LIFE

როგორ გამოიყურებიან დიქტატორების მომხიბვლელი ცოლების ქალიშვილები?

როგორ გამოიყურებიან დიქტატორების მომხიბვლელი ცოლების ქალიშვილები?

სხვადასხვა ქვეყნების პირველი პირების ცხოვრება, მათი ოჯახები, ყოველთვის იპყრობს საზოგადოების ყურადღებას. განსაკუთრებით კი იმ ადამიანებით ვინტერესდებით, რომლებიც ცდილობენ, რომ სხვებთან შედარებით ცხოვრების დეტალები გაასაიდუმლოონ.

ყველაზე უფრო დიდ საიდუმლოებს დიქტატორების ოჯახები ინახავენ. მაგალითად, ჩვენს დროში, ყველაზე დიდი საიდუმლოებით მოცულ დიქტატორად ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი და მისი ოჯახი შეგვიძლია დავასახელოთ. მის ცოლს ჩრდილოეთ კორეის ქეით მიდლტონს უწოდობენ. მათი შვილების შესახებ კი ბევრი არაფერი ვიცით. მხოლოდ სავარაუდო ცნობებია იმის შესახებ, რომ კიმ ჩენ ინს სამი შვილი ჰყავს, თუმცა უცნობია ბავშვების სქესი.

ვნახოთ, როგორ გამოიყურებიან დღევანდელი მსოფლიოს დიქტატორების ქალიშვილები:

1. ლეილა ალიევა - ლეილა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და პირველი ლედის, მეჰრიბან ალიევას უფროსი ქალიშვილია. ის ბაქოში ერთ-ერთი მოდური გამოცემის მთავარი რედაქტორია.

როგორ გამოიყურებიან დიქტატორების მომხიბვლელი ცოლების ქალიშვილები?

ლეილა 1985 წლის 3 ივლისს, მოსკოვში დაიბადა. განათლებაც მოსკოვში მიიღო. მეჰრიბან ალიევას სამი შვილი ჰყავს - ალი, მიკაილი და ამინა. ლეილას ქმარი რუსი მილიარდერის, არას აგალაროვის ვაჟი, ემინ აგალაროვია.

როგორ გამოიყურებიან დიქტატორების მომხიბვლელი ცოლების ქალიშვილები?

2. არზუ ალიევა - არზუ ალიევების ოჯახის უმცროსი ქალიშვილია. ის 1989 წლის 23 იანვარს დაიბადა. პროფესიით ფილმების პროდიუსერია. მის მიერ გადაღებული ვიდეორგოლი აზერბაიჯანის შესახებ, 2008 წელს,CNN-მა და Euronews-მა აჩვენა. 2011 წელს არზუ ბიზნესმენ აიდინ კურბანოვის ვაჟზე, სამად კურბანოვზე დაქორწინდა.

როგორ გამოიყურებიან დიქტატორების მომხიბვლელი ცოლების ქალიშვილები?

3. ჰინდ ბინთ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტჰანი - ის ყატარის შეიხის და მისი ყოფილი ცოლის, შეიხა მოზას ქალიშვილია, რომელიც 1984 წლის 15 აგვისტოს დაიბადა. ჰინდის განთლება აშშ-ში აქვს მიღებული და ახლა აქტიურადაა ჩართული ყატარში განათლების სისტემის მოდერნიზაციის საქმეში. არის არაერთი საგანმანათლებლო პროექტის ავტორი. ჰინდი დაქორწინებულია შეიხ ფაისალ ბინ ტანი ალ ტანზე. 

BO-4 Multipic:
როგორ გამოიყურებიან დიქტატორების მომხიბვლელი ცოლების ქალიშვილები?

4. ალ მაიასა ბინთ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტჰანი - ის ყატარის ყოფილი პირველი ლედის, შეიხა მოზას უფროსი ქალიშვილია, რომელიც 1983 წელს დაიბადა. ყატარსა და მთელს მსოფლიოში მას ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალად მიიჩნევენ. „ფორბსმა“ ის მსოფლიოს 100 ყველაზე ძლიერ და გავლენიან ქალებს შორისაც კი შეიყვანა. ალ მაიასა ყატარის მუზეუმის ხელმძღვანელია. შეიხას, თავისი დის მსგავსად, განათლება აშშ-ში აქვს მიღებული. ის ხელოვნების უძვირფასესი ნიმუშების კოლექციონერია. 

როგორ გამოიყურებიან დიქტატორების მომხიბვლელი ცოლების ქალიშვილები?

5. ჟოზიანა დოს სანტოსი - ის ანგოლას ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდო დოს სანტოსისა და პირველი ლედის, ანა პაულა დოს სანტოსის ქალიშვილია.

BO-7 Multipic:

6. ზეინ ალ ასადი - ეს გოგონა სირიის პრეზიდენტ ბაშარალ ასადისა და მისი ცოლის ასმა ალ ასადის ქალიშვილია. ზეინი 2003 წელს დაიბადა. მისი ფოტოები ინტერნეტში მწირი რაოდენობით მოიპოვება.

BO-8 Multipic: