ბედნიერი ქორწინების 6 რეცეპტი ტომ ჰენკსისგან, რომელიც 31 წელია ქორწინებაშია
- 02.05.2019
როგორც წესი, ვარსკვლავები დიდხანს ვერ ინარჩუნებენ მყარ სასიყვარულო ურთიერთობას და მალე შორდებიან, მაგრამ ამერიკელი მსახიობები ტომ ჰენკსი და რიტა უილსონი გამონაკლისები არიან. ისინი 31 წელია ბედნიერ ქორწინებაში არიან.
ვნახოთ ბედნიერი და მყარი ქორწინების 6 მთავარი რეცეპტი ტომ ჰენკსისგან.
1. არ დაქორწინდეთ 30 წლამდე - ტომ ჰენკსი და რიტა უილსონი ერთმანეთს 1985 წელს, ფილმ Volunteers-ის გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ, სადაც შეყვარებულ წყვილს თამაშობდნენ. ტომს ამ დროს ცოლი და ორი შვილი ჰყავდა, ხოლო უილსონს - საქმრო. 3 წლიანი გასაიდუმლოებული სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ ჰენკსი ცოლს დაშორდა და რიტას ცოლობა სთხოვა.
დღეს ტომი ამბობს, რომ პირველი ქორწინების დროს მან იმპულსური, ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო და რომ სინამდვილეში პირველ ცოლთან ნამდვილი სიყვარული არ აკავშირებდა. „ნუ მიიღებთ ქორწინების გადაწყვეტილებას 30 წლამდე“, - ამბობს ჰენკსი.
2. მყარი ურთიერთობისთვის ხანდახან აუცილებელია რაიმეს დათმობა, მსხვერპლშეწირვა და ამისთვის მზად უნდა იყოთ - ტომი კათოლიკე იყო, ხოლო რიტა მართლმადიდებელი და რადგანაც ჰენკსმა იცოდა, თუ რამდენს ნიშნავდა მისი ცოლისთვის თავისი რელიგია, უარი თქვა კათოლიკობაზე. „დიახ, მე დავთმე ჩემი ცოლისთვის. რიტას ბერძნული ფესვები აქვს და ის მართლმადიდებელია, მე კი კათოლიკე ვიყავი და მიუხედავად ჩემი ოჯახის უდიდესი პატივისცემისა, ჩემი ცოლის გამო სარწმუნოებაზე უარი ვთქვი.
3. ერთმანეთის მხარდაჭერა - წყვილი ყოველთვის, ყველა სიტუაციაში ერთმანეთის ყველაზე დიდი მხარდამჭერები არიან. 2015 წელს უილსონს მკერდის სიმსივნე დაუდგინდა. ის ამბობდა, რომ ყველაზე მეტად ამ ამბის გაგების შემდეგ ქმრის რეაქციის ეშინოდა, ეშინოდა, რომ ეს მათ ურთიერთობაზე უარყოფით გავლენას მოახდენდა. მაგრამ ტომი იყო ის ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა რთულ მომენტში ცოლის მხარდასაჭერად, მასზე ზრუნავდა და რთულ მომენტში ის ყველაზე მეტად ედგა გვერდით. საბედნიეროდ უილსონმა სიმსივნე მარტივად დაძლია.
4. გააკეთე სასიამოვნო რამ შენი საყვარელი ადამიანისთვის - ჰენკსი და უილსონი ერთად ბევრს მოგზაურობენ. რიტა ქმარს სხვადასხვა ქალაქებში გადაღებებზეც დაჰყვება და ქორწინებიდან 31 წლის შემდეგაც ცდილობენ ,რომ ერთმანეთს სასიამოვნო სიურპრიზები მოუწყონ. “ჩემს ცოლს ისე ვუყურებ, როგორც შეყვარებულს, თითქოს ურთიერთობის საწყის ეტაპზე ვართ. ვცდილობ, თავი მოვაწონო და სიურპრიზებით გავახარო. მე ვიღებ ფოტოებს, როცა რიტა ჩემ გვერდით არაა და ვუგზავნი მას, ვუყვები და ვუზიარებ ყველა დეტალს“, - ამბობს ჰენკსი.
5. შეიყვარე შენი პარტნიორი ისეთი, როგორიც არის - ჰენკსი და უილსონი პატივს სცემენ ერთმანეთის ინტერესებს და ეს მხოლოდ აძლიერებს მათ სიყვარულს. ტომი ხშირად ამბობს ინტერვიუებში, თუ რამდენად ღირებულია მისთვის რიტა. „ამ ქალმა მე მაშინ შემიყვარა, როცა გამხდარი ვიყავი და ისევ ისე ვუყვარვარ, როცა მსუქანი ვარ, მას ვუყვარდი თავზე თმით და ვუყვარვარ მელოტი. ამ ქალს მე ძალიან ვუყვარვარ. ეს ვიცი. აი რატომ ვარ ბედნიერი და იღბლიანი კაცი“, - ამბობს ტომი.
6. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სწორ, შენ შესაფერ ადამიანს შეხვდე - ჟურნალისტები ხშირად ინტერესდებიან იმით, თუ რა არის რიტასა და ტომის ბედნიერი, მყარი ქორწინების საიდუმლო. ტომი ასეთ დროს მხოლოდ იღიმის და ამბობს - „ჩემი ბედნიერი ქორწინების საიდუმლო ერთადერთია - მე შესაფერ ქალზე დავქორწინდი. მე სამყაროში ყველაზე იღბლიანი კაცი ვარ“.
თემები: სიყვარული, მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, ქალები, ქორწინება
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია