10 სუნამო, რომლებსაც პოპულარული ქალები ყოველ დღე იყენებენ - როგორია ვარსკვლავური სურნელი
- 09.04.2019
მოდელებთან ერთად მსახიობები და მომღერლები ხშირად გვევლინებიან სხვადასხვა პარფიუმერული ბრენდისა და სუნამოების სახედ. საინტერესოა, რომელ სუნამოებს ანიჭებენ ისინი უპირატესობას და რომელ პარფიუმს იყენებენ ვარსკვლავი ქალები ყოველდღიურ ცხოვრებაში.
1. ბიონსე - თავის ინტერვიუებში ბიონსე ხშირად ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსწონს ყველაფერი რასაც „არმანის“ ხაზი აერთიანებს და უპირატესობას სწორედ Giorgio Armani-ს სუნამოებს ანიჭებს. Emporio Armani Diamonds Intense ბიონსეს საყვარელი სუნამოა და სჯერა, რომ მისი სურნელი ქალურობას უსვამს ხაზს.
2. ჯენიფერ ანისტონი - Chapter One მსახიობის საყვარელი სუნამოა, რომელიც ყვავილებისა და ცუტრუსების ნოტების ნაზავითაა შექმნილი.
3. კიმ კარდაშიანი - რეალითი შოუების ვარსკვლავს სუნამოს საკუთარი ხაზი აქვს, რომელიც სხვადასხვა არომატის სუნამოს აერთიანებს. მათ შორის კი არის სამი სუნამო, რომლებიც კიმს განსაკუთრებით უყვარს. ესენია Wifey, Baddi და Baby Girl.
4. ნაომი უოტსი -ბრიტანელი მსახიობი ამბობს, რომ არ უყვარს როცა ძალიან დიდი რაოდენობით სუნამოს იყენებს და თვლის რომ ამ შემთხვევაში ყველანაირი სურნელი შემაწუხებელია. მისი საყვარელი სუნამოა Musk.
5. ქეით ბოსუორთი - ამერიკელი მსახიობი და მოდელი ამბობს, რომ მას ძალიან მოსწონს შვედური ბრენდი Byredo და მისი სუნამო სახელად - Gypsy Water. ქეითი ამბობს, რომ წლებია ამ სუნამოს მომხმარებელია და მას რომანტიკული სურნელი აქვს.
6. სარა ჯესიკა პარკერი - მსახიობს საკუთარი სუნამოების ხაზი აქვს და ქმნის სხვადასხვა არომატებს როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. სარა ჯესიკა პარკერის თქმით, მისი საყვარელი სუნამოა Incense Avignon, რომელსაც იაპონური ბრენდი, Comme des Garcons. ეს სურნელი მისი შთაგონების წყაროა.
7. სინდი კროუფორდი - ყოფილი სუპერმოდელი უნიკალური არომატის სუნამოს იყენებს, რომელიც Azzi Glasser-მა სპეციალურად მისთვის შექმნა.
8. ქაილი ჯენერი - ქაილი ამბობს, რომ მას არ მოსწონს მძაფრი სურნელი და რომ სუნამოს სუნი თავს ატკიებს. მოდელი სუნამოს ნახვლად ტანის სპრეის იყენებს. Victoria’s Secret-ის Coconut Passion-ს კი მისთვის ყველაზე მისაღები სუნი აქვს.
9. ჯიჯი ჰადიდი - სუპერმოდელი Tom Ford-ის სუნამოს, Velvet Orchid-ის სახეა და ამბობს, რომ ყოველთვის ამ სუნამოს იყენებს. არ აქვს მნიშვნელობა სად მიდის, მეგობრებთან ერთად წვეულებაზე, თუ რაიმე ცერემონიაზე, ჯიჯი ყოველთვის Velvet Orchid-ს ირჩევს.
10. ქენდალ ჯენერი - ქენდალის საყვარელი სუნამოა Estee Lauder-ის Modern Muse Le Rouge. ქენდალი მიიჩნევს, რომ ეს სუნამო ყველაზე მეტად ეხმარება დადებითი შთაბეჭდილების მოხდენაში და თანამედროვე ქალისთვი განკუთვნილი არომატია.
თემები: სტილი, რჩევები ქალებს, სუნამო, ვარსკვლავები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>