სოდის გამოყენების 8 ხერხი, რომელთა შესახებაც აქამდე არ იცოდით
- 20.03.2019
1. აცხრობს შეშუპებას ფეხებზე
30 წლის შემდეგ ადამიანების დიდ ნაწილს ეწყება ფეხების შეშუპება. როგორც წესი, ეს დაკავშირებულია მარილების დაგროვებასთან. შეშუპების მოსაშორებლად დაგეხმარებათ სოდიანი ხსნარი. 1,5 ჩ.კ. სოდას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. თბილ ხსნარში დაასველეთ ბამბის წინდები, გაწურეთ და ჩაიცვით. ზემოდან შეიხვიეთ საკვები პოლიეთილენით ან პარკით და ჩაიცვით მშრალი წინდები. ასეთი კომპრესები შეიძლება დაიტოვოთ მთელი ღამით. და 8 საათის შემდეგ პროცედურის მოქმედებას შეუიარაღებელი თვალით დაინახავთ.
2. აშორებს პესტიციდებს ხილსა და ბოსტნეულზე
იმისათვის რომ მოაშოროთ ხილსა და ბოსტნეულს ცვილი და პესტიციდები, დატოვეთ ისინი 15-20 წუთით თბილ სოდიან ხსნარში (1 ჩ.კ. სოდა 1 ლ წყალზე).
3. უნარჩუნებს ფერს ბროკოლს ხარშვის დროს
იმისათვის რომ შევუნარჩუნოთ ბროკოლს ხასხასა მწვანე ფერი, დაამატეთ წყლიან ქვაბში 1 ს.კ. სოდა. ბოსტნეული უფრო მადიანად გამოიყურება.
4. ტაბლეტები ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვის
1 ს.კ. სოდა, ½ ჭიქა მარილი და 1/3 ჭიქა ლიმონის მჟავა გადაურიეთ ერთმანეთში და დაამატეთ 2-3 ს.კ. ჭურჭლის სარეცხი საშუალება. საგულდაგულოდ აურიეთ და დატოვეთ 1,5-2 საათით. ამ დროს მიმდინარეობს ქიმიური რეაქცია. როდესაც მასის მოცულობა აღარ მოიმატებს, გადაიღეთ ყინულის ფორმებში და დატოვეთ გასაშრობად.
5. აშორებს რთულ ლაქებს ქსოვილიდან
იმისათვის რომ მოაშოროთ ოფლის ყვითელი ლაქები თეთრ ქსოვილზე, გადაურიეთ 2 ს.კ. სოდა, 4 ს.კ. წყალბადის ზეჟანგი და 1 ჩ.კ. ჭურჭლის სარეცხი საშუალება. წაუსვით ეს ნარევი ლაქას და დატოვეთ 15-20 წუთით. სიფრთხილით გამოიყენეთ თხელ ქსოვილზე, ისეთზე როგორც ბატისტია.
ბალახის ლაქები და სისხლის ლაქები ჯინსებზე შეიძლება ამოიყვანოთ თბილი სოდიანი ხსნარით. დაასველეთ ლაქა ხსნარით და გაუსვით ჯაგრისი, დატოვეთ 30 წუთით. შემდეგ გაავლეთ ქსოვილი წყალში.
6. დამარბილებელი თეთრეულისთვისა და ტანსაცმლისთვის
თეთრეული უფრო რბილი გახდება, თუ რეცხვამდე ერთი დღე-ღამით ჩაალბობთ სოდიან ხსნარში (1-1,5 ს.კ. სოდა 5 ლ წყალზე). ამით თქვენ გააძლიერებთ სარეცხი ფხვნილის მოქმედებას და ნახავთ, რომ ნივთები გახდა უფრო სუფთა, ვიდრე ჩვეულებრივი რეცხვის შემდეგ.
7. ათეთრებს ფეხსაცმლის თეთრ ძირებს
გადაურიეთ 2 ს.კ. სოდა, 1 ს.კ. წყალბადის ზეჟანგი და 1 ს.კ. წყალი. ფრთხილად წაუსვით ბოტასების ძირებს პატარა ჯაგრისით და გაწმინდეთ.
8. აღმდგენი აბაზანა ვარჯიშის შემდეგ
კუნთებში ტკივილის შეგრძნებას მოგიხსნით აბაზანა სოდით. ნახევარი კოლოფი სოდა გახსენით მდუღარე წყალში და დაამატეთ ეს ხსნარი თბილ აბაზანაში. 20-წუთიანი პროცედურა არბილებს კანს და ანიჭებს მოდუნების საშუალებას.
თემები: სწორი კვება, თავის მოვლა, ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია