Elizabeth Arden მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, მოთხოვნადი, საუკეთესო იმიჯის მქონე და სხვადასხვა სილამაზის ჯილდოს მფლობელი ამერიკული ბრენდია.

მისი სახელი ჰოლივუდის ძალიან ბევრ ვარსკვლავთან, თუ ცნობილ ქალთან ასოცირდება. გარდა ამისა, Elizabeth Arden-ის ბრენდის ქვეშ მოიაზრება სპა-სალონები, ვარსკვლავური არომატები, ჯადოსნური მოვლისა და დეკორატიული საშუალებები.

სწორედ ამიტომ, მას სილამაზის ჩემპიონსა და ქალების ბედნიერებაზე მზრუნველ ბრენდსაც კი უწოდებენ.

Elizabeth Arden-ი წარმოუდგენელია მისი ლეგენდარული პროდუქტის EIGHT HOUR CREAM-ის გარეშე.

ის 1930 წელს შეიქმნა და იყო კრემი პრაქტიკულად ყველაფრისთვის: ჭრილობებისა და ნაღრძობის სამკურნალოდ, კანის აღსადგენად, თუ დამარბილებლად..

სახელთან დაკავშირებით სხვადასხვა ლეგენდაც არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ამბავი კმაყოფილ მომხმარებელს უკავშირდება, რომელმაც შვილს საცხი დაზიანებულ მუხლზე წაუსვა და გაოცდა, როდესაც დაზიანებული ადგილი კრემის წასმიდან ზუსტად 8 საათში მოურჩა.

ასე შემორჩა წლებს Eight Hour, რომელიც ახლა უკვე არა ერთი პროდუქტი, არამედ ბრენდის ერთ-ერთი ვარსკვლავური ხაზია. ის ერთიანებს მოვლის სხვადასხვა საშუალებებს: ტუჩის, ხელის, ტანისა და სახის მოვლას.

85-ზე მეტი წლის შემდეგაც პროდუქტით აღფრთოვანებული მომხმარებლების რიცხვი არ მცირდება. მას ჰოლივუდის ვარსკვლავების განუყრელ პროდუქტსაც და Eight Hour® Cream is a Hollywood icon პროდუქტსაც უწოდებენ.

Elizabeth Arden-ის სახელს კიდევ უამრავი ლეგენდარული მოვლის პროდუქტი უკავშირდება. წარმოუდგენელია, არ გაიხსენო ზღაპრული Ceramide Capsules კერამიდების(ცერამიდები) სასწაულმოქმედი კაფსულები.

25 წლიანი ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე შექმნილი ფორმულა და უიშვიათესი, კანის ბუნებრივ ფუნქციებთან მიახლოვებული ელემენტები. კაფსულებში მოთავსებული ჯადოსნური კერამიდები, რომელიც წარმოუდგენელ შედეგს იძლევა.

ცერამიდი, იგივე კერამიდები მთავარი სტრუქტურული მოლეკულაა კანისთვის. სწორედ კერამიდების სინთეზის დარღვევა იწვევს კანის ფუნქციების სერიოზულ დარღვევას. მარტივად რომ ვთქვათ, კერამიდი საშენი მასალაა, რომელიც კანს სილამაზისა და სიჯანსაღისთვის სჭირდება. მისი დაზიანება იწვევს მთელ რიგ პრობლემებსა თუ არასასურველ შედეგებს. მაგ: ნაოჭი, მოშვებული კანი, სიმკვრივისა და ელასტიურობის დაკარგვა და ა.შ.

კერამიდების კომპლექსი კანის შემადგენელი ძირითადი კომპონენტია. ის ქმნის კანის დამცავ ბარიერს და ამცირებს წყლის აორთქლების პროცესს. Elizabeth Arden-მა კი შექმნა ის რაც ასაკის მატებასთან ერთად აუცილებლად სჭირდებოდა კანს. ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოვებული უნიკალური კერამიდების ფორმულა. (შრატი, სახისა და თვალის კრემი და ა.შ.)

Elizabeth Arden-ის პროდუქტები იმდენად მრავალფეროვანი, განსხვავებული, გამორჩეული და უნიკალურია, რომ მათზე შეგიძლია დაუსრულებლად წერო.

მაგრამ, ამ ეტაპზე დავასრულებთ კიდევ ერთი ლეგენდით, პარფიუმერულ სამყაროში უკონკურენტო არომატით 5TH AVENUE.

Elizabeth Arden მხოლოდ ერთი ბრენდი არ არის ეს არი ჯგუფი, რომელიც აერთიანებს: Elizabeth Arden , JUICY COUTURE, JOHN VARVATOS