1. ვერძი - თქვენ უშიშარი ლიდერი ხართ და ყოველთვის აკეთებთ იმას, რაც გსურთ. ერთი რამ რასაც არასოდეს გააკეთებთ არის ის, რომ არასოდეს ითხოვთ ნებართვას, არ გჭირდებათ არავის თანხმობა, არ გაინტერესებთ სხვების აზრი.
2. კურო - არასოდეს შეიცვლით შეხედულებას. შესაძლოა იცით, რომ ცდებით, ხვდებით ამას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლით მოსაზრებას და არ გადაუხვევთ გზას.
3. ტყუპები - არავითარ შემთხვევაში არ გაიკარებთ ნეგატიურ ფიქრებს. ამბობთ, რომ ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა და არ აპირებთ უარყოფითი ენერგეტიკით დამუხტვას. არ გჩვევიათ კრიტიკული შენიშვნები.
4. კირჩხიბი - არასოდეს არ უგულებელყოფთ ადამიანის თხოვნას. როცა მეგობარს დახმარება სჭირდება, ყველაფერზე ხართ წამსვლელი. მზად ხართ სხვის გამო საკუთარ საჭიროებებზე უარი თქვათ. გამოირჩევით მზრუნველი და მოსიყვარულე ხასიათით.
5. ლომი - არავითარ შემთხვევაში არ იქნებით მეორე. ყველაფერს გააკეთებთ, რომ ყველა საქმეში იყოთ პირველი და საუკეთესო.
6. ქალწული - თქვენ არასოდეს მოაწყობთ შოუს, დრამას, არ გიყვართ ადამიანებით მანიპულირება. თქვენ უბრალოდ ცდილობთ სრულყოფილად გააკეთოთ თქვენი საქმე.
7. სასწორი - არასოდეს დანებდებით. მაშინაც კი, როცა ყველაფერი საშინლადაა, როცა ცხოვრებაში ბევრი პრობლემა გაქვთ, იმედით და ოპტიმიზმით ხართ სავსე და ყველაფერს გააკეთებთ ცხოვრების მოსაწესრიგებლად, პრობლემების დასაძლევად. დანებება არ გჩვევიათ.
8. მორიელი - არასოდეს არ მოითმენთ უპატივცემულობას. თუ ხედავთ, რომ უპატივცემულოდ გექცევიან, ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ შური იძიოთ და სამაგიერო გადაუხადოთ.
9. მშვილდოსანი - ერთი რამ რასაც არასოდეს გააკეთებთ და ვერ გააკეთებთ არის ის, რომ არ შეგიძლიათ გაჩუმება. ყოველთვის ღიად და თამამად გამოხატავთ თქვენს აზრს. არ გადარდებთ გეთანხმებიან თუ არა.
10. თხის რქა - არასოდეს მისცემთ საკუთარ თავს უფლებას, რომ რაიმეში წარუმატებელი იყოთ. ყველაფერს გააკეთებთ წარმატებისთვის. სწორედ ამიტომ არის, რომ თხის რქების უმეტესობა წარმატებული ადამიანია.
11. მერწყული - თქვენ არასოდეს დატოვებთ საქმეს შეუსრულებელს. გიყვართ საქმის ბოლომდე მიყვანა. ცდილობთ, რომ საქმე საუკეთესოდ შეასრულოთ.
12. თევზები - ერთი რამ რასაც არასოდეს გააკეთებთ არის ის, რომ არასოდეს მისცემთ სხვების ნეგატიურ ემოციებს უფლებას განწყობა გაგიფუჭონ და ცუდ ხასიათზე დაგაყენონ.
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი, ასტროლოგია