7 ყველაზე სასარგებლო თხილეული და თესლი, რომლებიც საუკეთესოა ჯანმრთელობისთვის
- 24.02.2019
1. სელის თესლი
სელის თესლის ლიგნანები - ეს ნატურალური ჰორმონები-ფიტოესტროგენებია. ისინი ეფექტურია კიბოს სიმსივნეების ზრდის საწინააღმდეგოდ, კერძოდ, სარძევე ჯირკვლისა და პროსტატის კიბოს. თესლში შემავალი უჯრედისი ევლება კუჭის კედლებს და ხელს უშლის ანთებითი პროცესების განვითარებას. დაფქული თესლის 1 სუფრის კოვზი შეიცავს თითქმის 2 გ ომეგა-3 ცხიმებს, რომლებიც სამკურნალო მოქმედებას ახდენენ გულისა და სისხლძარღვების მუშაობაზე.
2. კუნჟუტის (სეზამის) თესლი
თესლის სასარგებლო შემადგენლობა დაბლა წევს არტერიულ წნევას, რაც ემსახურება ინფარქტის, ინსულტისა და თირკმლის უკმარისობის პროფილაქტიკას. სეზამოლი, სეზამინოლი - ანტიოქსიდანტებია, რომლებიც დიდი რაოდენობით არის კუნჟუტის თესლში და პრაქტიკულად მეტი არსად ბუნებაში არ გვხვდება. ეს ნივთიერებები მნიშვნელოვნად ამცირებენ ქოლესტერინის მაჩვენებლებს. ცხიმოვანი ზეთების მაღალი შემცველობა თესლის შემადგენლობაში აუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილის მდგომარეობას.
3. გოგრის თესლი
შეიცავს არგინინის დიდ რაოდენობას. ეს ამინომჟავა ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოებას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც წარმოადგენს ჰიპერტონიული დაავადების პროფილაქტიკას. ასევე თესლი შეიცავს ბევრ ცილას, რომელიც ადვილად ითვისება ორგანიზმში და არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში. A და E ვიტამინების მაღალი შემცველობა ხელს უწყობს კანის სიმკვრივესა და სიგლუვეს.
4. ნუში
ნუში არეგულირებს ლიპიდების დონეს სისხლში, ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში. ნუში ხემსის სახით ან ძირითადი საკვების მიღების წინ ამცირებს ცხიმის დონეს სხეულის საერთო მასაში. ვინაიდან პროდუქტი - ცხოველური ცილის ალტერნატივაა, ის ანიჭებს დანაყრების ხანგრძლივ გრძნობას, შედეგად, ზედმეტი საკვების მიღება გამორიცხულია.
5. ნიგოზი
მთელ მსოფლიოში პოპულარულ ნიგოზს გააჩნია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების შთამბეჭდავი სია. ის ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს, გულის იშემიურ დაავადებებს. ეფექტიურია იმ სიმპტომების შესამცირებლად, რომლებიც დაკავშირებულია ასაკობრივი და ნევროლოგიური მოშლილობებთან. ნიგოზში შემავალი ტოკოფეროლები იცავენ მამაკაცებს წინამდებარე ჯირკვლის კიბოსგან.
6. მზესუმზირას თესლი
მზესუმზირას თესლი შეიცავს გოგირდით გამდიდრებულ ცილებს, რომლებიც სასარგებლოა კუნთოვანი ქსოვილების განვითარებისთვის და ძვლოვანის განახლებისთვის. გარდა ამისა, ისინი ფასდებიან თავისი ანტიოქსიდანტური, მიკრობებისა და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. წარმატებულად გამოიყენება ბრონქიალური, საყლაპავი და ფილტვის ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.
7. თხილი
B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარია, ის ამაგრებს კუნთებსა და ძვლებს, აწესრიგებს ნერვული სისტემის მუშაობას. თხილის შემადგენლობაში შემავალი ორგანული მჟავები - სტეარინის, პალმიტინისა და ოლეინის - ბლოკავენ სისხლში ქოლესტერინის რაოდენობის ზრდას და ხელს უშლიან გულსისხლძარღვთა დაავადებების გაჩენასა და განვითარებას.
თემები: ჯანსაღი კვება, სწორი კვება, ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია