ზოგიერთ ბიჭს არ მოსწონს, როცა საყვარელი ქალი მის სამოსს იცვამს, თუმცა მამაკაცების უმეტესობას, როგორც წესი, აღაფრთოვანებს და აბედნიერებს შეყვარებულის თავის სამოსში დანახვა.

მოდის ექსპერტები ამბობენ, რომ მამაკაცის სამოსს თუ სწორად ჩაიცვამთ და აქსესუარებს შეუსაბამებთ, უფრო ტრენდული ქალი იქნებით.

ვნახოთ სამოსი და ნივთები საყვარელი მამაკაცის გარდერობიდან, რომელიც ნებისმიერ ქალს ტრენდულად აქცევს

1. თეთრი პერანგი - საიდუმლო არ არის, რომ ბიჭებს მოსწონთ, როცა ქალს დიდი ზომის პერანგში ხედავენ. ასეთი პერანგი იდეალურია ტანზე კარგად მომდგარ ჯინსებზე და მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე, თუმცა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ სპორტულ ფეხსაცმელთანაც ჩაიცვათ.

2. დიდი ზომის სვიტერი - შეგიძლიათ საყვარელ მამაკაცს „მოპაროთ“ ჰუდი, ან ჟაკეტი, ან უბრალოდ სვიტერი. ასეთი სამოსი ქალებს ძალიან უხდებათ.

3. კეპიანი ქუდი - სპორტულ სამოსთან ის იდეალურია.

4. ჯინსის ქურთუკი

5. ჯინსის შარვალი - შეგიძლიათ საყვარელი მამაკაცის ჯინსის შარვალიც კი ჩაიცვათ. არაუშავს თუ წელზე ვერ იჩერებთ. შეგიძლიათ ქამარი გამოიყენოთ. სამაგიეროდ, ტრენდული ვიზუალი გექნებათ.

6. სათვალე

7. სპორტული მაისური - შეგიძლიათ მისი სპორტული მაისური კაბის ფუნქციით ჩაიცვათ.

8. ტყავის ქურთუკი

9. ე.წ. კუბოკრული პერანგი

10. მისი სპორტული ქურთუკი იდეალური იქნება ჯინსის მოკლე შორტებზე.