ჯანმრთელობა

5 მარტივი მოქმედება, რომლებსაც თუ დღის განმავლობაში შეასრულებთ ახალგაზრდობა გარანტირებული გაქვთ

5 მარტივი მოქმედება, რომლებსაც თუ დღის განმავლობაში შეასრულებთ ახალგაზრდობა გარანტირებული გაქვთ

1. შუბლის მასაჟი ნაოჭების წინააღმდეგ სამუშაო მაგიდასთან

5 მარტივი მოქმედება, რომლებსაც თუ დღის განმავლობაში შეასრულებთ ახალგაზრდობა გარანტირებული გაქვთ

დადეთ იდაყვი მაგიდაზე, მოაბრუნეთ მტევანი ხელისგულით ზევით. დადეთ შუბლი ხელისგულის ფუძეზე და მოადუნეთ კისერი. მსუბუქი დაწოლით გააკეთეთ ხელისგულით წრიული მოძრაობები და გაწიეთ ის წარბებს შორის ადგილიდან ზემოთ თმის ზრდის ზოლისაკენ. გაიმეორეთ მასაჟური მოძრაობები, რათა დაამუშაოთ შუბლის მთლიანი ზედაპირი, ყოველთვის წარბებიდან შუბლის ზედა ნაწილისკენ. იდეალური დრო: სამუშაო დღის განმავლობაში.

2. ლიმფოდრენაჟული ხტომები

5 მარტივი მოქმედება, რომლებსაც თუ დღის განმავლობაში შეასრულებთ ახალგაზრდობა გარანტირებული გაქვთ

იმისათვის რომ ვაიძულოთ ლიმფა კარგად ცირკულირებდეს, გავაუმჯობესოთ ვენური სისხლის მიმოქცევა, უნდა ვისარგებლოთ ლიმფური დრენაჟის მარტივი ტექნიკით. ეს არის მცირე ხტომები ადგილზე - ვიბროვარჯიში. აიწიეთ თითის წვერებზე დაახლოებით 1,5-2 სმ-ით ზედაპირიდან და, იატაკზე ქუსლებით მსუბუქი დარტყმით, დაეშვით. ვარჯიში უნდა შესრულდეს ჩქარ ტემპში. სასურველია შეასრულოთ 100-ჯერ და ივარჯიშოთ ფეხსაცმლის გარეშე. იდეალური დრო: დილით სააბაზანოში, ასევე ეხმარება დაღლილობის მოხსნას ხანგრძლივი სიარულის დროს.

3. მინი-ვარჯიშები დუნდულების ასაწევად

5 მარტივი მოქმედება, რომლებსაც თუ დღის განმავლობაში შეასრულებთ ახალგაზრდობა გარანტირებული გაქვთ

აიძულეთ იმუშაონ დუნდულების კუნთებმა, თუნდაც იშვიათად გახსენდებოდეთ სპორტული დარბაზი.

1. შეკუმშეთ და მოადუნეთ დუნდულები 20 წამის განმავლობაში, შეისვენეთ 10 წამი და გაიმეორეთ ვარჯიში. შეასრულეთ 5-ჯერ.

2. სიარულის დროს დაძაბეთ დუნდულები. მარჯვენა ფეხის გადადგმისას, დაძაბეთ მარჯვენა დუნდულა, მარცხენა ფეხისას - მარცხენა. სულ უნდა გააკეთოთ 30 ნაბიჯი ვარჯიშით, 30 ნაბიჯი დასვენებით. გაიმეორეთ 5-ჯერ. იდეალური დრო: დღის განმავლობაში.

4 . ფეხების ვიბრაცია ვარიკოზის პროფილაქტიკისთვის

5 მარტივი მოქმედება, რომლებსაც თუ დღის განმავლობაში შეასრულებთ ახალგაზრდობა გარანტირებული გაქვთ

ვარიკოზის სიმპტომების შესამსუბუქებლად და პროფილაქტიკისთვის ბევრი უნდა ივარჯიშოთზემოთ აწეული ფეხებით, რაც გაგანთავისუფლებთ ფეხებში უსიამოვნო შეგრძნებებისა და შეშუპებისგან.

დაწექით იატაკზე ან დივანზე, აწიეთ ფეხები სწორი კუთხით და დაეყრდენით კედელს. იწექით ასეთ მდგომარეობაში 1 წუთის განმავლობაში. შემდეგ 2 წუთის განმავლობაში შეასრულეთ ფეხებით ვიბრაცია - მსუბუქად და სწრაფად შეანჯღრიეთ ფეხები. იდეალური დრო: საღამოს, ძილის წინ.

5 . მჯდომიარე სიარული ცელულიტის წინააღმდეგ

5 მარტივი მოქმედება, რომლებსაც თუ დღის განმავლობაში შეასრულებთ ახალგაზრდობა გარანტირებული გაქვთ

ქსოვილებთან სისხლის მოდენის, კუნთების მუშაობისა და კანში გაცვლითი პროცესების აქტივიზირების გარდა, ეს ვარჯიში ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას, რაც ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნასა და ნივთიერებათა ცვლას. დასხედით იატაკზე ისეთ ზედაპირზე, რომელიც არ ისრიალებს, და ისეთ სამოსში, რომელიც არ იკეთებს მსხვილ ნაოჭებს. მოწყვიტეთ მარჯვენა ფეხი და დუნდულა იატაკს და გაწიეთ წინ, შემდეგ მარცხენა. ვანაცვლებთ ფეხებს და ვიწევით წინ ერთი მეტრით, შემდეგ უკან. ერთ ჯერზე უნდა შეასრულოთ არა ნაკლებ 30 ნაბიჯი. იდეალური დრო: დილით და საღამოს. 



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>