ყველას გვსურს, რომ ლამაზად და მიმზიდველად გამოვიყურებოდეთ და რა თქმა უნდა, არ გვინდა, რომ საათები გვჭირდებოდეს მოსამზადებლად და სახლიდან გასასვლელად. გვინდა, რომ ბუნებრივად ლამაზები და სექსუალურები ვიყოთ.

ექსპერტები ამბობენ, რომ ამისთვის დიდი ძალისხმევა არ არის საჭირო. ისინი გვიზიარებენ მარტივ მეთოდებს, რომელთა საშუალებითაც შთამბეჭდავები, მომხიბვლელები და სექსუალურები ვიქნებით.

1. თვალებით კონტაქტი - თუ გინდათ, რომ სექსუალურად ჩაგთვალონ, ზოგჯერ მხოლოდ თვალების კონტაქტია საკმარისი. მთავარია იცოდეთ, როგორ გააკეთოთ ეს.

2. წაისვით მუქი ფერის ტუჩსაცხი - თუ გსურთ, რომ წვეულებაზე ყველაზე სექსუალურ ქალად მიგიჩნიონ, წაისვით მუქი ფერის ტუჩსაცხი.

3. ოდნავ გამოაჩინეთ მკერდი - მაგრამ არა ისე, რომ ვულგალური ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოთ. მოიქეცით თავისუფლად და გვერწმუნეთ, თქვენი მოკრძალებული დეკოლტე ყველას ყურადღებას მიიპყრობს.

4. სიარულის დროს ნუ იქნებით სტატიკურები, ოდნავ გაარხიეთ თეძოები - ეს საოცრად სექსუალურ ელფერს მოგცემთ.

5. ფეხის ფეხზე გადადება - ეს თქვენი სექსუალურობის კიდევ ერთი გამოვლენა იქნება, რის მიმართაც შეუძლებელია ვინმე გულგრილი დარჩეს.

6. საუბრის დროს ითამაშეთ თმით -

გადაიწიეთ თმა გვერდზე მომხიბვლელად, ან ხელით ლამაზად შეეხეთ მას. ექსპერტების მტკიცებით, ქალი ასეთ დროს ყველაზე სექსუალურია.

7. ივარჯიშეთ სარკის წინ და გადაწყვიტეთ, რომელი მიმიკა უფრო გიხდებათ - ქალი, რომელიც მიმიკებით გამოხატავს ემოციებს, საოცრად სექსუალურია.

8. შეეხეთ ტუჩებს - თუ „მის“ წინაშე წაისვამთ ტუჩსაცხს, ან თითებით შეეხებით საკუთარ ტუჩებს, თქვენ მის თვალში მსოფლიოში ყველაზე სექსუალური ქალი იქნებით.

9. ივარჯიშეთ - ვარჯიში დაგეხმარებათ, რომ იდეალური ფიგურა გქონდეთ. ასევე, შეგიძლიათ საყვარელ მამაკაცთან ერთადაც ივარჯიშოთ. გახსოვდეთ, რომ ვარჯიშის მომენტში საოცრად სექსუალური ხართ.

10. აუცილებლად მიმართეთ საყვარელ ადამიანს სახელით - ხშირად წარმოთქვით მისი სახელი. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ გსურთ, რომ მან სექსუალურ ქალად მიგიჩნიოთ. ექსპერტები ამბობენ, რომ კაცი ქალს განსაკუთრებით სექსუალურად მაშინ აღიქვამს, როცა ის მის სახელს წარმოთქვამს.