაზე. Yves Saint Laurent-მა კაბა სპეციალურად სოფი ლორენისთვის შექმნა.
12. გოლდი ჰოუნი, Death Becomes Her (1992) - წითელი, შთამბეჭდავი და სექსუალური კაბა. მსგავსი კაბა გოლდი ჰოუნი შემდეგ არაერთ ვარსკვლავს ჩაუცვამს წითელ ხალიჩაზე.
13. მიშელ პფაიფერი, „ნაიარევი სახე“/Scarface (1983) - აბრეშუმის კაბა, რომელიც ვიზუალს განსაკურებულ ქალურობას და ელეგანტურობას ჰმატებს.
14. მარლენ დიტრიხი, A Foreign Affair (1948) - ეს კაბა გახდა ისეთი ვარსკვლავების ინსპირაციის წყარო, როგორებიც შერი, რიჰანა და ბიონსე არია.
15. ნასტასია კინსკი, Paris, Texas (1984) -ელეგანტური სადღესასწაულო კაბა.