4 ჯანსაღი მიზეზი - რატომ უნდა მიირთვათ უფრო მეტი შოკოლადი?
- 14.02.2019
შოკოლადი გარდა იმისა, რომ ძალიან გემრიელია, ასევე მისგან ბევრი სარგებლის მიღება შეგვიძლია. მკვლევარები ამობენ, რომ შოკოლადის მირთმევის შედეგად, ადამიანი მშვიდდება, ის კარგია შფოთვისა და დეპრესიის დროს, გვეხმარება ასევე სტრესის დაძლევაში და ეს შოკოლადის სასარგებლო თვისებების მცირე ჩამონათვალია.
ახალი კვლევის თანახმად, შოკოლადს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც აქვს. ვნახოთ, ოთხი მთავარი სარგებელი, რომელთა მიღებაც შოკოლადის მირთმევის შედეგად შეგვიძლია.
1. შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების განცდა იზრდება - შოკოლადი ორგანიზმში წარმოქმნის ენდორფინებს, ბედნიერების ჰორმონებს, შესაბამისად, ადამიანი მისი საშუალებით პოზიტიურ განწყობაზეა. ენდორფინების გააქტიურება იწვევს ტკივილის შემსუბუქებას. სწორედ ამიტომ აქვს შოკოლადს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ასე რომ, თუ გსურთ კარგ განწყობაზე იყოთ, მიირთვით უფრო მეტი შოკოლადი.
2. შოკოლადი აუმჯობესესბ გულის მუშაობის ხარისხს - შოკოლადი გულ- სისხლძარღვთა სისტემისთვის უებარი წამალია. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. სპეციალისტები ამბობენ, რომ რაც უფრო მეტ შოკოლადს მიირთმევთ, მით უფრო შემცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის ალბათობა.
3. შოკოლადი სასარგებლოა ტვინის უკეთ მუშაობისთვის - ჰარვარდის მედიცინის სკოლის მკვლევართა დასკვნით, თუ დღის განმავლობაში ორ ჭიქა ცხელ შოკოლადს მიირთმევთ, გონება უფრო სხარტად იმუშავებს და უფრო მარტივად შეძლებთ რთული სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნას. კვლევით დადასტურებულია, რომ შოკოლადის რეგულარულად მირთმევა ალცჰეიმერის გაჩენის ალბათობას ამცირებს.
4. შოკოლადი სასარგებლოა ორსულებისთვის - შოკოლადი სასარგებლოა როგორც ფეხმძიმესთვის, ასევე მუცლად მყოფი ნაყოფისთვისაც. ფინური კვლევის თანამხად, ფეხმძიმეს, რომელიც შოკოლადს მიირთმევს, არ აწუხებს სტრესი, ხოლო მისი შვილი უფრო ხშირად იღიმის და კარგ ხასიათზეა.
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.yourtango.com">https://www.yourtango.com</a>