ვნახოთ რომანტიკული კომედიები, რომლებიც კინოთეატრებში 2019 წელს გამოვა. რეჟისორები გვპირდებიან, რომ ეს ფილმები სიყვარულის ძალაში დაგვარწმუნებენ.

1. „რა სურთ კაცებს“/What Men Want - ფილმი კინოთეატრებში 8 თებერვალს გამოჩნდება. ეს არის კლასიკური რომანტიკული კომედია, თუმცა მასში წინა პლანზე იქნება წამოწეული გენდერული პრობლემები, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს.

2. “არ არის რომანტიკა“/Isn't It Romantic - ფილმი 14 თებერვალს გამოვა. მასში მთავარ როლებს ლიამ ჰემსუორთი, პრიანკა ჩოპრა, რებელ უილსონი და ადამ დევინი ასრულებენ. როგორც ფილმის ავტორები გვპირდებიან, მასში ბევრ სახალისო სიტუაციას ვნახავთ და ბევრს ვიცინებთ.

3. The Aftermath - ფილმი 15 მარტს გამოვა. მასში მთავარ როლებს კირა ნაითლი და ჯეისონ კლარკი ასრულებენ. ფილმის ავტორების თქმით, სურათი ნამდვილი სიყვარული ხანგრძლივობასა და დიდ ძალაში დაგვარწმუნებს.

4. Five Feet Apart - სურათი კინოთეატრებში 22 მარტს გამოჩნდება. მასში მთავარ როლებს ჰეილი ლუ რიჩარდსონი და კოულ სპრაუსი ასრულებენ. ეს ფილმი ბევრ ემოციას დაგიტვებთ. ერთდროულად აგატირებთ და ღიმილს მოგგვრით.

5. After - ფილმს კინოეკრანებზე 12 აპრილს უნდა ველოდოთ. მთავარ როლში ჟოზეფინ ლენგფორტდია. მასში აღბეჭდილი იქნება ის, თუ რა განსაკუთრებულია პირველი სიყვარული.

6. „ალადინი“ – 24 მაისიდან „დისნეი“ „ალადინის“ ახალ ინტერპრეტაციას შემოგვთავაზებს. ჟასმინისა და ალადინის ყველასთვის საყვარელი ისტორია ახლა უფრო მეტი და დაძაბული თავგადასავლით იქნება სავსე.

7. Last Christmas – 25 ნოემბრიდან გამოვა სურათი ემილია კლარკის, ჰენრი გოლდინგისა და ემა ომპსონის მონაწილეობით. სურათი შინაარსის შესახებ ჯერ დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა გვპირდებიან, რომ ეს იქნება დაუვიწყარი რომანტიკული კომედია, რომელშიც „დრაკონების დედა“ სულ სხვანაირი იქნება.