15 საუკეთესო ფრაზა „ლუი ანდერსონიდან“, რომლებიც ბავშვობაში დაგაბრუნებთ
- 26.03.2019
ლუი ანდერსონი 90-იანი წლების ბავშვების გამორჩეულად საყვარელი ანიმაციაა, რომელიც დღემდე გვიყვარს და ბავშვობის წლებს გვახსენებს. ანდერსონების ოჯახის ცხოვრებით იწყებოდა ჩვენი ყოველი დილა. ანიმაციის გმირების საინტერესო და სახალისო ფრაზები კი დღემდე გვახსოვს და გვიყვარს. განსაკუთრებული ენამახვილობით ლუის მამა, ენდი ანდერსონი გამოირჩეოდა.
ერთად გავიხსენოთ ყველაზე დასამახსოვრებელი, საინტერესო და სახალისო ფრაზები ანიმაციიდან:
1. - მამა, შეიძლება ერთი კითხვა დაგისვა?
- პასუხების მეტი რა მაქვს, შვილო. მიდი, დამისვი.
20. ენდი: - ღმერთო, როგორ ყინავს, 150 გრადუსი მაინც იქნება.
3. ენდი: - ორა, ესენი ვინ არიან?
- მათი სახლი დაიტბორა და ჩვენთან შევთავაზე მოსვლა.
- მე რა, ნოეს ვგავარ, თუ კიდობანი მაქვს სახლში?!
4. - მამა, შენ რა, ჩემ გამო დაბრუნდი?
- რა თქმა უნდა, არა! დაცვამ არ გამიშვა.
5. ენდი: - შინაური ცხოველი რად გინდა, ძმა ხომ გყავს სახლში?
6. ენდი: როგორც ჩანს, ტორნადომ ჩვენს სახლს ვერაფერი დააკლო.
- ორა, ჭერში ფანჯარა როდის გამოვაჭრევინეთ?
7. - მამა, სხვა სახელით თუ გისარგებლია ენდი ანდერსონის გარდა?
- კი, „ჩქარა დაწექი, სანამ ანდერსონი არ გადარეულას“ მეძახდნენ.
8. ენდი: წვიმების სეზონის დროს ამაზონის ჯუნგლებში ვისვენებდი. ეს რა წვიმაა?! უბრალოდ, ჟინჟღლავს.
9. სამი თვის ვიყავი პირველად სასკოლო ბანაკში რომ დამტოვეს. ექვსი თვის უკვე ჯგუფს ვხელმძღვანელობდი.
10. - მამა, ბებია დაბრუნდა!
- რატომ, კბილები დარჩა?
11. - მამა, თეთრ დათვებს რომ ეჭიდავებოდი არ გეშინოდა?
- რას ამბობ, ლუი, ბებიაშენთან სამი საათი გავატარე და არ შემშინებია და თეთრი დათვი შემაშინებდა?
12. ენდი: ლუი, ჯარში ყველა საჭმელი მწვანე იყო - მწვანე კარტოფილი, მწვანე მაკარონი, მწვანე სალათა.
- სალათა ისედაც მწვანეა.
- რა თქმა უნდა, ახლა მწვანეა, ჩვენ გავამწვანეთ.
13. ენდი: - რისი გეშინია ლუი?! ჩვეულებრივი ძაღლია, ადამიანი ხომ არ არის, უმიზეზოდ გეცეს.
14. ენდი: - რატომ კოჭლობ, ლუი? ისევ გუნდა მოგხვდა ყურში?
15. ენდი: გინდათ ამბავი მოგიყვეთ და ცოტა დაგამშვიდოთ? შუა ბრძოლაა, ღამეა, ჭურვები სკდება, პეტერსონმა ფეხი დაკარგა. ოღონდ, რა თქმა უნდა, თავისი არა.
თემები: ფსიქოლოგია, ცხოვრება, ფრაზები, ლუი ანდერსენი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია