LIFE

რატომ იყო ცხოვრება 50 წლის წინ გაცილებით უკეთესი? - 9 მიზეზი

რატომ იყო ცხოვრება 50 წლის წინ გაცილებით უკეთესი? - 9 მიზეზი

საიდუმლო არ არის, რომ ტექნოლოგიურმა განვითარებამ, მიღწევებმა, ადამიანების დიდი ნაწილის ცხოვრება გაამარტივა. მაგალითად, შეგიძლიათ, აპლიკაციის საშუალებით,სახლიდან გაუსვლელად შეუკვეთოთ საჭმელი, განახორციელოთ საბანკო ოპერაციები, იპოვოთ საინტერესო ინფორმაცია „გუგლში“ და ა.შ.

მაგრამ ამ ყველაფრის გვერდით არის ზოგიერთი ისეთი ასპექტი, რომელიც ცხოვრებას კი არ გვიმარტივებს, არამედ გვირთულებს. რეალურად არის ისეთი რაღაცები, რაც გვაფიქრებინებს, რომ ცხოვრება 50 წლის წინ უფრო მარტივი და კარგი იყო და ახლა ის გაცილებით ძვირი და ამავდროულად, სახიფათო გახდა.

რატომ იყო ცხოვრება 50 წლის წინ გაცილებით უკეთესი? - 9 მიზეზი

ვნახოთ 9 მიზეზი, რატომ იყო ცხოვრება უკეთესი 5 დეკადის წინ.

1. ადამიანებთან შეხვედრა უფრო მარტივი იყო - დღეს უმეტესი ჩვენგანი ტელეფონებზე, კომპიუტერებზე ვართ დამოკიდებულები და კომუნიკაციისთვის ტექნოლოგიებს ვიყენებთ. ტექნოლოგიების ეპოქაში ადამიანები ხშირად არ ხვდებიან პირისპირ ერთმანეთს და რეალური ურთიერთობების დეფიციტი გაჩნდა.

2. საყვარელ ადამიანთან შეხვედრა უფრო მარტივი იყო - დღეს პოპულარულია სოციალური ქსელები, გაცნობის აპლიკაციები, თუმცა ეს მხოლოდ ვირტუალური სამყაროა, რომელიც აჩენს განცდას, რომ რომანტიკულ პარტნიორს ასე მარტივად იპოვნი, მაგრამ რეალობა სულ სხვაგვარია. კვლევის თანახმად, გაცნობის საიტებზე დაწყებული ურთიერთობების უმეტესი ნაწილი ვირტუალურ სამყაროშივე კვდება და ის ვერ ვითარდება. 50 წლის წინ უფრო მეტად ჰქონდათ ადამიანებს რეალური, პირისპირ ურთიერთობები და უფრო მეტი შესაძლებლობა იყო საყვარელი ადამიანი გაგეცნო სხვადასხვა სოციალურ წრეში და მასთან პირდაპირი კომუნიკაცია დაგემყარებინა.

რატომ იყო ცხოვრება 50 წლის წინ გაცილებით უკეთესი? - 9 მიზეზი

3. სამსახურის საკითხები, პრობლემების მოგვარება ადამიანის პირად მახასიათებლებზე, მის გამოცდილებაზე და განათლებაზე უფრო მეტად იყო დამოკიდებული, ვიდრე ტექნოლოგიებზე - დღესაც, რა თქმა უნდა, განათლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ზოგიერთ სამსახურში ტექნოლოგიების როლი უმნიშვნელოვანესია. ტექნოლოგიებისა და ადამიანის როლი თანდათან ერთმანეთს გაუთანაბრდა და ზოგ შემთხვევაში, ტექნოლოგიებმა უფრო მეტი მნიშვნელობაც კი შეიძინა.

4. 50 წლის წინ ადამიანებს მშვიდად დაძინება შეეძლოთ - ბევრი ჩვენგანი ვერ წყვეტს სოციალური ქსელების სქროლვას, რაც რეალურად მძიმე გავლენას ახდენს ძილის ხარისხზე და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. გვავიწყდება, რომ ძილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 50 წლის წინ კი ეს პრობლემა საერთოდ არ არსებობდა.

5. ტექნოლოგიების განვითარებამდე ადამიანები უფრო ჯანსაღები იყვნენ ემოციურად და ფსიქოლოგიურად - კვლევა აჩვენებს, რომ თანამედროვე ადამიანებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, აწუხებთ სტრესი, შფოთვა და დეპრესია, რომელიც სმარტფონებითა და სოციალური ქსელებითაა გამოწვეული. ჩვენ ვადარებთ საკუთარ ცხოვრებას იმ ადამიანების ცხოვრებას, რომლებსაც სოციალურ ქსელებში ვხედავთ და ეს დეპრესიის მიზეზი ხდება. ეს საკითხი არ იყო აქტუალური 50 წლის წინ და ცხოვრება ამის გამო უფრო სასიამოვნო იყო.

რატომ იყო ცხოვრება 50 წლის წინ გაცილებით უკეთესი? - 9 მიზეზი


6. თვითმფრინავით მგზავრობა უფრო მარტივი იყო - დღეს უამრავი შეზღუდვა აქვთ მგზავრებს, განსაკუთრებით ბარგთან დაკავშირებით. ადრე ასე არ იყო. შეგეძლოთ გაცილებით მეტი ბარგი წაგეღოთ და წაგეღოთ ისეთი ნივთები, რომლებსაც დღეს ავიაკომპანიები კრძალავენ.

რატომ იყო ცხოვრება 50 წლის წინ გაცილებით უკეთესი? - 9 მიზეზი


7. 50 წლის წინ უფრო მარტივი იყო ფილმის ნახვა კინოთეატრში - და გაცილებით უფრო მეტი ადამიანი დადიოდა კინოთეატრებში, ვიდრე დღეს. რატომ? - იმიტომ, რომ ბილეთის ფასი გაცილებით იაფი იყო. სწორედ ამიტომ, ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონდათ, არც ერთი კინოსეანსი არ გამოეტოვებინათ.


8. 50 წლის წინ მხოლოდ ერთი ადამიანის ხელფასით შეიძლებოდა მთელ ოჯახს ეცხოვრა და თან ისე, რომ არაფერი მოაკლდებოდათ - დღეს ეს ფაქტობრივად წარმოუდგენელია. თუ ოჯახის ყველა ზრდასრული წევრი დასაქმებული არაა, როგორც წესი, ამ ოჯახს მძიმე ეკონომიური პრობლემები აქვს. 50 წლის წინ ოჯახების 70%-ის შემოსავლის წყარო ოჯახის მამაკაცის ხელფასი იყო, დღეს კი ოჯახების 60%-ზე მეტი ოჯახის როგორც ქალი, ასევე მამაკაცი წევრების შემოსავლით საზრდოობს (შენიშვნა: კვლევა ჩატარებულია აშშ-ში და შესაბამისად, ამერიკული ოჯახების მონაცემებს ითვალისწინებს).

რატომ იყო ცხოვრება 50 წლის წინ გაცილებით უკეთესი? - 9 მიზეზი

9. 50 წლის წინ გაცილებით მარტივი იყო სახლის ყიდვა - სახლის ფასები წარმოუდგენლად გაიზარდა დეკადების განმავლობაში და დღეს ძალიან რთულია მისი შეძენა, რადგანაც სახლის ფასი, ადამიანის წლიურ შემოსავალს მნიშვნელოვნად აჭარბებს.



<a href="https://www.thisisinsider.com">https://www.thisisinsider.com</a>