LIFE

ფარაჰ ფეჰლევი - ირანის უკანასკნელი დედოფალი, თავისუფლების სიმბოლო და ქალი, რომელსაც ჯეკი კენედს ადარებდნენ

ფარაჰ ფეჰლევი - ირანის უკანასკნელი დედოფალი, თავისუფლების სიმბოლო და ქალი, რომელსაც ჯეკი კენედს ადარებდნენ

ფარაჰ ფეჰლევი ირანის უკანასკნელი დედოფალია. ის ირანის შაჰის, მოჰამედ რეზა ფეჰლევის ქვრივი - შაჰის სამი ცოლიდან მესამე და ერთადერთია, რომელიც იმპერატრიცად აკურთხეს. ფარაჰი აზერბაიჯანული წარმოშობისა. განათლება პარიზსა და თეირანში აქვს მიღებული.

ფარაჰი ირანის შაჰს 1959 წელს, პარიზის საელჩოში შეხვდა და ქორწინება ამავე წელს, 21 დეკემბერს შედგა. მოჰამდესა და ფარაჰს ოთხი შვილი გაუჩნდათ.

ფარაჰ ფეჰლევი - ირანის უკანასკნელი დედოფალი, თავისუფლების სიმბოლო და ქალი, რომელსაც ჯეკი კენედს ადარებდნენ

ფარაჰ ფეჰლევი ირანის დამხობილი დემოკრატიის ტრაგიკული სიმბოლოა.

ფარაჰ ფეჰლევი - ირანის უკანასკნელი დედოფალი, თავისუფლების სიმბოლო და ქალი, რომელსაც ჯეკი კენედს ადარებდნენ

მომავალი დედოფალი მზრუნველ ოჯახურ გარემოში გაიზარდა. მშობლები გოგონასთვის სრულფასოვანი განათლების მიცემას ცდილობდნენ. ფარაჰი თეირანში იტალიურ და ფრანგულ სკოლებში სწავლობდა. როდესაც მამა გარდაეცვალა ის რვა წლის იყო. სწორედ მამამ შეაყვარა ფრანგული ენა და კულტურა. დედისგან ფარაჰმა ისწავლა ის, თუ როგორ უნდა ეცხოვრა დამოუკიდებლად, როგორ უნდა მიეღწია დიდი მიზენებისთვის. გოგონამ თავისი მონდომების წყალობით დაფინანსება მოიპოვა და სწავლა პარიზში, არქიტექტურის სპეციალობაზე გააგრძელა.

ფარაჰ ფეჰლევი - ირანის უკანასკნელი დედოფალი, თავისუფლების სიმბოლო და ქალი, რომელსაც ჯეკი კენედს ადარებდნენ

მოგვიანებით ირანის შაჰი იხსენებდა - „მე დიდი ხანი ვეძებდი შესაფერ ცოლს და მაშინვე, როცა ეს ქალი დავინახე, მივხვდი, რომ სწორედ მას ვეძებდი, რომ ის იყო ქალი, რომელსაც ველოდი, მივხვდი, რომ ის იქნებოდა დედოფალი, რომელიც ჩემს ქვეყანას სჭირდებოდა“.

BO-5 Multipic:

ირანის შაჰი მოჰამედ რეზა ჰეფლევი ოცნებობდა, რომ ირანი თანამედროვე, ცივილურ ქვეყნად ექცია, სადაც ადამიანები მშვიდობიანად, თავისუფლად და დემოკრატიული პრინციპების დაცვით იცხოვრებდნენ. 1960 წელს ის ე.წ. თეთრი რევოლუციის ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიზანიც იყო რეფორმების გატარება ბევრი მიმართულებით, მათ შორის, ქალების უფლებების თვალსაზრისითაც. რეფორმის მიხედვით, ირანელ ქალებს ხმის მიცემის, განათლების მიღების უფლება ჰქონდათ.

ფარაჰ ფეჰლევი - ირანის უკანასკნელი დედოფალი, თავისუფლების სიმბოლო და ქალი, რომელსაც ჯეკი კენედს ადარებდნენ

ამ პერიოდში ირანი უკვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანა იყო, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიური განვითარების თვალსაზრისით მოწინავე პოზიციებს იკავებდა.

ფარაჰ ფეჰლევი - ირანის უკანასკნელი დედოფალი, თავისუფლების სიმბოლო და ქალი, რომელსაც ჯეკი კენედს ადარებდნენ

შაჰმა თავიდანვე თქვა, რომ მის ცოლს არ ექნებოდა მხოლოდ ოფიციალურ ცერემონიებზე გამოჩენის დატვირთვა. ფარაჰს ქვეყნის მართვაში, მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში უნდა მიეღო მონაწილეობა. შაჰი მისგან სწორედ ამას ელოდა, რადგანაც იცოდა, რომ განათლება დასავლეთში ჰქონდა მიღებული და დამოუკიდებლად აზროვნება შეეძლო.

ის იყო დედოფალი, რომელიც ემსახურებოდა ხალხს და დიდ როლს ასრულებდა ირანისთვის ეკონომიური აღმასვლისა და წარმატების მოტანაში. ერთად ამ სამეფო წყვილმა ირანის „ოქროს ხანა“ შექმნა.

ფარაჰ ფეჰლევი - ირანის უკანასკნელი დედოფალი, თავისუფლების სიმბოლო და ქალი, რომელსაც ჯეკი კენედს ადარებდნენ

ფარაჰ ფეჰლევმა ირანში შექმნილი უძვირფასესი ხელოვნების ნიმუშების მდიდარი კოლექცია შეაგროვა, რომლის ხღიღებულებაც დღეს 3 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

ფარაჰ ფეჰლევი - ირანის უკანასკნელი დედოფალი, თავისუფლების სიმბოლო და ქალი, რომელსაც ჯეკი კენედს ადარებდნენ

თავისი შეუდარებელი სტილით, განსაკუთრებული ქარიზამტულობითა და შარმით, ხელოვნებისადმი სიყვარულით მას ჯეკი კენედს ადარებდნენ და აღმოსავლეთის ჟაკლინსაც კი უწოდებდნენ.

ფარაჰ ფეჰლევი - ირანის უკანასკნელი დედოფალი, თავისუფლების სიმბოლო და ქალი, რომელსაც ჯეკი კენედს ადარებდნენ

ფოტოაქრივში შაჰისა და ფარაჰის კენედების გვერდით გადაღებული ფოტოებიც მოიპოვება, რომელიც დემოკრატიული ირანის სახეს გვიჩვენებს.

ფარაჰ ფეჰლევი - ირანის უკანასკნელი დედოფალი, თავისუფლების სიმბოლო და ქალი, რომელსაც ჯეკი კენედს ადარებდნენ

1979 წელს, ისლამური რევოლუციის შემდეგ, სამეფო ოჯახი იძულებული გახდა ირანი დაეტოვებინა. მათ დატოვეს სამშობლო და თავშესაფარი აშშ-ში მიიღეს. ირანის შაჰი 1980 წელს, ეგვიპტეში გარდაიცვალა. ფარაჰ ფაჰლევი კი ცხოვრების ნაწილს აშშ-ში, ნაწილს კი საფრანგეთში ატარებს და მას შემდეგ ირანში აღარ დაბრუნებულა.

ფარაჰ ფეჰლევი - ირანის უკანასკნელი დედოფალი, თავისუფლების სიმბოლო და ქალი, რომელსაც ჯეკი კენედს ადარებდნენ
ფარაჰ ფეჰლევი - ირანის უკანასკნელი დედოფალი, თავისუფლების სიმბოლო და ქალი, რომელსაც ჯეკი კენედს ადარებდნენ



<a href="https://allthatsinteresting.com">https://allthatsinteresting.com</a>