მილანში დაფუძნებული ნიშური სუნამოების ბრენდი საქართველოშია
18 იანვარს, ნიშური სუნამოების მაღაზიათა ქსელმა — „არომა ბუტიკმა“ განსაკუთრებული სტუმრები კიდევ ერთი ექსკლუზიური ბრენდის — MASQUE-ის გასაცნობად მიიწვია. MASQUE-ი ჯერ მხოლოდ 9 წლისაა, თუმცა მისი კონცეფცია უძველეს იტალიურ ტრადიციებს — ვენეციურ კარნავალს თუ ოპერას აერთიანებს. ბრენდი დღესდღეობით 10 განსხვავებულ არომატს გვთავაზობს.
სპეციალურად პრეზენტაციისთვის მოწვეულმა ბრენდ-ამბასადორებმა განაცხადეს: „გაიცანით თითოეული მათგანი და შეუერთდით იმ ერთეულთა ჯგუფებს, რომლებიც საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, იყვნენ განსხვავებული“.
ბრენდის შესახებ
სუნამოს სახლი ორმა რაფინირებულმა იტალიელმა მამაკაცმა — ალესანდრო ბრუნიმ და რიკარდო ტედესკიმ 2010 წელს შექმნეს. მათ MASQUE-ის კონფეფციას საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებები დაუდეს საფუძვლად: სათავგადასავლო ემოციების, წარმოსახვის, მოგზაურობის, ლიტერატურის და ოპერის კულისებიდან დანახული პიესების შთაგონება. სუნამოს შემქმნელებმა საკუთარი ოპერის ლიბრეტო დაწერეს — საკუთარი მოგონებებისგან შედგენილი სიუჟეტი, რომელიც 10 არომატშია გაშლილი.
MASQUE-ის პარფიუმერულ სახლში მოღვაწე 9 „ცხვირი“ მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებულ, შეზღუდული რაოდენობის სუნამოებს ქმნის. ალესანდრო ბრუნის და რიკარდო ტედესკის განმარტებით, MASQUE-ის მიზანი არასოდეს ყოფილა მასობრივი, უნივერსალური არომატების გამოშვება:
„როგორც ოპერის მსვლელობისას იცვლება დეკორაცია და პერსონაჟების ხასიათი, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ვიცვლით „ნიღბებს“ — ჩაცმულობას, ცხოვრების წესს, მეგობრებს, საუბრის მანერას… ჩვენი სუნამოები ინდივიდისთვის ისეთივე ორგანულია, როგორც საკუთარი კანი. თითოეული არომატი იმ ინტიმურ სურნელს აღწერს, რომელსაც ნიღბების ქვეშ ვმალავთ“.
„არომა ბუტიკის“ წარმომადგენლებმა პრეზენტაციის მსვლელობისას აღნიშნეს, რომ კომპანია მუდმივად ცდილობს, მომხმარებელს ექსკლუზიური, ლიმიტირებული წარმოების სუნამოები მისაღებ ფასად შესთავაზოს. წაიკითხეთ MASQUE-ის თითოეული არომატის ისტორია და უპირატესობა საკუთარ ემოციებთან ყველაზე ახლობელ სცენარს — ახლობელ არომატს მიანიჭეთ!
