ფსიქოლოგები ახალ ტესტს გვთავაზობენ, რომელიც დაგეხმარებათ უკეთ გაუგოთ საკუთარ თავს და ქცეცნობიერის საიდუმლოები ამოხსნათ. დააკვირდით მოცემულ ფოტოკოლაჟს, აირჩიეთ ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ. ახლა კი მოძებნეთ შესაბამისი პასუხი.

1. თუ პირველ ფოტოზე აღბეჭდილი მამაკაცი აირჩიეთ - შრომისმოყვარე და პროდუქტიული ადამიანი ხართ, რომელმაც იცის რა სურს და რისთვის იბრძვის. ეს მიუთითებს, რომ ძლიერი და უკომპრომისო ხართ.

2. თუ მეორე ფოტოზე აღბეჭდილი ქალი გიზიდავთ - ეს ნიშნავს, რომ მშვიდი ადამიანი ხართ და გიყვართ ფიქრი. კარგად შეგიძლიათ ემოციების კონტროლი. ხართ ტემპერამენტიანი.

3. თუ მესამე ფოტოზე აღბეჭდილი მამაკაცი გიზიდავთ - სერიოზული ადამიანი ხართ, რომელიც ბევრს ფიქრობს გადაწყვეტილების მიღებამდე. არ გიყვართ რისკზე წასვლა. ხართ ძალიან ჯიუტი.

4. თუ მეოთხე ფოტოზე აღბეჭდილი ქალი აირჩიეთ - ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ მგრძნობიარე და ძალიან კეთილი ადამიანი ხართ, რომელიც მუდამ მზადაა ადამიანები დაიცვას და დახმარების ხელი გაუწოდოს.

5. თუ მეხუთე ფოტოზე აღბეჭდილი მამაკაცი გიზიდავთ - მორცხვი ხართ, მაგრამ როცა ამ სიმორცხვეს დაძლევთ, კარგად გამოგდით ადამიანებით მანიპულირება. იუმორის განსაკუთრებული გრძნობითაც გამოირჩევით.

6. თუ მეექვსე ფოტოზე აღბეჭდილი ქალი აირჩიეთ - თქვენ კრეატიული ადამიანი ხართ, რომელიც ყველანაირ საქმეს შემოქმედებითი თვალით უყურებს. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ სხვებთან შედარებით რთული ხასიათი გაქვთ და თქვენი გაგება ზოგჯერ ძალიან რთულია.

7. თუ მეშვიდე ფოტოზე აღბეჭდილი მამაკაცი აირჩიეთ - თქვენ ადამიანების მოხიბვლა მარტივად შეგიძლიათ, საინტერესო პარტნიორები ხართ და თითქმის ყველა საკითხის მიმართ სიღრმისეული ცოდნა გაქვთ. თქვენი მთავარი მიზანი საკუთარ თავთან ჰარმონიის პოვნაა.

8. თუ მერვე ფოტოზე აღბეჭდილი ქალი აირჩიეთ - პრაგმატული ადამიანი ხართ, რომელმაც ზუსტად იცის რა სურს. ხართ მარტივად საურთიერთობო, კომუნიკაბელური, მარტივად ადაპტირდებით ახალ გარემოსთან და ასევე მარტივად პოულობთ გამოსავალს რთული სიტუაციებიდან.

9. თუ მეცხრე ფოტოზე აღბეჭდილი მამაკაცი აირჩიეთ - კეთილი, მშვიდობისმოყვარე და მხიარული ადამიანი ხართ. მოგწონთ კომუნიკაცია და ბედნიერი ხართ, როცა თქვენ გარშემო ბევრი ადამიანია. არ მოგწონთ მარტოობა. გარშემომყოფებს სითბოსა და სიყვარულს უნაწილებთ.