LIFE

ადამიანები, რომლებსაც სახლის დალაგება ეზარებათ, კრეატიულები არიან

ადამიანები, რომლებსაც სახლის დალაგება ეზარებათ, კრეატიულები არიან

ამბობენ, რომ თუ ადამიანის პიროვნული მახასიათებელების გაგება გსურთ და გინდათ ის კარგად გაიცნოთ, სახლში უნდა ესტუმროთ, რადგანაც სახლი ადამიანის შესახებ ბევრ რამეს ამბობს.

ვნახოთ რა საიდუმლოს გასცემს მოუწესრიგებელი სახლი თქვენ შესახებ.

1. ყველა უსარგებლო ნივთი მიმალული გაქვთ კარადებში, უჯრებში და კარადაში ყველაფერი თავდაყირაა - ერთი შეხედვით თქვენი სახლი, ან ოთახი შესაძლოა იდეალურად და სუფთად გამოიყურება, მაგრამ თუ სამზარეულოს თაროებს, ან კარადას გამოაღებთ, იქ უამრავი უსარგებლო, მიყრილ-მოყრილი ნივთია. ინახავთ გატეხელ მაკრატლებს, ძველ კალმებს, ან საკრედიტო ბარათებს, გამოუსადეგარ, ძველ, დახეულ ტანსაცმელს.

ადამიანები, რომლებსაც სახლის დალაგება ეზარებათ, კრეატიულები არიან

თუ თქვენს სახლში მსგავსი სიტუაციაა, ეს ნიშნავს, რომ გიყვართ თქვენი ხასიათის საუკეთესო შტრიხების წარმოჩენა და გარშემომყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენა. ადამიანებს მარტივად იშორებთ თავიდან როცა ხედვათ რომ ისინი თქვენთვის უსარგებლონი არიან.

2. არ გადარდებთ თუ სახლი გაურემონტებელია. პირიქით, ასეთ სახლში უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს - ზოგიერთ ადამიანს არ აწუხებს ის რომ სახლში რემონტი არ აქვს, შესაძლოა შპალერი ზოგიერთ ადგილას ჩამოხეული იყოს, მაგრამ არ გადაწყვიტონ მისი შეცვლა.

ადამიანები, რომლებსაც სახლის დალაგება ეზარებათ, კრეატიულები არიან

თუ თქვენ ასეთი ადამიანი ხართ, ეს ნიშნავს, რომ მუდამ ცვლილებების მოლოდინში ხართ, მუდამ ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლაზე ფიქრობთ და ამიტომაც არ აპირებთ რემონტის გაკეთებას. თქვენ მოწესრიგებული სახლი, რემონტი დისკომფორტს გიქმნით და გიჩენთ განცდას, რომ ერთსა და იმავე ადგილას დიდხანს უნდა იცხოვროთ, რაც არ გხიბლავთ.

3. თუ თქვენი სამუშაო მაგიდა მუდამ მოუწესრიგებელი და არეულია - სამუშაო მაგიდის მიხედვით ფსიქოლოგებს შეუძლიათ ადამიანის ფსიქოტიპი განსაზღვრონ. ზოგიერთ ადამიანს მოსწონს როცა მაგიდაზე ყველაფერი ერთმანეთშია არეული და ფურცლები, კალმები, ბაინდერები, ფანქრები, თუ სხვა ინვენტარი მიყრილ-მოყრილია.

ადამიანები, რომლებსაც სახლის დალაგება ეზარებათ, კრეატიულები არიან

თუ თქვენი მაგიდაც მსგავს მდგომარეობაშია, ეს სულაც არ არის ცუდი. ეს მიუთითებს, რომ კრეტიული, შემოქმედებითი ადამიანი ხართ.

4. თუ გასარეცხ ტანსაცმელს კვირების განმავლობაში აგროვებთ - ძალიან ცოტა ადამიანია ისეთი, რომელსაც უყვარს დალაგების, რეცხვის, ყველაფრის წესრიგში მოყვანის პროცესი. უფრო მეტიც, ზოგიერთ მათგანს ეს საქმე საშინლად ეზიზღება და სიტყვა დალაგების ეშინია. ზოგიერთი ადამიანი კვირების განმავლობაში არ რეცხავს ტანსაცმელს და შეიძლება მთელი ზამთარი ისე გავიდეს, სარეცხი მანქანა არ ჩართოს და ჭუჭყიანი სამოსით აავსოს სახლი.