TERRALBA – აქტი პირველი, სცენა პირველი
„წარმოიდგინეთ, ვიწრო ბილიკს მიუყვებით, რომელსაც ლურჯ, გაშლილ ზღვამდე მიჰყავხართ. მოლიპულ გზაზე ფრთხილად მიდიხართ, ბუჩქებს ეჭიდებით, შორიდან ტალღების მშვიდი ხმა ჩაგესმით, რომელიც ნელ-ნელა ახლოვდება…“
პარფიუმერი: დელფინ ტიერი
მთავარი ნოტები: სალბი, ლიმონი, მწვანე მანდარინი
გულის ნოტები: მურტი, ქონდარი, კერის ფოთლები, ჯუჯა მარადმწვანე ყვავილი
საბაზისო ნოტები: კედარის ხე, ღვია, კვიპაროსი, დანამასტაკის ხე
MONTECRISTO – აქტი პირველი, სცენა მეორე
„ინტერიერის ყოველი ელემენტის ერთობლიობა ქმნის სითბოს და კომფორტს — ხის ძველი პარკეტი; მასიური ბუხარი, რომელიც ჯერ კიდევ ბჟუტავს; ოდნავ გახუნებული ტყავის კომფორტული დივანი; ყავის მაგიდაზე მიყრილი კარტის გროვა და გადახვეული სიგარა რომით სავსე ჭიქის გვერდით…“
პარფიუმერი: დელფინ ტიერი
მთავარი ნოტები: მიროქსილონი, რომი, მუშკის თესლი
გულის ნოტები: თამბაქოს ფოთლები, ბენზოინი, ნიახურის თესლი, საკმელა
საბაზისო ნოტები: აზიური „ოქროს“ ლილია, კედარის ხე, პაჩული, სტირაქსის კევი, პალო სანტოს ხის ექსტრაქტი
RUSSIAN TEA — აქტი პირველი, სცენა მესამე
„პეტერბურგში, თოვლით დაფარულ ნევის გამზირზე არტ ნუვოს სტილის მდიდრული შენობაა, სადაც დიდი წიგნების მაღაზი მდებარეობს, მისი პირველი სართული კი ელეგანტურ კაფეს უკავია. სპეციალურ ჩაიდნებში შავი ჩაი დუღდება, რომელსაც ციმბირიდან მომავალი შორეული ქარავნების კვამლის სუნი დაკრავს — ტვირთს ნესტისგან დასაცავად კოცონის გარშემო რომ აწყობენ… პიტნის ფოთლები ჰაერში სასიამოვნო სურნელს გამოსცემს, ერთი კოვზი ჟოლოს მურაბა კი ჩაის ოდნავ სიტკბოს ანიჭებს, ტყავის და არყის ხის მწარე სურნელის შეუცვლელად. წარმოიდგინეთ, როგორ წრუპავთ ჩაის და კაფეს ფანჯრიდან კათედრალს გასცქერით…“
პარფიუმერი: ჟულიენ რასკინე
მთავარი ნოტები: პიტნა, შავი პილპილი, ჟოლო
გულის ნოტები: შავი ჩაი, მაგნოლია, ჯუჯა მარადმწვანე ყვავილი
საბაზისო ნოტები: ტყავის აკორდი, საკმეველი, არყის ხე, ციტრუსის ექსტრაქტი
TIMES SQUARE — აქტი პირველი, სცენა მეოთხე
„ნიუ-იორკის ქუჩები ყარს: იაფიანი თამბაქოსა და მილებიდან გამოჟონილი გაზის სუნი, მუდმივად გადატვირთული ტრანსპორტის გამონაბოლქვი, ცხელი რეზინისა და ჩახუთული ორთქლის სუნი, უცნაურ ადამიანებთან ერთად… მაღალ ქუსლებზე ამხედრებული მოდური ქალბატონი კრენდელს უკვეთავს, ქუჩაც სხვადასხვა საჭმლის სუნითაა გაჯერებული — დარიჩინის, შემწვარი კარტოფილის, მდოგვის თუ კარამელის არომატით. მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონის წითელი ტუჩსაცხი მისსავე საღეჭი რეზინის ჟოლოსფერს ერწყმის, ტროტუარები კი ნაგავსა და შარდს წაულეკავს. თუმცა, თუ გოგონების კამპანიას გაარღვევ, მამაკაცების სტრიპტიზ-შოუს რომ ელიან, ტუბეროზას და მიხაკის სურნელს იგრძნობ. ქუჩებში სეირნობის ხასიათზეც დადგები და იგრძნობ, როგორ გიყვარს ეს ქალაქი“…
პარფიუმერი: ბრუნო ჟოვანოვიჩი
მთავარი ნოტები: ტყის თხილის აკორდი, ტუჩსაცხის აკორდი
გულის ნოტები: ტუბეროზა, „ეშმაკის ხე“ — ოსმანტუსი
საბაზისო ნოტები: სანდალის ხე, სტირაქსი, ხიაკის ხე
LUCI ED OMBRE – აქტი მეორე, სცენა პირველი
„წარმოიდგინე, რომ სადღაც ტრიალ მინდორსა და უღრან ტყეს შორის ხარ, სადაც მზის სხივები ვერ აღწევს. შემდეგ კი დამაბრმავებელი ნათებაა, გარშემო სიმშვიდეა. გრძნობ, როგორ დაგიარა ჟრუანტელმა ამ დამაინტრიგებელ, მისტიკურ გარემოში. ღამის სიბნელეს მზის სხივები ანათებს, თენდება. ერთი მხრივ პეიზაჟის სილამაზით ტკბები, მეორე მხრივ კი უცხო გარემოს შიში გიპყრობს. საბოლოოდ კი აცნობიერებ, რომ ამ სამყაროს ბნელი მხარე ისეთი მიმზიდველია, ყველა შენს შინაგან შიშს ამარცხებს…
ენერგიული, სუფთა, დამათრობელი სურნელისა და ბნელი, ცხოველური საკმეველის ნაზავი.“
პარფიუმერი: მეო ფუსიუნი
ნათელი ნოტები: საკმეველი
გარდამავალი ნოტები: ჯანჯაფილი, ტუბეროზა, ჟასმინი, ხავსი
ბნელი ნოტები: საკმეველი, კედარი, პაჩული
MANDALA — აქტი მეორე, სცენა მეორე
„სინათლე, სუფთა ჰაერი. გარშემო სრული სიჩუმეა. ძროხები ბალახზე წვანან და გიყურებენ, შენ კი ტიბეტური ლოცვების ბორბალს ატრიალებ. მონასტრიდან ბერების სიმღერა მოისმის, ორი ნოტის იდეალური, მშვიდი ჰარმონია… არომატი საკმევლის მსუბუქი შტრიხებით.“
პარფიუმერი: კრისტიან კარბონელი
მთავარი ნოტები: საკმეველი, ანჟელიკა, მუსკატი
გულის ნოტები: დარიჩინი, მიხაკი, ილი, კედარი, საკმეველი, ბალზამი
საბაზისო ნოტები: სანდალი, მუხის ხავსი, საკმეველი, ნატურალური ამბრის ნაზავი
(HOMAGE TO) HEMINGWAY — აქტი მეორე, სცენა მესამე
„მისი თვალები ზღვისფერი იყო, მხიარული და უძლეველი“, — ერნსტ ჰემინგუეი.„გამჭვირვალე, ნათელი ვეტივერი და კარიბული მუხტი…“
პარფიუმერი: ფანი ბალი
მთავარი ნოტები: ჯანჯაფილის ზეთი, რევანდი
გულის ნოტები: ვეტივერის გული
საბაზისო ნოტები: ვეტივერის ზეთი ჰაიტიდან, მოლეკულურად გამოხდილი ვეტივერის ზეთი, კედარის ხის ზეთი, პაჩულის მოლეკულურად გამოხდილი ზეთი, ტყავი
L’ATTESA — აქტი მესამე, სცენა პირველი
„შეხვედრისთვის ყველაფერი დაგეგმილია. ოთახი ოდნავაა განათებული, ვინილის ძველი საკრავიდან ჯაზის შემსრულებლის ოდნავ დაზიანებული ხმა ისმის. ტერასის ფართო, ფრანგული ფანჯარა ღიაა და ბაღიდან ჭრიღინების ჭრიჭინი ისმის. ჩაის მაგიდაზე ყვავილებით სავსე ლარნაკი დგას, რომელიც მთელ ოთახს სასიამოვნო სურნელით ავსებს. წარმოიდგინე, რომ შამპანურის ბოთლს ხსნი და ორ ჭიქაში ასხამ. დივანზე ჩამოჯდები და ოთახს თვალს მოავლებ, შენს გარშემო არსებული სრულყოფილებით რომ დატკბე. შემდეგ კი თვალებს დახუჭავ და მის ფეხის ხმას დაუგდებ ყურს, რომელსაც კარზე კაკუნი მოჰყვება. გინდა, რომ ეს მომენტი სამუდამოდ გაგრძელდეს…“
პარფიუმერი: ლუკა მაფი
მთავარი ნოტები: იტალიური ბერგამოტი, მოროკოს ნეროლი, შამპანურის აკორდი
გულის ნოტები: იტალიური ირისი, იტალიური ირისის ფესვების კარაქი, ფრანგული ირისის ფესვების კარაქი, ტუბეროზა, მადაგასკარული ილანგ ილანგი
საბაზისო ნოტები: მისორული სანდალის ხე, მუხის ხავსი, ტყავი
ROMANZA — აქტი მესამე, სცენა მეორე
„თენდება, ნეტავ, რომელი საათია? მწვანე ფერიამ მთელი ღამის შთაგონება მოგცა, ახლა კი ემოციებისგან დაცლილი ხარ. მიმზიდველი ობიექტი კვლავ შენთანაა, გიყურებს. ლამაზი, ელეგანტურად გამოწყობილი, მოვლილი და მაცდუნებელია, ისეთივე მომაჯადოებელი, როგორც ბაღიდან ოთახში შემოჭრილი ყვავილების სურნელი. უცნაურია, ჯერ კიდევ გუშინ ხომ მხოლოდ მეგობრები იყავით… ფუტკრები ერთი ყვავილიდან მეორეზე დახტიან, თითქოს ცხოვრების გასაოცარი წრის ალეგოროას ასახავენ… მუცელში პეპლები დაგიდიან, მოხიბლული ხარ, მაგრამ ეს ჯერ სიყვარულს არ ნიშნავს. ამ გრძნობას იტალიელებმა საუკეთესო სახელი — Innamoramento (შეყვარების პროცესი) უწოდეს…“
პარფიუმერი: კრისტიანო კანალი
გარეგნობა: დენდის შტრიხები. აბსენტი, ფორთოხლის ყვავილი, ანჟელიკა
სული: ჰედონისტური თაიგული. ფრანგული ნარცისი, იის ფოთლები, ჟასმინი
ცდუნება: დროის შურისძიება. ვეტივერი, კედარის ხე, პაჩული, ამბრის აკორდი, საკმეველი
TANGO — აქტი მესამე, სცენა მეოთხე
„გარშემო ჩურჩულია, მხიარულ წვეულებაზე ხარ. მუსიკა თანდათან ძლიერდება. კრეშენდო. ჭიქას ჭიქაზე ცლი და ტკბები რომის ამბრის მსგავსი ნექტარით. აყვავებული ჟასმინის სურნელს შეიგრძნობ და უეცრად მის მზერას წააწყდები, რომელსაც გულგრილად ვერ უსწორებ თვალს. შუბლზე ოფლი გასხამს. მუსიკის რიტმი თავდაჯერებულობას გმატებს და საცეკვაოდ მზად ხარ. იცი, რომ ეს სახიფათო თამაშია, მაგრამ იმ წუთას სხვა ვერაფერზე დარდობ… თბილი, მგრძნობიარე არომატი ამბრის ნექტარით.“
პარფიუმერი: სესილი ზაროკიანი
მთავარი ნოტები: ბერგამოტი, შავი პილპილი, ილი
გულის ნოტები: სამბაკის ჟასმინი, დამასკოს ვარდის ზეთი, პაჩული, ქარი
საბაზისო ნოტები: ვანილი, ტონკას მარცვლები, მუხუდო, ამბრის აკორდი, ტყავის აკორდი, მუშკი, ბენზოინი
თემები: ბუნებრივი, სუნამო, პარფიუმერია, L'Arome Boutique • არომა ბუტიკი, Niche, MASQUE, masquemilano, ნიშური, ლიმიტირებული, ინგრედიენტები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია