LIFE

სად ცხოვრობს სინამდვილეში სანტა კლაუსი? - წაუკითხეთ შვილებს და ერთად იმოგზაურეთ ჯადოსნურ ქალაქში

სად ცხოვრობს სინამდვილეში სანტა კლაუსი? - წაუკითხეთ შვილებს და ერთად იმოგზაურეთ ჯადოსნურ ქალაქში

ფიქრობთ, რომ იცნობთ სანტა კლაუსს და მის შესახებ ყველაფერი იცით? ნუ იქნებით დარწმუნებულები. მაგალითად, იცით, რომ სანტა ძალიან ბევრი წლის წინ ნორვეგიაში, ჩრდილოეთ დრობაკის კლდეებში დაიბადა?

სად ცხოვრობს სინამდვილეში სანტა კლაუსი? - წაუკითხეთ შვილებს და ერთად იმოგზაურეთ ჯადოსნურ ქალაქში

დრობაკი ოსლოს დასავლეთით მდებარე პატარა, ულამაზესი ქალაქია და თუ იქ აღმოჩნდებით, ქალაქის მაცხოვრებლები სანტას შესახებ სიამოვნებით მოგიყვებიან.

სად ცხოვრობს სინამდვილეში სანტა კლაუსი? - წაუკითხეთ შვილებს და ერთად იმოგზაურეთ ჯადოსნურ ქალაქში

ამ ქალაქში არ აქვს მნიშვნელობა წელიწადის რომელი დროა, მუდამ ახალი წელია და ირგვლივ ყველაფერი სანტა კლაუსის საჩუქრებითაა სავსე.

BO-2 Multipic:

არავინ იცის ეს ტრადიცია საიდან იღებს სათავეს, მაგრამ დრობაკში წელიწადის 365 დღის განმავლობაში ახალი წელია. აქ მთელი წლის განმავლობაში სადღესასწაულოდაა ქუჩები მორთული და მხიარული მუსიკის ხმა ისმის. ამიტომ, დრობაკს სანტას მშობლიურ ქალაქთან ერთად, ახალი წლის ქალაქსაც უწოდებენ.

სად ცხოვრობს სინამდვილეში სანტა კლაუსი? - წაუკითხეთ შვილებს და ერთად იმოგზაურეთ ჯადოსნურ ქალაქში

ქალაქში არის საშობაო სახლი, რომელიც პატარების ოცნებებს რეალობად აქცევს. ხოლო ნოსტალგიურ უფროსებს ბავშვობაში დაბრუნების საშუალებას აძლევს. საშობაო სახლი მთელი წლის განმავლობაში იღებს წერილებს და საჩუქრებს აგზავნის. აქ შეგიძლიათ წელიწადის ნებისმიერ დროს თავადაც შეიძინოთ სადღესასწაულო ნივთები.

სად ცხოვრობს სინამდვილეში სანტა კლაუსი? - წაუკითხეთ შვილებს და ერთად იმოგზაურეთ ჯადოსნურ ქალაქში

სანტა კლაუსი მუდამ საქმეშია ჩაფლული, ის და მისი ბიძაშვილი კითხულობენ წერილებს და ამზადებენ საჩუქრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ბავშვებისთვის. თუ დრობაკს ესტუმრებით, დიდი ალბათობით გაგიმართლებთ, სანტას სადმე ქუჩაში გადააწყდებით და მასთან ერთად სელფსაც გადაიღებთ.

სად ცხოვრობს სინამდვილეში სანტა კლაუსი? - წაუკითხეთ შვილებს და ერთად იმოგზაურეთ ჯადოსნურ ქალაქში

ამბობენ, რომ ეს ჯადოსნური ქალაქია, სადაც სურვილები და ოცნებები ხდება. თანაც როგორც უკვე ვთქვით, აქ მთელი წლის განმავლობაში ახალი წელია, რაც დრობაკს კიდევ უფრო მეტ განსაკუთრებულობას სძენს.

სად ცხოვრობს სინამდვილეში სანტა კლაუსი? - წაუკითხეთ შვილებს და ერთად იმოგზაურეთ ჯადოსნურ ქალაქში



<a href="https://theculturetrip.com">https://theculturetrip.com</a>