ზაფხულამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. მოდის ექსპერტები, ბლოგერები კი უკვე გვთავაზობენ 2019 წლის ზაფხულის ტენდენციებს. ვნახოთ, როგორი ფეხსაცმელები იქნება მოდაში ამ წელს - 10 ყველაზე ტრენდული გადაწყვეტილება.

1. საზაფხულო ფეხსაცმელი საშუალო ზომის ქუსლზე - ეცადეთ აქცენტი გააკეთოთ ნეიტრალურ ფერებზე. ეს ფეხსაცმელი ვიზუალს რომანტიკულ და ქალურ ელფერს შემატებს.

2. კომფორტული საზაფხულო ფეხსაცმელი, რომელიც 90-იანი წლების მოდის ინსპირაციით შეიქმნა - ის არის ხის ძირიანი ფეხსაცმელი და შეგიძლიათ ჩაიცვათ შაბათ-კვირას პიკნიკზე. არის კომფორტული და მოსახერხებელი.

3. თეთრი შუზი - ასეთი ფეხსაცმელი ზაფხულშიც შეინარჩუნებს აქტუალურობას და ის უნდა შეუსაბამოთ საზაფხულო თხელ კაბას, ასევე, ჯინსის მოკლე შორტებს.

4. ეს ვერცხლისფერი ფეხსაცმლი ყველაზე ექსტრავაგანტული ქალებისთვისაა - და ეს სტილი ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია იქნება.

5. კომფორტული საზაფხულო ფეხსაცმელი - ეს არის ტრენდული ფეხსაცმელი, რომელიც იმდენად კომფორტულია, რომ შესაძლოა მთელი შვებულება მხოლოდ ის გეცვათ.

6. რაც შეეხება ამ ნეიტრალური ფერის ფეხსაცმელს, ზღვის სეზონისთვის იდეალურია.

7. ერთიან ძირზე შავი, საზაფხულო ფეხსამელი, ტყავის ელემენტებით - კიდევ ერთი ტრენდული გადაწყვეტილება.

8. ექსტრავაგანსტული და ტრენდული საზაფხულო ფეხსაცმელი - ვერ ვიტყვით ეს ფეხსაცმელი საქართველოში გახდება თუ არა ტრენდული, მაგრამ მოდის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამერიკისა და ევროპის ქუჩებში ის 2019 წლის ზაფხულში ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია იქნება.

9. ტრენდული იქნება თეთრი, ოქროსფერით გაფორმებული კედები - ასეთი ფეხსაცმელი თითქმის ყველანაირი სტილის სამოსს უხდება, თუმცა იდეალურია ჯინსის მოკლე შორტებთან.

10. კიდევ ერთი უჩვეულო სტილის, თუმცა კომფორტული ფეხსაცმელი, რომელიც 2019 წლის ზაფხულის მთავარი ტენდენცია იქნება.