ჯანმრთელობა

ღვინო სიცოცხლის გასახაგრძლივებლად ვარჯიშზე უფრო სასარგებლოა - კვლევის შედეგი

ღვინო სიცოცხლის გასახაგრძლივებლად ვარჯიშზე უფრო სასარგებლოა - კვლევის შედეგი

ყველა ჩვენგანი ხანგრძლივ სიცოცხლეზე ვოცნებობთ. ყველას გვსურს მრავალი წლის განმავლობაში ვიცხოვროთ, მოვესწროთ შვილიშვილებსა და მათ შვილებს.

ახალი კვლევის მიხედვით, სიცოცხლის გახანგრძლივება გემრიელი და სასიამოვნო მეთოდითაა შესაძლებელი.

ღვინო სიცოცხლის გასახაგრძლივებლად ვარჯიშზე უფრო სასარგებლოა - კვლევის შედეგი

მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოს ამოხსნას. 2003 წელს მკვლევარებმა ჩაატარეს კვლევა სახელად „90+“ და სცადეს დაედგინათ, თუ რა განაპირობებს სიცოცხლის ხანგრძლივობას.

კვლევაში 14 000 ადამიანი იყო ჩართული. მათი გამოკითხვის შედეგად ექსპერტებმა სცადეს პასუხი გაეცათ კითხვებისთვის - რა ფაქტორებია დაკავშირებული სიცოცხლის ხანგრძლივობასთან, რა წარმოშობს დემენციის და სხვა მენტალურ დაავადებებს, რა იწვევს ცნობიერების დარღვევას და რატომ ჩნდება ზოგიერთი კლინიკური პათოლოგია ხანში შესულ ადამიანებში.

ღვინო სიცოცხლის გასახაგრძლივებლად ვარჯიშზე უფრო სასარგებლოა - კვლევის შედეგი

კვლევის მონაწილეებმა ერთი წლის განმავლობაში ორჯერ ჩაიტარეს ნევროლოგიური და ნეიროფიზიოლოგიური ტესტები. ასევე კვლევის დასკვნის მიღებისას მეცნიერებმა გაითვალისწინეს ამ ადამიანების სამედიცინო ისტორია, კვების რეჟიმი, სხვადასხვა აქტივობები, ცხოვრებისეული ჩვევები.

კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც იღებენ ალკოჰოლს დანარჩენებთან შედარებით უფრო დიდხანს ცოცხლობენ. საინტერესოა ისიც, რომ ისინი ცოცხლობენ მათზე უფრო დიდხანს, ვინც რეგულარულად ვარჯიშობს.

ღვინო სიცოცხლის გასახაგრძლივებლად ვარჯიშზე უფრო სასარგებლოა - კვლევის შედეგი

კვლევის მიხედვით, ვინც დღის განმავლობაში 1, ან 2 ჭიქა ალკოჰოლურ სასმელს სვამს, მაგალითად ლუდს, ან ღვინოს 9-დან 15%-მდე უფრო დიდი შანსია, რომ უფრო დიდხანს იცოცხლებს, იმ ადამიანთან შედარებით, რომელიც საერთოდ არ იღებს ალკოჰოლს.

„კვლევამ აჩვენა, რომ სიცოცხლის გახანგრძლივების თვალსაზრისით განსაკუთრებით სასარგებლოა წითელი ღვინო. მას ჯანმრთელობის კუთხით ბევრი სარგებელი მოაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით“, - ამბობს პროფესორი, ფსიქიატრი და ნევროლოგი, ჯიმ ბეკერი.

ღვინო სიცოცხლის გასახაგრძლივებლად ვარჯიშზე უფრო სასარგებლოა - კვლევის შედეგი

კვლევა აჩვენებს, რომ ალკოჰოლი ამცირებს დიაბეტის წარმოქმნის რისკს. ხოლო თუ ღვინოს ზომიერი რაოდენობით (ერთ ჭიქას, მაქსიმუმ ორს) ყოველ დღე იღებთ, მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის ალბათობა.

ექსპერტები ამბობენ, რომ მთავარია დავიცვათ ზომიერება. რა თქმა უნდა, დიდი რაოდენობით ღვინის მიღება სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, თუმცა თუ ზომიერებას დაიცავთ ის ერთგვარი სიცოცხლის ელექსირის ფუნქციას შეიძენს.

ღვინო სიცოცხლის გასახაგრძლივებლად ვარჯიშზე უფრო სასარგებლოა - კვლევის შედეგი



<a href="https://www.healthyfoodhouse.com">https://www.healthyfoodhouse.com</a>