ქალს ქმარზე უფრო მეტად საუკეთესო მეგობარი სჭირდება - კვლევის შედეგი
- 05.05.2019
ქორწინება ორ ადამიანს შორის უდიდეს კავშირს ქმნის. ქალისთვის ქმარი ხდება ადამიანი, რომელსაც თითქმის ყველა საიდუმლოს ანდობს, რომელთან ერთადაც ატარებს დროის მნიშვნელოვან ნაწილს, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც აღმოჩნდა, ქალების დიდ ნაწილს ქმარზე უფრო მეტად საუკეთესო მეგობარი სჭირდება.
აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ახალი ბრიტანული კვლევის დასკვნაში. მასში ქალების 50% ამბობს, რომ დროის გატარება და პრობლემებზე საუბარი საუკეთესო მეგობრებთან ურჩევნიათ და არა ქმრებთან.
ამავე კვლევის თანახმად, ქალები ამბობენ, რომ ვერავინ გაგიგებს ისე, როგორ საუკეთესო მეგობარი. საუკეთესო მეგობართან შეგიძლიათ ილაპარაკოთ აბსოლუტურად ყველაფერზე ისე, რომ არავინ განგსჯით და ამავდროულად, დარწმუნებული იყოთ, რომ ის ყველაზე უკეთ გაგიგებთ, მხოლოდ მას შეუძლია თავი თქვენს ადგილას წარმოიდგინოს.
როცა ფიქრობთ საყიდლებზე, ან იოგაზე გსურთ სიარული, პირველ რიგში, საუკეთესო ქალი მეგობარი გახსენდებათ, მას ურეკავთ და სთავაზობთ, რომ შემოგიერთდეთ. საერთო ინტერესები არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ქალებს ურჩევნიათ დრო ქალ მეგობრებთან ერთად გაატარონ, ვიდრე ქმრებთან.
კვლევის თანახმად, ქალი საუკეთესო ქალი მეგობრის გვერდი არის ზუსტად ისეთი, როგორიც სინამდვილეშია. გამოხატავს საკუთარ თავს ბოლომდე. ასევე საუკეთესო მეგობრების გარემოცვაში ყოფნა ზრდის თავდაჯერებულობას და ქალს უჩენს განცდას, რომ ის მომხიბვლელია.
თქვენ რას იტყვით, ეთანხმებით კვლევის შედეგს? გულწრფელად გვითხარით თავისუფალ დროს ქმართან ერთად უფრო მხიარულად ატარებთ, თუ საუკეთესო მეგობრების გარემოცვაში? ქმარი უფრო უკეთ გიგებთ, თუ საუკეთესო მეგობარი?
თემები: მეგობრობა, ქალი, რჩევები ქალებს, ქალები, რჩევები, ქორწინება
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია