სტილი

მოდის 7 წესი, რომლებიც არ უნდა გაითვალისწინოთ

მოდის 7 წესი, რომლებიც არ უნდა გაითვალისწინოთ

მოდურობა, ლამაზად და ელეგანტურად ჩაცმა არ ნიშნავს, რომ ყველა წესი გაითვალისწინოთ. არის ისეთი წესები, რომლებიც სჯობს, უგულებელყოთ. ამ სტატიაში სწორედ ასეთ წესებზე ვისაუბრებთ.

1. შავი და მუქი ლურჯი ფერის სამოსი ერთად არ ჩაიცვათ - მოდის ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ ეს ორი ფერი ერთად არ უნდა ჩავიცვათ, მაგრამ რეალურად ასე არ არის და მათი კომბინაციით ელეგანტური სტილის შექმნა შეგიძლიათ. მაგალითად, დები ოლსენები ხშირად იცვამენ შავი და მუქი ლურჯი ფერების კომბინაციის სამოსს და ამტკიცებენ, რომ ეს ფერები იდეალურად შეესაბამება ერთმანეთს.

მოდის 7 წესი, რომლებიც არ უნდა გაითვალისწინოთ

2. ჩანთა და ფეხსაცმელი ყოველთვის ერთმანეთს უნდა შეესაბამებოდეს - დედოფალი ელისაბედი ხართ? - ვფიქრობთ, რომ - არა. არ არის საჭირო, რომ ფეხსაცმელი და ჩანთა, მათი ფერები აუცილებლად ერთმანეთის შესაბამისი იყოს. 50-იან წლებში ქალები ცდილობდნენ სამოსის, ჩანთისა და ფეხსაცმლის ფერი ერთნაირი ყოფილიყო, თუმცა ეს 50-იან წლებში იყო ტრენდული. დღეს კი, როცა ყველაფერი ერთ ფერში გვაცვია, ცოტა სასაცილოდაც კი გამოვიყურებით. არაუშავს, თუ თქვენი ჩანთის ფერი ფეხსაცმლის ფერს არ ემთხვევა. ეს უკეთესიცაა. მთლიანი ვიზუალი უფრო მხიარული და ტრენდული იქნება.

მოდის 7 წესი, რომლებიც არ უნდა გაითვალისწინოთ

3. ოქროსა და ვერცხლის სამკაულები ერთად არ უნდა გაიკეთოთ - კიდევ ერთი წესი, რომელიც შეგიძლიათ თამამად დაარღვიოთ. ეს მოძველებული შეხედულებაა. შეგიძლიათ გაიკეთოთ კომბინირებულად როგორც ვერცხლის, ასევე ოქროს სამკაულები.

მოდის 7 წესი, რომლებიც არ უნდა გაითვალისწინოთ

4. საღამოს კაბასთან აუცილებლად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უნდა ჩაიცვათ - არა, ესეც მოძველებული შეხედულებაა. საღამოს კაბასთან დაბალ ძირზე, კომფორტული ფეხსაცმელიც შეგიძლიათ ჩაიცვათ და იდეალური, ტრენდული სტილი მიიღოთ. ასე რომ, თუ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ტარება გიჭირთ და სასაცილოდ დადიხართ მასზე, თამამად შეგიძლიათ, ყველაზე პომპეზურ წვეულებაზეც კი, კოქტეილის კაბას კომფორტული ფეხსაცმელი შეუსაბამოთ. შეხედეთ ჯიჯი ჰადიდს და დარწმუნდებით, რომ საღამოს კაბებს ასეთი ფეხსაცმელი ძალიან უხდება.

მოდის 7 წესი, რომლებიც არ უნდა გაითვალისწინოთ

5. ჩაიცვით ისე, როგორც წონა გკარნახობთ - ყველა მოდურ ადამიანს ერთი რამ აქვს საერთო - ისინი იცვამენ იმას, რაც ზუსტად ერგებათ. თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, ნუ მოინდომებთ პატარა ზომის სამოსის ჩაცმას, ასე შეიძლება სასაცილო ელფერი გქონდეთ. ჩაიცვით თქვენი ზომის სამოსი და მიიღეთ საკუთარი თავი ისეთები, როგორებიც ხართ.

მოდის 7 წესი, რომლებიც არ უნდა გაითვალისწინოთ

6. ატარე სამოსი, რომელსაც ერთი და იგივე პრინტი აქვს - არა, ასე არ მოიქცეთ. არ არის აუცილებელი მოსაწყენი, მონოტონური სამოსის ტარება. სტილის შერჩევისას გამოიჩინეთ უფრო მეტი თავისუფლება და გახსოვდეთ, რომ თანამედროვე მოდა ნაკლებ შეზღუდვებს ნიშნავს.

მოდის 7 წესი, რომლებიც არ უნდა გაითვალისწინოთ

7. მხოლოდ იმ სამოსის ტარება შეგიძლია, რომელიც შენს სქესს შეესაბამება - დაარღვიეთ კლიშეები. შეგიძლიათ ჩაიცვათ მამაკაცების სამოსი და რა თქმა უნდა, მამაკაცებსაც შეუძლიათ ქალის სამოსის ტარება. ვიქტორია ბეკჰემი ხშირად იცვამს თავისი ქმრის სამოსს და გვაჩვენებს, თუ რა ელეგანტურად შეიძლება გამოვიყურებოდეთ კაცის სამოსით.

მოდის 7 წესი, რომლებიც არ უნდა გაითვალისწინოთ



<a href="https://www.vogue.co.uk">https://www.vogue.co.uk</a>