1. სვიტრი და პლისე ქვედაბოლო

პლისე ქვედაბოლოები - ამ წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია. სვიტრთან შეხამებაში ისინი ქმნიან კომფორტულსა და ერთდროულად მოდურს სტილს, რომელიც იდეალურად უხდება წელიწადის ცივ დროს. ქვედაბოლოს სიგრძე შეიძლება თავად აირჩიოთ.

2. ჯინსები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

ჯინსები - გარდერობის უნივერსალური ნივთია, რომელიც უხდება ნებისმიერ ფეხსაცმელს. კლასიკური მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც არ არის გამონაკლისი, ის ხომ ყოველდღიურ სამოსს გლამურულ ნოტას მატებს. მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ყველაზე კარგად ეხამება მოკლე მოდელები: ღია წვივების ხარჯზე სილუეტი უფრო მსუბუქი და აკურატული ხდება.

3. თეთრი პერანგი და სარაფანი

პერანგი და სარაფანი მშვენივრად ავსებენ ერთმანეთს: ასეთ შეხამებაში პერანგი გამოიყურება ნაკლებად ოფიციალურად, სარაფანი კი - ნაკლებად ყოველდღიურად. შედეგად გამოდის საინტერესო სტილი, რომელიც უხდება ოფისისსაც და სეიწნობასაც.

4. კაბის მაგივრად გრძელი ჟაკეტი

მოკლე, წელში გამოყვანილი ჟაკეტების ნაცვლად მოდაში შემოვიდა 90-იანების სტილის გრძელი მოდელები. დღისით ისინი შეიძლება ატაროთ ქვედაბოლოსთან ან შარვალთან, საღამოს კი - შეგიცვალოთ კაბა, რომელიც შეიძლება ჩაიცვათ როგორც წვეულებაზე, ასევე სასეირნოდ.

5. კაბა-სვიტრი და ბოტფორდები

ჩვეულ კაბა-სვიტრი მთლიანად დახურულია, რაც მას ვულგარულობას აშორებს, რომელიც შეიძლება გაჩნდეს ბოტფორდების სხვა ნივთებთან შეხამებაში. ბოტფორდები, თავის მხრივ, მატებენ სტილს რაღაც მარცვალს. ერთადერთი პირობაა - კაბა არ უნდა იყოს ზედმეტად ვიწრო.

6. სვიტრი და მიდი ქვედაბოლო

კიდევ ერთი კომპლექტი ცივი ამინდისთვის, რომელიც გამოიყურება სტილურად და ამავდროულად ძალიან კომფორტულად. სვიტრი შეიძლება ატაროთ როგორც ზემოდან, ასევე ჩატანებული ქვედაბოლოში, რათა ხაზი გაუსვათ წელს. მეორე შემთხვევაში მოუხდება უფრო თხელი სვიტრები.

7. კოსტიუმი და ჯინსები

მამაკაცური სტილის გრძელი კოსტიუმის შეხამება ჯინსებთან უნივერსალურია. ასეთი ჩაცმულობით შეიძლება ყველგან წახვიდეთ. ფეხსაცმელი შეიძლება იყოს ნებისმიერი: დაწყებული ბოტასებითა და კედებით, დამთავრებული ქუსლიანი ფეხსაცმელებით.

8. პერანგი როლინგთან ერთად

მშვენიერი მაგალითი იმისა, რომ ორი დამოუკიდებელი ნივთი შესანიშნავად მუშაობს ერთად და ქმნის საინტერესო მრავალფენოვან სტილს. როლინგი ამავდროულად არ არის აუცილებელი იყოს პერანგის ტონალობის, ყველაზე თამამებს კი შეუძლიათ დაამატონ ზემოდან კიდევ რამდენიმე ფენა, მაგალითად, ჟაკეტი და პალტო.