პარტნიორის 5 გამაღიზიანებელი ნაკლი, რომელთა გამოსწორებაც ჭკვიან ქალს მარტივად შეუძლია
- 27.03.2019
1. არ გეხმარებათ საშინაო საქმეებში, ეზარება დალაგება და სხვა ყოფითი რაღაცეები
გადაწყვეტილება: ვინაიდან საშინაო საქმეები დიდი შრომას მოითხოვს, თქვენს მიერ არ ღირს მისი გაუფასურება და პარტნიორზე გადაბარება. მნიშვნელოვანია ხაზი გაუსვათ, რა გააკეთეთ სახლში, როგორი რთული იყო და როგორ დაიღალეთ. მაშინ ყველა დააფასებს თქვენს წვლილს საერთო ყოფაში. გაანაწილეთ მოვალეობები ან, თუ არ გაქვთ დალაგების დრო, ეცადეთ გამოყოთ ბიუჯეტში ცალკე თანხა დასუფთავების სამსახურისთვის.
2. ნაკლებად მონაწილეობს ბავშვების აღზრდაში
გადაწყვეტილება: ხშირად მამაკაცები თავს არიდებენ მშობლის მოვალეობებს არა იმიტომ, რომ მათ ეს არ აინტერესებთ, უბრალოდ არ იციან, რა გააკეთონ ბავშვებთან. გარდა ამისა, ხდება ხოლმე, რომ ცოლები ახლოს არ უშვებენ ქმრებს ბავშვთან, რადგან ფიქრობენ, რომ თვითონ უკეთესად გაუმკლავდებიან. ეცადეთ ჩააყენოთ ის ყველაფრის საქმის კურსში, რაც ეხება ბავშვს, გაანაწილეთ როლები და ერთად აირჩიეთ პასუხისმგებლობის ის ნაწილი, რომელსაც ის აიღებს საკუთარ თავზე.
3. საათობით „ზის“ გაჯეტებთან
გადაწყვეტილება: თუ თქვენი პარტნიორი შეპყრობილია სოციალური ქსელებითა და კომპიუტერული თამაშებით, ეს არ არის საბაბი გაბრაზდეთ მასზე, შესაძლებელია ასე ის რაღაცის უკმარისობას ინაზღაურებს. მაგალითად, ალერსის ან ყურადღების. გარდა ამისა, ამით შეუძლება დეპრესიას ებრძოდეს. ამ დროს უკეთესი იქნება შესთავაზოთ გაჯეტის ალტერნატივა. დაელოდეთ ერთობლივ სასიამოვნო დროისტარებას და აღნიშნეთ, რა კარგი დღე იყო დღეს და რა კარგი იქნებოდა ხშირად გაგემეორებინათ ასეთი მომენტები.
4. იკეტება საკუთარ თავში, არ საუბრობს პრობლემებზე
გადაწყვეტილება: ხშირად მეუღლეები აკოპირებენ ერთმანეთის ქცევებს. ეცადეთ ხშირად ესაუბროთ პარტნიორს საკუთარი საქმეების შესახებ, გაუზიარეთ წვრილმანები, დაუსვით კითხვები. თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია იყოს მოსმენილი, გამოხატეთ დაინტერესება დამაჯერებელი ფრაზებით, ჟესტებით. ხშირად ინფორმაციის უქონლობის გამო, ჩვენ ვიწყებთ პრობლემების მოგონებას. ამიტომ არაფერი არ უნდა ვივარაუდოთ, უმჯობესია პირდაპირ ვკითხოთ პარტნიორს რით არის უკმაყოფილო და რა აწუხებს.
5. ყრის მთელ სახლში საკუთარ ნივთებს
გადაწყვეტილება: თუ გინდათ, რომ თქვენი პარტნიორი თავის ადგილას ალაგებდეს ნივთებს, უბრალოდ უნდა ჩამოუყალიბოთ მას ეს უნარი. თუ პარტნიორი ყველაფერს ყრის სკამებზე და იატაკზე, ნუ დაყვებით ფეხდაფეხ და ნუ ალაგებთ ყველაფერს თავის ადგილას. შესაძლებელია, ერთხელაც ის დარჩეს სუფთა ტანსაცმლის გარეშე და ეს მისთვის კარგი გაკვეთილი იქნება. ამავდროულად არ დაგავიწყდეთ პარტნიორის შექება, თუ დაინახეთ, რომ თავის ადგილას ალაგებს ნივთებს.
ბონუსი: შექება ყოველთვის უფრო ძლიერად მოქმედებს
ოჯახის ფსიქოლოგები გვახსენებენ: როგორც არ უნდა გინდოდეთ სხვისი ნაკლოვანებების გამოსწორება, არ ღირს პარტნიორისთვის დაყვედრება. ჩხუბი და წუწუნი მხოლოდ აუარესებს სიტუაციას, ამიტომ უკეთესია აირჩიოთ ქცევის რბილი ტაქტიკა და ხშირად შეაქოთ საყვარელი ადამიანი.
თემები: სიყვარული, ქალი, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, პრობლემები, თავდაჯერებულობა, ჯანმრთელობა, ქალები, რჩევები
<a href="adme.ru">adme.ru</a>