კანი

1. არსებობს საინტერესო და „ახალგაზრდული“ მაკიაჟის შედარებით ახალი ტიპი სახელწოდებით gym-skin. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სახე გამოდის ისეთი ღაჟღაჟა ლოყებით, თითქოს ამ წუთას მორჩით სირბილს ან ცეკვას. ასეთი მაკიაჟის შექმნა ძალიან ადვილია და დაგჭირდებათ მხოლოდ ჰაილაითერი, მბზინავი შრატი, კრემის ტექსტურის პუდრი და ოდნავ გაჯერებული ფერუმარილი. წინასწარ კარგად უნდა დაიტენიანოთ კანი. ჰაილაითერი ძირითადად ისმევა შუბლზე, ცხვირზე, ნიკაპზე და წარბების ქვეშ. დანარჩენი მაკიაჟი - თქვენი გემოვნების მიხედვით.

2. თუ პირველი ვარიანტი ზედმეტად რთული გეჩვენებათ, შეიძლება უფრო მარტივად მოიქცეთ. როგორც ალბათ იცით, ახალგაზრდა კანის მთავარი საიდუმლოა - საგულდაგულო დატენიანება. იმისათვის რომ სახის კანი იყოს ცოცხალი და გლუვი, უპირატესობა მიანიჭეთ დამატენიანებელ ტონალურ საშუალებებს. გარდა ამისა, არ დაიზაროთ გამოიყენოთ შინაურული ან პროფესიონალური ნიღბები.

წარბები

3. ასაკთან ერთად წარბები წვრილდება. ამის გამოსწორება ადვილია - მთავარია არ გადააჭარბოთ გაკეთების დროს და შეინარჩუნოთ მეტ-ნაკლებად განიერი ფორმა. ასევე მნიშვნელოვანია აირჩიოთ შესაღებად სწორი ფერი. შავი ან შავ-ლურჯი ფერი წვრილ წარბებზე, როგორც წესი, ასაკს მატებს. უკეთესია უპირატესობა მიანიჭოთ უფრო ღია და ბუნებრივ ფერებს.

თვალები

4. თვალის მაკიაჟის დროს ძირითადი აკრძალვა ეხება სწორედ ქვედა ქუთუთოს შეღებვას. ეს აპატარავებს თვალებს, ხდის მათ დაღლილს და უსიცოცხლოს. რათა არ დაიმატოთ ზედმეტი წლები, უნდა ეცადოთ გახადოთ მზერა უფრო გახსნილი. მაგრამ თუ არაკომფორტულად გრძნობთ თავს შეუღებავი ქვედა ქუთუთოთი, უკეთესია გამოიყენოთ ჩრდილები და კარგად დაიტუშოთ - ეს უხეში სწორი ხაზის საუკეთესო ალტერნატივაა.

5. დაღლილი და მოუვლელი სახის იგივე ეფექტს ანიჭებენ არასაკმარისად გატუშული ჩრდილები. სქლად და უხეშად წასმული, ისინი გამოიყურება იაფფასიანად და მატებენ ზედმეტ წლებს.

წამწამები

6. ახალგაზრდული და გახსნილი მზერისთვის უკეთესია გამოიყენოთ თანამედროვე ასაპრეხი საშუალებები და წამწამების ლამინირება. ან, თუ ეს თქვენთვის არ არის, სწორად გამოიყენოთ ტუში: წასმის წინ არ დაგავიწყდეთ აიპრიხოთ წამწამები, დაიტანოთ ერთი ან მაქსიმუმ ორი ფენა და დააცალკევოთ წამწამები სპეციალური ჯაგრისით, რათა არ მიეწებონ ერთმანეთს.

ტუჩები

7. თუ გსურთ ვიზუალურად გაიდიდოთ ტუჩები, ცენტრისკენ გამოიყენეთ ღია ფერები. იმ შემთხვევაში, თუ გინდათ გახადოთ კონტური უფრო მკვეთრი, და ამასთანავე მოერიდოთ „დახატული“ ტუჩების ეფექტს, შეხედეთ მარჯვენა ფოტოს: არ გამოკვეთოთ კონტური მთლიანად, გაატარეთ მცირე ხაზები კუთხეებთან ახლოს, შუაში ზემოთ და ქვემოთ, და შემდეგ გატუშეთ.

8. შეიძლება შეგექმნათ შთაბჭდილება, რომ პერლამუტრის პომადები აცოცხლებენ სახეს. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ნამდვილად აცოცხლებს სახესა და იერს პრიალა ბლესკები და პომადები, ძირითადად ღია ან კანის ფერი, რომლებიც სწორად არის შერჩეული თქვენი კანის ფერის ტიპის მიხედვით.