ჯინსები ყველას გვიყვარს. ჯინსის სამოსი ყველაზე კომფორტულია და ის არასოდეს გადადის მოდიდან და წელიწადის ნებისმიერ დროს აქტუალურია, მას უამრავი რამ შეგვიძლია შევუსაბამოთ, ბევრი სხვადასხვაგვარი სტილი შევქმნათ, მაგრამ ზოგჯერ არის შემთხვევები, როცა ისეთ სამოსს ან აქსესუარს ვატარებთ ჯინსთან ერთად, რომელიც ვიზუალს ტრენდულ და გლამურულ იერს აკარგვინებს.

ვნახოთ 5 ტრენდული რამ, რაც ჯინსის სამოსთან არ უნდა ჩაიცვათ თუ გინდათ, რომ ელეგანტური და მოდური იერი გქონდეთ.

1. წელის ჩანთა - ეს აქსესუარი 2019 წელსაც აქტუალურია და მოდის ბლოგერები გვირჩევენ, რომ წელის ჩანთა უმჯობესია საგაზაფხულო, ფერად კაბასთან ერთად ვატაროთ.

2. საზაფხულო ფეხსაცმელი, ე.წ. ფლიპ-ფლოპი - ჯინსის შარვალზე, ან კაბაზე უფრო მეტად ის თხელ, თავისუფალი სტილის შარვალს უხდება.

3. მაისური პერანგის საყელოთი და ღილებით - ე.წ. პოლოს მაისურები 2019 წლის მთავარი ტრენდია და გირჩევთ, რომ ის არ ჩაიცვათ ჯინსის შარვალთან, გაცილებით უფრო მოდური და ტრენდული იერი გექნებათ, თუ კაბას შეუსაბამებთ.

4. მაისური რაიმე პრინტით, გრაფიკული გამოსახულებით - ასეთი სტილის მაისური ისევ ინარჩუნებს აქტუალურობას. ჯინსის შარვალთანაც ლამაზია, მაგრამ უფრო მოდური იერი გექნებათ, თუ თხელ, თავისუფალი სტილის შარვალს შეუსაბამებთ.

5. საზაფხულო სანდლები - ასეთი სტილის ფეხსაცმელი ჯინსის შარვლის ნაცვლად ჩაიცვით საშუალო სიგრძის კაბასთან.