LIFE

რა არის გალენტინობა? - დღე, რომელსაც გოგონები 13 თებერვალს აღნიშნავენ

რა არის გალენტინობა? - დღე, რომელსაც გოგონები 13 თებერვალს აღნიშნავენ

ვალენტინობის დღე მარტოხელა ადამიანების დიდ ნაწილს აღიზიანებს. ამ დროს გარშემო უამრავი მოსიყვარულე წყვილია, მათ შემხედვარე მარტოხელებს კი, მარტოობის განცდა კიდევ უფრო უმძაფრდებათ. ნაწილისთვის ყოველივე დეპრესიის გამომწვევი მიზეზი ხდება.

სწორედ ამიტომ, მთელი მსოფლიოს მარტოხელა გოგონებმა ვალენტინობის წინა დღის, 13 თებერვლის განსაკუთრებულად აღნიშვნა გადაწყვიტეს - გალენტინობა, სწორედ ასე უწოდებენ ისინი 13 თებერვალს.

ალბათ იკითხავთ, რას ნიშნავს გალენტინობა? - მისი განმარტება ძალიან მარტივია. გოგონებმა V(Valentine) ჩაანაცვლეს G ასო-ბგერით. G შემოკლებით ნიშნავს Girls, ანუ გოგონებს და ის Girls-ის ქართულ შესატყვისსაც კარგად ერგება. ასე რომ გალენტინობა მარტოხელა გოგონების დღეა.

იმის ნაცვლად, რომ მეგობარ ბიჭზე იოცნებოთ, გოგონებმა სჯობს დრო ნაყოფიერად გამოიყენოთ და ბედნიერები იყოთ.

ვნახოთ რამდენიმე აქტივობა, რომლითაც მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ გალენტინობას დაკავდეთ და თავიდან აირიდოთ მარტოხელობის სტრესი და დეპრესია.

1. მოაწყვეთ კარაოკეს ღამე.

რა არის გალენტინობა? - დღე, რომელსაც გოგონები 13 თებერვალს აღნიშნავენ

2. მოაწყვეთ მეგობრებთან ერთად ცეკვების წვეულება. ეს საოცრად გაგამხიარულებთ.

3. წადით მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ, მოაწყვეთ პიკნიკი. 

რა არის გალენტინობა? - დღე, რომელსაც გოგონები 13 თებერვალს აღნიშნავენ

4. დაპატიჟეთ მარტოხელა გოგონებმა ერთმანეთი ვახშამზე, გაიხსენეთ სახალისო და საინტერესო ისტორიები.

5. შეგიძლიათ მარტოხელა გოგონებმა ერთმანეთს ყვავილები და შოკოლადებიც გაუგზავნოთ. ეს ძალიან გაგამხიარულებთ.

რა არის გალენტინობა? - დღე, რომელსაც გოგონები 13 თებერვალს აღნიშნავენ

6. ყველამ ვიცით თამაში საიდუმლო სანტა. მარტოხელა გოგონებს გირჩევთ იგივე პრინციპით ითამაშოთ „საიდუმლო გალენტინი“ და ერთმანეთს სახალისო საჩუქრები გაუკეთოთ.

7. გაიხსენეთ მეგობრებთან ერთად ყველაზე სახალისო და სასაცილო პაემნები, რომლებიც ცხოვრებაში გქონიათ. ეს საოცრად პოზიტიურ განწყობას მოგიტანთ. 

რა არის გალენტინობა? - დღე, რომელსაც გოგონები 13 თებერვალს აღნიშნავენ

8. გამართეთ ღვინის დეგუსტაციის საღამო მეგობრებთან ერთად.

9. მოამზადეთ რაიმე საჭმელი, იფუსფუსეთ სამზარეულოში და მთელი თქვენი შემოქმედება ჩააქსოვეთ კერძში. ეს საუკეთესო თერაპიაა. 

რა არის გალენტინობა? - დღე, რომელსაც გოგონები 13 თებერვალს აღნიშნავენ



<a href="https://www.yourtango.com">https://www.yourtango.com</a>