1. ვერძი - უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახს და არ გაექცეთ პასუხისმგებლობეს. ცოტა ხნით პირადი სურვილები მეორე პლანზე გადაინაცვლებს. შესაძლოა, ყველაფრისგან გაქცევა მოგინდეთ და თავი ცუდად იგრძნოთ, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. მოსალოდნელია მცირე ფინანსური პრობლემები.
2. კურო - მაისი თქვენი თვეა. თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანები გამოჩნდებიან, რომლებიც წარმატებას მოგიტანენ, გაჩნდება ახალი შესაძლებლობები, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. გელოდებათ დიდი წარმატება აბსოლუტურად ყველანაირ ურთიერთობაში - როგორც სასიყვარულო, ასევე, მეგობრულ და სამსახურებრივ ურთიერთობებში.
3. ტყუპები - თქვენთვის მაისი ფინანსური თვალსაზრისით განსაკუთრებული წარმატების მომტანი იქნება. მაგრამ ასტროლოგები გირჩევენ, რომ ფულის შენახვას სჯობს ის საკუთარი სიამოვნებისთვის დახარჯოთ. მიეცით თავს განტვირთვის. დასვენების საშუალება. თქვენ ეს დაიმსახურეთ.
4. კირჩხიბი - იყავით ყურადღებით და გამოიყენეთ მთელი თქვენი ცოდნა, უნარები, შესაძლებლობები იმისთვის, რომ წარმატებულები იყოთ. მაქსიმალური კონცენტრაცია გჭირდებათ. სხვა შემთხვევაში წარუმატებლობა გელით.
5. ლომი - გირჩევთ, მაისი მეგობრობის თვედ გამოაცხადოთ და ყველაზე მეტი დრო მეგობრულ ურთიერთობებს დაუთმოთ. დაგეგმეთ რაიმე აქტივობა მეგობრებთან ერთად, ან მოგზაურობა მეგობრეთან ერთად. ცხოვრების ამ ეტაპზე ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.
6. ქალწული - თქვენს ცხოვრებაში მაისში დიდი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ყველაფერი ისევ ისე დარჩება, როგორც ახლაა. საერთო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს თქვენთვის სტაბილური პერიოდი იქნება.
7. სასწორი - ცხოვრება საინტერესო თავგადასავალს გიმზადებთ. მოსალოდნელია, რომ ეს თავგადასავალი სიყვარულს დაუკავშირდეს. მაისი თქვენთვის ყველაზე რომანტიკული თვე იქნება.
8. მორიელი - შეიძენთ ახალ მეგობრებს და მათთან ბევრ საერთოს იპოვნით. იგრძნობთ, რომ ზოგიერთი ადამიანი თავს ძალიან გაბეზრებთ და მათგან თავის დაღწევას მოინდომებთ. გირჩევთ, ეცადოთ ახალ გარემოში, განსხვავებულ სიტუაციაში ყოფნას. ეს დადებითი ემოციებით დაგმუხტავთ.
9. მშვილდოსანი - მაისში კარიერული წინსვლა გელოდებათ და მოსალოდნელია, რომ თქვენი შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ახალი შესაძლებლობები გაგიჩნდებათ. აუცილებლად გამოხატეთ მადლიერება.
10. თხის რქა - თქვენში შინაგანი ბავშვი გაიღვიძებს და მიხვდებით, რომ დაგღალათ ამდენმა მუშაობამ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ აუცილებლად გამონახოთ დრო განტვირთვისთვის, თუდაც ქალაქგარეთ წასასვლელად. ეს ახალი ენერგიით აგავსებთ.
11. მერწყული - თქვენ უფრო მეტი თავისუფლება გჭირდებათ. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში კი გაგიჭირდებათ თავის დაღწევა ყოველდღიური რუტინისგან. შესაძლოა ამის გამო დეპრესიაშიც კი აღმოჩნდეთ.
12. თევზები - იქნებით იმაზე უფრო კრეატიულები, ვიდრე ოდესმე. ინტუიციის გრძნობა არ გიღალატებთ და საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდებით. მაისი ბევრ წარმატებას მოგიტანთ და საწუწუნო არაფერი გექნებათ.
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი, 2019წლისზოდიაქო, 2019 წელი
<a href="https://www.yearly-horoscope.org">https://www.yearly-horoscope.org</a>