დედებს საკუთარი შვილი და ძაღლი ერთნაირად უყვართ - მეცნიერების ახალი კვლევა
- 03.02.2019
სიყვარულს საზღვრები არ გააჩნია. და არ არის მნიშვნელოვანი, ეს ბავშვისადმი სიყვარულია, თუ ძაღლისადმი - ის გრძნობები, რომლებსაც თქვენ შეიგრძნობთ, იმდენად სუფთა და ძლიერია, რომ პრაქტიკულად იდენტურია. თუ ოდესმე დაფიქრებულხართ იმაზე, რატომ განიცდით ერთნაირად ინტენსიურ გრძნობებს როგორც თქვენი შინაური ცხოველის მიმართ, ასევე თქვენი პატარას მიმართ, მაშინ ეს სტატია თქვენთვის არის დაწერილი.
ცხოველების მოშინაურება ადამიანებმა 30 000 წლის წინ დავიწყეთ, ამიტომ ჩვენი კავშირი მათთან დაურღვეველია.
მასაჩუსეტის საავადმყოფოში ჩატარებული კვლევით სცადეს გაენალიზებინათ კავშირი დედასა და შვილს შორის და კავშირთან ადამიანსა და შინაურ ცხოველს შორის. ეს თეორია მეტყველებს იმაზე, რომ სიყვარული, რომელსაც გრძნობს მეურვე, უზრუნველყოფს ბავშვს თანაგრძნობასა და უსაფრთხოებას.
კვლევის მიზანი იყო ტვინის ფუნქციის პატერნების ანალიზის მეშვეობით შეისწავლონ ორი კავშირის ფუნქციონალური ნეიროანატომია, როდესაც ადამიანი ათვალიერებდა საკუთარი შვილისა და ძაღლის ფოტოებს. მეცნიერებმა კონცენტრირება მოახდინეს ტვინის ზონებზე, რომლებიც პასუხს აგებენ ემოციების განვითარებასა და ადამიანებთან მიჩვევაზე.
კვლევამ შეისწავლა დედები 2-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებთან ერთად, რომლებსაც ერთ წელზე მეტია რაც ძაღლი ჰყავთ. მონაწილეებს სთხოვეს მოეტანათ როგორც ძაღლის, ასევე ბავშვის ფოტოები. გარდა ამისა, მათ აჩვენებდნენ სხვა ძაღლებისა და ბავშვების ფოტოებს, რომელთანაც არავითარი კავშირი არ ჰქონდათ.
მიღებული მონაცემების თანახმად, დედებს, რომლებსაც ნანახი ჰქონდათ როგორც ძაღლების, ასევე საკუთარი შვილების ფოტოები, გაუაქტიურდათ ტვინის ზონები, რომლებიც დაკავშირებულია ემოციებთან, თანაგრძნობასთან, მიჩვევასთან და ჩუქების სურვილთან. მაგრამ როცა აჩვენებდნენ ცხოველებისა და ბავშვების სურათებს, რომლებიც ადრე არასოდეს არ უნახავთ, ეს იგივე რეაქციას არ იწვევდა.
აშკარაა, რომ როცა დედები საუბრობენ საკუთარ შვილებზე, მათ შეიძლება მხედველობაში ჰყავდეთ საკუთარი ცხოველებიც, და საკუთარი ბიოლოგიური შვილებიც. კვლევა აღმოჩნდა ზუსტი, ვინაიდან ქალების უმეტესობას ტვინის ერთნაირი ძლიერი რეაქციები ჰქონდათ, როდესაც ისინი საკუთარ საყვარელ პატარებს ხედავდნენ.
წამყვანი მკვლევარის ლორი პელის თქმით, ყოველთვის ნათელი იყო, რომ შინაური ცხოველები განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ ადამიანების ცხოვრებასა და გულებში, მაგრამ ახლა არსებობს ლაბორატორიული და კლინიკური კვლევები, რომლებიც ამტკიცებენ ამას.
ფუმფულა მეგობრის არსებობა შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს ადამიანებისთვის, ვინაიდან ცხოველები ანიჭებენ სოციალურ და ემოციურ მხარდაჭერას. ისინი გვანან პატარა ბავშვებს, რომლებიც არასოდეს იზრდებიან. ცხოველებს უნდათ თამაში, ანიჭებენ სიხარულს და ერთგულად უყვართ.
დედები წარმოადგენენ ბუნებრივ მეურვეებს, ამიტომაც ბავშვიც, და ფუმფულა არსებაც ერთნაირ ადგილს იკავებენ მათ გულებში. მათ ორივეს სჭირდება ზრუნვა, სიყვარული, სიხარული, ამასთანავე მათ განსხვავებული ხასიათის ნიშნები და ემოციები აქვთ. ისინი ორივე - მოსიყვარულე ოჯახის ნაწილია.
თემები: სიყვარული, დედები და შვილები, ადამიანები, ცხოველების სიყვარული, ცხოველები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>