ადამიანები, რომლებსაც სახლის დალაგება ეზარებათ, კრეატიულები არიან

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს კარჩაკეტილი ადამიანების ინდიკატორია, რომლებსაც უჭირთ კომუნიკაციის დამყარება სხვებთან, ურთიერთობების აწყობა და სწორად წარმართვა. ეს არ არის მხოლოდ სიზარმაცე, ასეთი ადამიანები დეპრესიულები არიან და დალაგებისთვის განწყობა არ აქვთ.

5. თუ თქვენი სახლი აჩენს განცდას, რომ იქ არავინ ცხოვრობს - ზოგიერთი ადამიანის სახლი ისეთია, რომ იფიქრებთ, იქ არავინ ცხოვრობს. სახლი შესაძლოა იყოს სუფთა, მცირე ავეჯით და არანაირი ჭურჭლით. ზოგიერთს შესაძლოა მაცივარიც კი არ ჰქონდეს, არ ჰქონდეს ელემეტარული საჭიროებისთვის აუცილებელი ნივთები.

ადამიანები, რომლებსაც სახლის დალაგება ეზარებათ, კრეატიულები არიან

თუ სახლი ცარიელია და გიტოვებთ განცდას, რომ იქ არავინ ცხოვრობს, ეს შესაძლოა იქ მცხოვრები ადამიანის ფსიქოლოგიურ პრობლემებზე მიუთითებდეს. ფსიქოლოგების განმარტებით, ამ ადამიანებს აქვთ მოლოდინი რომ მათ ცხოვრებაში გამოჩნდება ვინც სახლს სახლს მყუდრო და კომფორტულ გარემოდ გადაუქცევთ. არ არიან თავდაჯერებულები და მოსწონთ, როცა სხვაზე არიან დამოკიდებულები.

6. თუ სამზარეულოს ხშირად ტოვებთ მოუწესრიგებელს - სამზარეულო სახლის ყველაზე სუფთა ადგილი უნდა იყოს - საჭმელს ვამზადებთ და მივირთმევთ. მაგრამ მიუხედავად ამისა, არიან ადამიანები, რომელთა სამზარეულოშიც მუდამ არეულობაა.

ადამიანები, რომლებსაც სახლის დალაგება ეზარებათ, კრეატიულები არიან

ზოგჯერ ყოველივე მხოლოდ სიზარმაცის ბრალი არ არის. სხვადასხვა კვლევებით დადასტურებულია, რომ თუ სახლს არ ალაგებთ, სამზარეულოს არ ასუფთავებთ, ეს დეპრესიის გამომხატველი ერთ-ერთი მიზეზია. ადამიანებს უბრალოდ არ აქვთ ენერგია იმისა, რომ სახლის სისუფთავეზე იზრუნონ. ზოგჯერ თვლიან, რომ ისინი არ იმსახურებენ სუფთა სახლში ცხოვრებას. მეორე მხრივ კი, თუ რეგულარულად ალაგებთ სახლს, ეს აუმჯობესებს განწყობას და გეხმარებათ დეპრესიის დაძლევაში.

7. თუ თქვენი აბაზანა მოუწესრიგებელია - ეს არ არის მხოლოდ სიზარმაცის ბრალი. თუ თქვენი აბაზანა მოუწესრიგებელია, ეს დეპრესიის კიდევ ერთი ინდიკატორი გახლავთ. თუ თქვენს აბაზანაში არ არის სურნელოვანი ეთერზეთები, გელი, თავის მოვლის სხვადასხვა საშუალებები, ეს ნიშნავს, რომ სტრესში ხართ და საკუთარ თავზე ზრუნვის უნარიც კი აღარ შეგრჩათ, აღარ გადარდებთ ის, თუ როგორ გამოიყურებით.

ადამიანები, რომლებსაც სახლის დალაგება ეზარებათ, კრეატიულები არიან



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>