გაინტერესებთ ნამდვილად მოსწონხართ, თუ არა მამაკაცს? ამის გაგება მისი „მესიჯებითაც“ შესაძლებელია. ვნახოთ რას არ გააკეთებს ბიჭი არასოდეს იმ გოგოსთან მიმოწერისას, რომელიც ნამდვილად მოსწონს.
1. ის არ მოგწერთ მოკლე, არაფრისმთქმელ მესიჯებს - ბიჭს თუ ნამდვილად მოსწონხართ და თქვენით სერიოზულად არის დაინტერესებული, დიალოგისას მხოლოდ კის, ან არას, ან სმაილებს არ მოგწერთ. ეცდება, რომ საუბარი გაშალოს და საინტერესო თემებს შეეხოს.
2. ის არ დაელოდება, თუ როდის მისწერთ მესიჯს - ბიჭს, თუ მოსწონხართ, მას არ აკომპლექსებს ის ფაქტი, რომ მესიჯი პირველმა მოგწეროთ და არ დაგელოდებათ თქვენ. თუ ის მიმოწერის დაწყების ინიციატივას არ იჩენს, ეს მიუთითებს,რომ თქვენით სერიოზულად არ არის დაინტერესებული.
3. თუ მოსწონხართ, თქვენს შესახებ ბევრი რამ აინტერესებს - თუ ბიჭი მიმოწერის დროს მხოლოდ თქვენს კითხვებს პასუხობს და თვითონ არაფრით ინტერესდება, ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ზრდილობის გამო გცემთ პასუხებს და თქვენით დაინტერესებული არ არის.
4. არ დააგვიანებს საათობით მესიჯზე პასუხის გაცემას - რეალურად, ძალიან მარტივია მესიჯზე პაუხის გაცემა. თანამედროვე ტექნოლოგიები ამის საშუალებას იძლევა და არანაირი მიზეზით არ მართლდება პასუხის საათობით დაგვიანება. „ძალიან დაკავებული ვიყავი“ და მსგავსი თავის გამამართლებელი ფრაზები ნუ დაგაბრმავებთ. სინამდვილეში ის თქვენით დაინტერესებული არ არის.
5. ის არ ეცდება, რომ თქვენთან ნაკლები კომუნიკაცია ჰქონდეს - თუ ცდილობს, რომ მალე დაასრულოს საუბარი და თქვენი დიალოგი მცირე დრო გრძელდება, ეს მიუთითებს, რომ არ მოსწონხართ.
6. ის არ მოგწერთ შეტყობინებებს მხოლოდ გვიან ღამით - მკვლევარები ამბობენ, რომ თუ მამაკაცი ქალს მხოლოდ გვიან ღამით სწერს, მას განიხილავს ისე, როგორც მხოლოდ სექსუალურ პარტნიორს, ერთჯერადი ურთიერთობისთვის და სინამდვილეში არ მოსწონს ის.
7. ის მხოლოდ „ფეისბუქზე“ არ მოგწერთ, თქვენი ტელეფონის ნომრითაც დაინტერესდება - და თუ არ ინტერესდება თქვენი ტელეფონის ნომრით და არ ამჟღავნებს სურვილს იმისას, რომ ურთიერთობა უფრო ღრმა გახდეს. ეს მიუთითებს, რომ მამაკაცს არ მოსწონხართ.
8. თუ სოციალურ ქსელში ონლაინაა, ის არ გალოდინებთ და სწრაფად მოგწერთ პასუხს - მაგრამ თუ ასე არ იქცევა, ხედავთ, რომ ონლაინაა, პოსტავს ფოტოებს, წერს სტატუსებს, მაგრამ თქვენს მესიჯს არ პასუხობს. ეს იმიტომ, რომ არ აინტერესებთ და არ მოსწონხართ.
თემები: სიყვარული, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, პრობლემები, თავდაჯერებულობა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.yourtango.com">https://www.yourtango.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია