ოჯახი და კარიერა - როგორ დავიცვათ ბალანსი
01.04.2025
2019 წლის მოდის კვირეულებს უკვე უმასპინძლეს მოდის თვალსაზრისით მსოფლიოს მთავარმა ქალაქებმა - პარიზმა, ნიუ-იორკმა და ა.შ და შესაბამისად, მთავარი ტენდენციებიც გამოიკვეთა.
ვნახოთ, როგორ ფერებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი 2019 წლის გაზაფხულზე.
1. ღია ცისფერი - ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია ეს რომანტიკული ფერი იქნება. ასეთი ფერის სამოსი ვიზუალს რომანტიკულთან ერთად, ჰაეროვან და ქალურ ელფერს სძენს.



2. მკვეთრი ვარდისფერი - გაითვალისწინეთ, რომ ვარდისფერის შერჩევისას ის არ უნდა იყოს ე.წ. მილენიალების ვარდისფერი, რადგანაც ეს ფერი გადავიდა მოდიდან. აქცენტი გააკეთეთ მკვეთრ ვარდისფერზე.



3. ლავანდისფერი, იისფერი - ეს ფერი გასულ წელსაც აქტუალური იყო და ტრენდულობას ისევ შეინარჩუნებს.



4. მწვანე - კიდევ ერთი ტენდენცია. ასეთი ფერის სამოსი გაზაფხულზე განსაკუთრებით აქტუალური იქნება. მწვანე სიცოცხლის, განახლებისა და ახლის დასაწყისის სიმბოლოა, ამიტომაც კონცეფციის თვალსაზრისით, იდეალურად ერწყმის გაზაფხულს.



5. ყვითელი - მოდის ექსპერტები აქცენტს მაქსიმალურად მხიარულ და ფერად ვიზუალზე აკეთებენ, ამიტომაც 2019 წლის გაზაფხული კაშკაშა ყვითელი ფერის სამოსის გარეშე წარმოუდგენელია.



თემები: სტილი, ტრენდი, 2019 წლის ტენდენციები, 2019 წელი
<a href="https://www.whowhatwear.com">https://www.whowhatwear.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია