LIFE

მსოფლიოს 12 ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცების სიაში ბერა ივანიშვილი მოხვდა

მსოფლიოს 12 ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცების სიაში ბერა ივანიშვილი მოხვდა

გამოცემა Brighside.me მომხიბვლელი მამაკაცების სიას აქვეყნებს და წერს, რომ ეს კაცები სილამაზის სტანდარტებს დაგვავიწყებენ.

შესანიშნავია, როცა ცხოვრება მომხიბვლელობას ბონუსად გაძლევს, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესია, თუ არ გაღელვებს საზოგადოებაში არსებული წესები და სტანდარტები სილამაზის შესახებ, იღებ საკუთარ თავს და აჩვენებ მთელ სამყაროს, რომ შესანიშნავი და მომხიბვლელი ხარ მაშინაც კი, თუ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებ, სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოებამ დაგიწესა.

გამოცემის სიაში ქართველი ბერა ივანიშვილიცაა. ვნახოთ, ბერა და მსოფლიოს კიდევ 11 მომხიბვლელი მამაკაცი.

1. კრისტიანო, მსახიობი - ის ბრაზილიელი ბლოგერი და თეატრის მსახიობია. წითური გრძელი თმა მას განსაკუთრებულ მომხიბვლელობას ჰმატებს. თავისუფალ დროს კრისტიანო დადის ბუნებაში, იღებს ვიდეოებს და თავის გამომწერებს უზიარებს.

მსოფლიოს 12 ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცების სიაში ბერა ივანიშვილი მოხვდა
BO-2 Instagram Post

2. ბერა, მომღერალი - „ბერა ივანიშვილი ან, უბრალოდ ბერა, ქართველი მომღერალი და კომპოზიტორია, რომელიც საფრანგეთში დაიბადა. ის ერთადერთი ალბინოსი არაა თავის ოჯახში. მისი ძმა ცოტნეც საოცრად ჰგავს ბერას და ალბათ მომავალში ისიც მუსიკოსი გახდება“, - წერს Brightside.me ბერას შესახებ.

მსოფლიოს 12 ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცების სიაში ბერა ივანიშვილი მოხვდა
BO-4 Instagram Post

3. მუსტაფა, მოდელი - მუსტაფა სამხრეთ აფრიკელი პროფესიონალი მოდელია. სწორედ მისი უჩვეულო გარეგნობის გამო დაინტერესდნენ სამოდელო სააგენტოები მისით და დღეს წარმატებული კარიერა აქვს.

მსოფლიოს 12 ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცების სიაში ბერა ივანიშვილი მოხვდა
BO-6 Instagram Post

4. Sanele Junior Xaba, მოდელი - ის ალბინოსია, რომელიც თანდათან უფრო პოპულარული ხდება სამოდელო სამყაროში.

მსოფლიოს 12 ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცების სიაში ბერა ივანიშვილი მოხვდა
BO-8 Instagram Post

5. ნიკოლაი მატანოვი, სპორტსმენი - ბიჭი, რომელიც ასე ძალიან ჰგავს ამერიკელ ინდოელს, სინამდვილეში რუსეთიდანაა. ის თავისი გარეგნობის გამო ხშირად იპყრობს ფოტოგრაფების ყურადღებას. ნიკოლაის უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, თუმცა თვითონ თავს არ მიიჩნევს მომხიბვლელად და ამბობს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჰქონდეს სრულყოფილი სხეული და იყოს მომხიბვლელი, თუ მოინდომებს.

მსოფლიოს 12 ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცების სიაში ბერა ივანიშვილი მოხვდა
BO-9 Instagram Post

6. Hairfreaky, გრძელთმიანი ბლოგერი - Hairfreaky - სწორედ ამ მესახელით იცნობენ ამ ბიჭს ინტერნეტსივრცეში. მას უჩვეულო ჰობი აქვს. სურს, რომ რაც შეიძლება გრძელი თმა ჰქონდეს. ამბობს, რომ ყველაზე რთული საქმე თმის დაბანა კი არა, დაბანის შემდეგ მისი გაშრობაა.

მსოფლიოს 12 ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცების სიაში ბერა ივანიშვილი მოხვდა
BO-12 Facebook Post

7. სამუელ ფრიბერგი, ბლოგერი - სამუელი ახალგაზრდა ფრანგი მოდელია. სახეზე ეს ნიშანი დაბადებიდან აქვს. ის ფიქრობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ეს ნიშანი მას მომხიბვლელად აქცევს თუ არა, რადგანაც ფაქტია, რომ სწორედ მის გამოა განსაკუთრებული.

მსოფლიოს 12 ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცების სიაში ბერა ივანიშვილი მოხვდა
BO-14 Instagram Post

8. კეინ ბუფონჯი, მოდელი - ის თავისი ჭორფლის გამო ადრეულ ასაკში ძალიან ნერვიულობდა, ამის გამო კომპლექსები აწუხებდა და ცდილობდა, რომ ფოტოები არ გადაიღო, თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ რეალურად ჭორფლი მომხიბვლელობას ჰმატებდა.

მსოფლიოს 12 ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცების სიაში ბერა ივანიშვილი მოხვდა
BO-16 Instagram Post

9. Zhengyang Zhang, მოდელი - ის არის მოდელი, რომლის გარეგნობასაც ვერასოდეს დაივიწყებთ. მოდელობასთან ერთად, მან იცის ჩინური ტრადიციული ცეკვები და პროფესიონალი მოცეკვავეა.

მსოფლიოს 12 ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცების სიაში ბერა ივანიშვილი მოხვდა
BO-18 Instagram Post

10. კარიმ მუსი, მოდელი - მან სამოდელო კარიერა დაიწყო და საკმაოდ წარმატებულიც იყო ამ საქმეში, თუმცა ამბობს, რომ დროებით ამ საქმეს ჩამოშორდა და ახლა სხვა პროექტებით არის დაკავებული.

მსოფლიოს 12 ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცების სიაში ბერა ივანიშვილი მოხვდა
BO-20 Instagram Post

11. დანილ კუდრიავცევი, მოდელი - რუსი მოდელი, რომელიც მთელი მსოფლიოს ფოტოგრაფების ყურადღებას იპყრობს.

მსოფლიოს 12 ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცების სიაში ბერა ივანიშვილი მოხვდა
BO-22 Instagram Post

12. ხავიერ ბოტეტი, მსახიობი - ხავიერი იშვიათი გენეტიკური დაავადებით დაიბადა, რომელსაც მარფანის სინდრომს უწოდებენ. ადამიანები, რომლებსაც ეს დარღვევა აქვთ, გამოირჩევიან ძალიან გრძელი ძვლებით, არიან ძალიან მაღლები და გამხდრები, აქვთ ძალიან გრძელი თითები. ამავდროულად, არიან საოცრად მოქნილები. სწორედ მარფანის სინდრომის წყალობით, ხავიერი წარმატებული მსახიობია.

მსოფლიოს 12 ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცების სიაში ბერა ივანიშვილი მოხვდა
BO-24 Instagram Post



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>