სტილი

ექსკლუზივი: დემნა გვასალია ზუგდიდის მოდის კვირეულს აფუძნებს - როგორი იქნება მეგრული Fashion Week?

ექსკლუზივი: დემნა გვასალია ზუგდიდის მოდის კვირეულს აფუძნებს - როგორი იქნება მეგრული Fashion Week?

Trend.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ ყველაზე წარმატებული ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია, ზუგდიდის მოდის კვირეულს აფუძნებს. დემნას სურს, რომ ზუგდიდი მსოფლიო მოდის რუკაზე მოინიშნოს და მალე ისეთი მოდური და გლამურული ქალაქების ჩამონათვალს შეუერთდეს, როგორებიცაა მილანი, პარიზი და ნიუ-იორკი.

ზუგდიდში Fashion Week 5 მაისს გაიხსნება და ის 14 მაისამდე გასტანს. ამ პერიოდის განმავლობაში ქალაქს ეწვევიან პოპულარული დიზაინერები და საკუთარი კოლექციების ჩვენებას გამართავენ. ცხადია, ზუგდიდში „ბალენსიაგასა“ და „ვეტმანის“ კოლექციების ჩვენებები გაიმართება, თუმცა გარდა ამისა, ზუგდიდს ვირჯილ აბლო, დონატელა ვერსაჩე და სხვა წამყვანი დიზაინერებიც ეწვევიან.

ექსკლუზივი: დემნა გვასალია ზუგდიდის მოდის კვირეულს აფუძნებს - როგორი იქნება მეგრული Fashion Week?

ორგანიზატორები მაისში ზუგდიდში ვარსკვლავთცვენას ვარაუდობენ. პოდიუმზე გამოვლენ ისეთი მოდელები, როგორებიც არიან ჯიჯი და ბელა ჰადიდები, ირინა შეიკი, სარა სამპაიო, ემილი რატაკოვსკი და სხვები.

დემნა აპირებს, რომ შანსი ახალბედა დიზაინერებსაც მისცეს, მათ შორის ზუგდიდელ დიზაინერებსაც, რაც იმას ნიშნავს, რომ მოდის კვირეულზე სრულიად უცნობი ადამიანების კოლექციებსაც ვიხილავთ.

ექსკლუზივი: დემნა გვასალია ზუგდიდის მოდის კვირეულს აფუძნებს - როგორი იქნება მეგრული Fashion Week?

Trend.Ge-ს წყაროს ინფორმაციით, დემნას სურს, რომ მოდის კვირეული განსაკუთრებულ ლოკაციაზე გამართოს. ერთ-ერთ ვარიანტად კი დადიანების სასახლე განიხილება, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.

მოდის კვირეულის ფარგლებში საქართველოს, კონკრეტულად კი, ზუგდიდს მსოფლიოს წამყვანი მოდური გამოცემების წარმომადგენლები ეწვევიან. მათ შორის იქნებიან Vogue-სა და Harper’s Bazaar-ის ჟურნალისტები.

ექსკლუზივი: დემნა გვასალია ზუგდიდის მოდის კვირეულს აფუძნებს - როგორი იქნება მეგრული Fashion Week?

რაც შეეხება დემნას ახალ კოლექციას, ცნობილი გახდა, რომ ის „ბალენსიაგასთვის“ ახალ კოლექციას ქართულ ეროვნულ მოტივებზე ქმნის. ეს იქნება სრულიად სხვაგვარი სამოსი და განსხვავებული ხელწერით. დემნა გეგმავს, რომ მოდელებს ჩოხა ჩააცვას და ჩიხტი-კოპი დააფაროს და ასე აჩვენოს მთელ მსოფლიოს როგორი იყო გასულ საუკუნეებში ქართული მოდა. ასე რომ, დაველოდოთ. დიდი ალბათობით, ზუგდიდში დემნა გვასალიას კოლექციის ჩვენების შემდეგ, მსოფლიო ვარსკვლავები ქართული ეროვნული სამოსით ივლიან.