პრინცესა დაიანა იყო ქალი, რომელიც მთელ მსოფლიოში ადამიანების დიდი სიყვარულით სარგებლობდა. ის უყვართ დღესაც, როცა ცოცხალი აღარაა. საზოგადოება ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენდა პრინცესას ჩაცმის სტილის მიმართ და მისი ყოველი გამოჩენა განხილვის საგანი ხდებოდა. დღეს დაიანას უამრავი ფოტოა საჯარო და მის შესახებ ძალიან ბევრი ინფორმაცია მოიპოვება ინტერნეტ სივრცეში, თუმცა არსებობს ისეთი ფოტოებიც, რომლებიც აქამდე არ გინახავთ.
ახლა სწორედ ლედი დის აქამდე უცნობ ფოტოებს დაგათვალიერებინებთ:
1. 1962 წელი - დაიანას თეთრი კაბა აცვია. აქ ის ერთი წლისაა. ფოტო მის პირველ დაბადების დღეზეა გადაღებული.
2. 1963 წელი - პატარა დაიანა საბავშვო ეტლში პოზირებს.
3. 60-იანი წლები - მოზარდი დაიანა წითელ კაბასა და ლურჯ მოსაცმელში.
4. 1967 წელი - აქ დაიანა 6 წლისაა და თავის უმცროს ძმას, ჩარლზს საქანელაზე ართობს.
5. 1968 წელი - მომავალი პრინცესა თავის ძმასთან ერთად, ბავშვობის სახლში პოზირებს.
6. 1970 წელი - დასავლეთ სასექსში, კროკეტის თამაშის დროს.
7. 1971 წელი - 10 წლის დაიანა დასავლეთ სასექსში, ზაფხულის არდადეგების დროს.
8. 1974 წელი - დაიანა პონისთან ერთად პოზირებს. ფოტო შოტლანდიაში, საზაფხულო მოგზაურობის დროსაა გადაღებული.
9. 1980 წელი - 19 წლის დაიანა ლონდონში, ფოტო იმ პერიოდშია გადაღებული, როცა მომავალი პრინცესა ძიძად, მედდის ასისტენტად მუშაობდა.
10. 1980 წელი - კიდევ ერთი ფოტო მედდის ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის პერიოდიდან. ამ პოზიციაზე დაიანა ინგლისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში მუშაობდა.
11. 1981 წელი - დაიანა და პრინცი ჩარლზი ერთად პირველად გამოჩდნენ საჯაროდ.
12. 1981 წელი - პრინცესა Caroline Chrales-ის სამოსით.
13. 1982 წელი - დაიანა ესწრება ლონდონის თეატრში სპექტაკლს, „Little Foxes”.
14. 1983 წელი - ახალი ზელანდია, ოკლენდი.
15. 1983 წელი - პრინცესა დაიანა სარა ფერგიუსონთან ერთად უინძორების პოლოს კლუბში.
16. 1984 წელი - პრინცესამ წითელ პალტოს, ამავე ფერის ბერეტი შეუსაბამა. შავი აქსესუარებით მან დასამახსოვრებელი სტილი შექმნა.
17. 1985 წელი - დაიანა ჯარისკაცებთან საუბრის დროს.
18. 1985 წელი - პრინცესა ავსტრალიაში, მელბურნში ბოტანიკურ ბაღში.
19. 1985 წელი - პოპ ჯგუფ „The 3-Degrees”-ს ესალმება.
20. 1985 წელი - ნოტინგჰემში ვიზიტისას მას პატარა ბიჭი ლოყაზე კოცნის.
21. 1985 წელი - პრინცესა ყვავილებით ხელში.
22. 1985 წელი - დაიანა იღებს პატარა გოგონასგან ყვავილებს. ფოტო პრინცესას ერთ-ერთ სკოლაში ვიზიტის დასრულების შემდეგაა გადაღებული.
23. 1985 წელი - დაიანა ვერტმფრენით შოტლანდიაში მიემგზავრება.
24. 1985 წელი - პრინცესა დაიანა და პრინცი ჩარლზი ვატიკანში, რომის პაპთან შეხვედრისას.
25. 1986 წელი - დაიანა პრინც უილიამს პონით სეირნობას ასწავლის.
26. 1986 წელი - პრინცესა აგროკულტურის გაცნობის პროცესში.
27. 1986 წელი - დაიანა გემით სეირნობისას.
28. 1986 წელი - კიდევ ერთი ფოტო შოტლანდიიდან.
29. 1987 წელი - უილიამსთან ერთად პოლოს მატჩის დროს.
30. 1987 წელი - პრინცესა ესპანეთის მეფეს ხუან კარლოსს ესალმება.
თემები: ქალები, პრინცესები, პრინცესა დაიანა, ბრიტანეთის სამეფო ოჯახი
<a href="https://www.harpersbazaar.com">https://www.harpersbazaar.com</a>