1. ვერძი - „სამეფო კარის თამაშები“/Game of Thrones
ეს სერიალი, მისი დინამიკა, ინტრიგები, ყველაზე მეტად შეგეფერებათ და ყველაზე მეტად სწორედ ამ შოუთი მოიხიბლებით. სერიალში ყველაფერია, რაც გიზიდავთ - ვნება, ცეცხლი, ამბიციები და სამეფო ტახტი, რომლისთვის ბრძოლაშიც თავადაც სიამოვნებით ჩაერთვებოდით.
2. კურო - „გვირგვინი“/The Crown
თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც გიჟდება ფუფუნებაზე, სიმდიდრეზე და ასევე, დიდ პატივს სცემთ ტრადიციებს. „გვირგვინი“ არის სერიალი, რომელიც სამეფო ოჯახის ცხოვრებას გაჩვენებთ. ის სავსეა ულამაზესი კოსტიუმებით და თვალისმომჭრელად მდიდრულ ცხოვრებას წარმოგიდგენთ. ამ სერიალში ყველაფერია, რაც გიზიდავთ და რაზეც ოცნებობთ.
3. ტყუპები - „მხევლის წიგნი“/Handmaid’s Tale
ტყუპებო. თქვენ ყველაზე მეტად სწორედ „მხევლის წიგნი“ მოგეწონებათ. აქ ნახავთ, რომ ადამიანში შეიძლება ორი, სრულიად განსხვავებული ნატურა ცხოვრობდეს. შესაძლოა, მის გმირებთან ბევრი საერთოც იპოვნოთ. თქვენშიც ორი სრულიად განსხვავებული ადამიანი ცხოვრობს, ამიტომაც ეს სერიალი ყველაზე მეტად მოგეწონებათ.
4. კირჩხიბი - „გრეისი და ფრენკი“/Grace & Frankie
ეს არის სერიალი, რომელიც თქვენს ნატურას ყველაზე მეტად შეეფერება. სერიალის გმირები გაგახალისებენ და მათი სასაცილო ამბებით კარგად გაერთობით, ბევრს იცინებთ და მის გმირებთან ბევრ საერთოსაც იპოვნით.
5. ლომი - „პოზა“/Pose
ყველა ლომი შინაგანად დივაა, ხოლო „პოზა“ ის სერიალია, რომელიც ლომს თავისი შინაგანი სამყაროს გამომზეურებისთვის მოტივაციას მისცემს. სერიალის ამბიციური და მამაცი პერსონაჟები ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მოახდენენ.
6. ქალწული - „ბრწყინვალება“/Glow
ეს ნამდვილად ის სატელევიზიო შოუა, რომლითაც ქალწულები მოიხიბლებიან. სერიალი მსახიობის ამბავს გვიყვება, რომელიც საკუთარი ადგილის პოვნასა და თვითრეალიზაციას ცდილობს სახიფათო სამყაროში.
7. სასწორი - „ლამაზმანები“/Russian Doll
სასწორს უყვარს სარკაზმი და შავი იუმორი, რომლითაც ეს სერიალია გაჯერებული. სწორედ ამიტომ, ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებისთვის „ლამაზმანები“ განსაკუთრებით საყვარელი სერიალი გახდება.
8. მორიელი - „ევას მკვლელობა“/Killing Eve
სერიალი ბნელით მოცულ ამბებს გვიყვება და ორი ძლიერი ქალის პერსონაჟს წარმოგვიდგენს, რომელთაგანაც ერთი სერიული მკვლელია, ხოლო მეორე სპეცსამსახურების თანამშრომელი. ეს არის სერიალი, რომლითაც მორიელი ყველაზე მეტად მოიხიბლება.
9. მშვილდოსანი - „დიდი პატარა ტყუილები“/Big Little Lies
მშვილდოსნები ცნობისმოყვარეობით გამოირჩევიან და იზიდავთ უჩვეულო, მისტიკური ამბები. სწორედ ასეთ ამბებს ნახავთ მოცემულ სერიალში. ეს არის დრამა ქალაქზე, რომელიც ბნელ საიდუმლოებს მალავს. ქალაქზე, სადაც გარეგნულად ბედნიერი ოჯახები ცხოვრობენ, თუმცა სახლების ლამაზ ფასადებს მიღმა მძიმე და ძალადობით სავსე ცხოვრება იმალება.
10. თხის რქა -„ გოგონები“/Girls
ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ცვალებადი ხასიათით გამოირჩევიან. სწორედ ამიტომ, სერიალი „გოგონები“ მათ ყველაზე მეტად მოეწონებათ. ის ოთხ, აბსოლუტურად განსხვავებულ ძლიერ ქალზე მოგვითხრობს, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად, მეგობრობის შენარჩუნებას ახერხებენ.
11. მერწყული - „მტკიცე კიმი შმიდტი“/Unbreakable Kimmy Schmidt
მერწყულები ხასიათის სიმტკიცით და ცოტა სიმკაცრითაც გამოირჩევიან, ამიტომაც, მათ კიმი შმიდტი ძალიან მოეწონებათ. ამ სერიალში ყველაფერია, რასაც მერწყულის მოხიბვლა შეუძლია.
12. თევზები - „საოცარი მისის მეიზელი“/Marvelous Mrs. Maisel
ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები განსაკუთრებით მოიხიბლებიან ამ სერიალით. მასში სრულყოფილი ცხოვრებაა აღბეჭდილი, ისეთი, როგორზეც თევზები ოცნებობენ. ეს არის სერიალი ნიჭიერ ადამიანზე, რომლის ცხოვრებაც თქვენთვის ინსპირაციის წყარო გახდება.
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები, ფილმები, სერიალი, სერიალები ქალებზე
<a href="https://herbeauty.co">https://herbeauty.co</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია