1. სასწორი - ხელოვნება, შემოქმედებითი საქმეები სასწორისთვის მხოლოდ ჰობი არ არის. მას განსაკუთრებული ნიჭი და ტალანტი აქვს. ხატვა, მუსიკა, ცეკვა ის აქტივობებია, რომელიც განსაკუთრებით ამშვიდებენ. ამ ნიშნით ყველაზე წარმატებული და ნიჭიერი ხელოვანი ადამიანები იბადებიან.

2. ვერძი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ხშირ შემთხვევაში თავის ცხოვრებას უკავშირებენ ხელოვნების რომელიმე დარგს. ზოგიერთ მათგანს, შესაძლოა, არ ჰქონდეს ნიჭი, მაგრამ იმდენად არის გატაცებული შემოქმედებითი საქმიანობით, რომ ყველაფერს აკეთებს ნიჭის გასავითარებლად. ყველაზე მშვიდად კი თავს ხელოვნებასთან დაკავშირებული ადამიანების გარემოცვაში გრძნობს.

3. მშვილდოსანი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ყველაფერში ხელოვნებას ხედავენ. კრეატიულები არიან და საოცარი ხედვა აქვთ. იციან ხელოვნების ფასი და აფასებენ შემოქმედებით ადამიანებს. სამყარო და ყველაფერი ამ სამყაროში მშვილდოსნისთვის არტია და ცდილობს, თვითონაც მისი ნაწილი გახდეს.

4. ლომი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს განსაკუთრებული ნიჭი აქვთ ხატვის და ისინი, ხშირ შემთხვევაში, წარმატებული მხატვრები არიან. მათი თვალები სამყაროს ისე უყურებს, როგორ ერთ ნახატს, უამრავი შთამბეჭდავი ფერით.

5. კურო - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. ის წარმოუდგენლად კრეატიულია, აქვს საოცარი იდეები, შემოქმედებითი ადამიანია და ეს მისი წარმატების გარანტია.

6. მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს უამრავი კრეატიული იდეა აქვთ. გამოირჩევიან მუსიკის, მხატვრობისა და სხვა ხელოვნების დარგების განსაკუთრებული სიყვარულით და ასევე თვითონაც აქვთ ნიჭი. მორიელები შემოქმედებითები არიან და ყველა საქმეში წარმატებას სწორედ ამ უნარის წყალობით აღწევენ.